23 მაისი, ხუთშაბათი, 2024

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

spot_img
ნი­კო­ლოზ ფარ­ჯა­ნა­ძე
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

 

სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უმ­თავ­რე­სი ხედ­ვა და მი­სია ეხ­მი­ა­ნე­ბა მის­წ­რა­ფე­ბას, იყოს გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ავან­პოს­ტ­ში და ხე­ლი შე­უწყოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ რთულ და კომ­პ­ლექ­სურ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლა, ანა­ლი­ზი და მა­თი პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვის გზე­ბის მო­ძი­ე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­ს­ტი არ არის თვით­მი­ზა­ნი, არა­მედ, იგი არის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის, შეს­წავ­ლი­სა და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან თავ­სე­ბა­დი პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­ს­ტ­ში, რად­გან ხში­რად, ცნე­ბა „ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია“ მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ცნე­ბა მო­ი­ცავს სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის, კვლე­ვის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კომ­პ­ლექ­სურ სა­კითხებს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებს:

⇒ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვე­ტო­ბა და სის­ტე­მის მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ხელ­შეწყო­ბა;

⇒ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა;

⇒ მე­ტი აქ­ცენ­ტი სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე;

⇒ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;

⇒ ონ­ლა­ინ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

⇒ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მე­სა­მე მი­სია და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის ასახ­ვა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­და­გო­გი­ურ მიდ­გო­მებ­სა და კვლე­ვით სტრა­ტე­გი­ებ­ში.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის­თ­ვის, ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში, შე­ირ­ჩა დე­მინ­გის ციკ­ლი (PDCA), რო­მე­ლიც პრო­ცე­სის უწყ­ვე­ტო­ბას, კვლე­ვა-ანა­ლი­ზის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. ბუ­ნებ­რი­ვია, სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რიც არ­სე­ბუ­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ჩარ­ჩოს შე­სა­ბა­მი­სად წარ­მარ­თავს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­სა და პრო­ცე­დუ­რებს და, წი­ნა­რე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და ანა­ლი­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით, ზრუ­ნავს სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იგეგ­მე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტის გა­ნახ­ლე­ბა, რაც ა) პირ­ველ რიგ­ში, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ზო­გა­დი მო­ტი­ვა­ცი­ი­თა და ბ) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­დე­ლის შე­მო­ღე­ბი­თა და ყვე­ლა სა­ხი­სა და სა­ფე­ხუ­რის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ დად­გე­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა შე­ი­მუ­შა­ვა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბა იგეგ­მე­ბა 2024 წელს. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა იმ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბაც მოხ­დე­ბა 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ციკ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა კვლე­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის როლ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო სი­კე­თის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე მი­სი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე რე­დაქ­ცი­ი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ცნე­ბა „მე­სა­მე მი­სია“ დო­კუ­მენ­ტ­ში არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ით, „მე­სა­მე მი­სი­ის“ ცნე­ბა აისა­ხა ტექ­ს­ტ­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, ცნე­ბის შე­მო­ტა­ნის კვალ­დაკ­ვალ, და­კონ­კ­რეტ­და მე­სა­მე მი­სი­ის კონ­ტექ­ს­ტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ტი­პი და არე­ა­ლი, ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სპე­ცი­ფი­კა და შე­სა­ბა­მი­სი გა­ზომ­ვა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი. მე­სა­მე მი­სი­ის ჭრილ­ში, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას, კვლე­ვის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, სა­მე­წარ­მეო აქ­ტი­ვო­ბებს, ინო­ვა­ცი­ა­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­თან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის თავ­სე­ბა­დო­ბას. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს მი­სი­ის გა­და­ხედ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა, მა­თი რო­ლი­სა და ფუნ­ქ­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­ს­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი მეტ აქ­ცენტს გა­ა­კე­თებს აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის აფი­ლი­რე­ბის, მა­თი კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლი­სა და კვლე­ვის პრო­ცეს­ში ხელ­შემ­წყობ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე.

2022 წელს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, რო­გორც პროგ­რა­მე­ბის გა­რე შე­ფა­სე­ბის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ დად­გე­ნა ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი­სა და სა­ხის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო, რა­მაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა გან­საზღ­ვ­რა. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მე-3 სტან­დარ­ტი დე­ტა­ლუ­რად იკ­ვ­ლევს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რა­სა და ში­ნა­არსს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვას თან ახ­ლ­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა­გან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნად დად­გე­ნა – 2022 წლი­დან უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აღარ აქვთ უფ­ლე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გზით და­ი­მა­ტონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი და სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბიც მი­ლე­ვად რე­ჟიმ­შია. შე­სა­ბა­მი­სად, აღარ დგას აუცი­ლებ­ლო­ბა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში დე­ტა­ლუ­რად იყოს გან­ხი­ლუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა და ში­ნა­არ­სი და, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებს შო­რის გა­და­ფარ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ნაკ­ლებ აქ­ცენტს გა­ა­კე­თებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე და კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტებ­ზე. სწო­რედ შე­ფა­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ი­სა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუმ­ცა, რო­გორც აღი­ნიშ­ნა, აღ­წე­რი­ლი ცვლი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა 2024 წლის­თ­ვის და­გეგ­მილ სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო პრო­ცესს.

სის­ტე­მის კვლე­ვა-ანა­ლი­ზი­სა და გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ახა­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტის გა­ნახ­ლე­ბა-გა­და­ხა­ლი­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი წი­ნა­პი­რო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­რე შე­ფა­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და კი­დევ ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა – სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბი. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე იგი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტის სა­ხით არის, თუმ­ცა ტექ­ს­ტი მრა­ვალ­ჯერ იქნა გან­ხი­ლუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან და მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტ­ში. სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ყუ­რადღე­ბას უთ­მობს ხა­რის­ხი­ა­ნი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის არ­სე­ბით ას­პექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვის პრო­ცე­სი, დოქ­ტო­რან­ტ­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის დაც­ვის პრო­ცე­დუ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი. სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს სტუ­დენტს სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კულ­ტუ­რის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რი მუდ­მი­ვად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცე­სის თე­მა­ტურ ანა­ლიზს. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, მომ­ზად­და სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ცენ­ტ­რ­ში წარ­მო­სად­გე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის, რო­გორც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, ისე აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი. იგეგ­მე­ბა, კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ი­ხე­დოს ცენ­ტ­რ­ში თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის წარ­მოდ­გე­ნის სცე­ნა­რი, რა­თა პრო­ცე­სი გახ­დეს უფ­რო მოქ­ნი­ლი, და­ი­ზო­გოს რო­გორც უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ისე ცენ­ტ­რის რე­სურ­სი და რაც მთა­ვა­რია, თა­ვად ეს აქ­ტი­ვო­ბა გახ­დეს უფ­რო ღი­რე­ბუ­ლი, ში­ნა­არ­სი­ა­ნი და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ორი­ვე მხა­რი­სათ­ვის მე­ტი და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბის ფონ­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აკა­დე­მი­ის (თუმ­ცა, იგი­ვე მიდ­გო­მი­სა და ხედ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა ერ­თი­ა­ნი თან­ხ­მო­ბის სა­გა­ნია დღეს­დღე­ო­ბით) მი­ერ ტექ­ნო­ლო­გი­ის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის ეფექ­ტურ მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში, რა­თა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი აღი­ჭურ­ვონ შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან თავ­სე­ბა­დი ცოდ­ნი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ტექ­ნო­ლო­გია იძ­ლე­ვა დი­დი მო­ცუ­ლო­ბით ცოდ­ნა­სა და რე­სურ­სებ­ზე წვდო­მას, რაც სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­და­აზ­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­შობს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, მათ­თ­ვის სა­სურ­ველ დრო­სა და ად­გი­ლას ჰქონ­დეთ წვდო­მა ონ­ლა­ინ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ზე, ელექ­ტ­რო­ნუ­ლ წიგ­ნებ­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ­გ­ვერ­დებ­სა თუ სხვა სა­ხის რე­სურ­სებ­ზე.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე, ცხოვ­რე­ბის რიტ­მის, სა­მუ­შაო რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის ფორ­მა­ტის გა­და­ხედ­ვა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა დად­გა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დის­ტან­ცი­უ­რი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტის გა­და­ხედ­ვა. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­მარ­ტავს სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის ამ ორ სა­ხეს, თუმ­ცა, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, არ არის დაშ­ვე­ბუ­ლი სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის სცე­ნა­რი. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ნე­ბარ­თ­ვა გა­ი­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ, რო­გორც პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი ზო­მა. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის მიღ­მაა, თუმ­ცა, ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შე­ი­მუ­შა­ვა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია და შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გეგ­მავს შე­ი­მუ­შა­ოს ონ­ლა­ინ და დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იქ­ნე­ბა, ონ­ლა­ინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვის სპე­ცი­ფი­კის შეს­წავ­ლა.

სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რად­გან იგი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს რო­გორც ცენტრს, ასე­ვე უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, შე­ის­წავ­ლონ წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის და­დე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­კუ­თარ კონ­ტექ­ს­ტ­ში და­ნერ­გონ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან თავ­სე­ბა­დი პრაქ­ტი­კა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, კვლე­ვით თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ცენ­ტ­რი არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის, ENQA-ს წევ­რი, აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის, WFME-ს მი­ერ, რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ეს­ტ­რ­ში, EQAR-ში, არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის, INQAAHE-ს წევ­რი და ჩარ­თუ­ლია მრა­ვალ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტ­რი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს პრო­ფე­სი­უ­ლი ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის­თ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, 2024 წელს, იგეგ­მე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს­თან (QAA). თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ა­გენ­ტო­ებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას, ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ქარ­თუ­ლი და ბრი­ტა­ნუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის კვლე­ვის მიზ­ნით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პერ­ს­პექ­ტი­ვას და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და ცალ­კე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის­თ­ვის – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მუდ­მი­ვად იკ­ვ­ლევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას, იქ­ნე­ბა ეს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ზო­გა­დი პრო­ფი­ლის თუ დარ­გობ­რი­ვი პრო­ფი­ლის სა­ა­გენ­ტო.

ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გლო­ბა­ლურ კონ­ტექ­ს­ტ­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ სწავ­ლის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ და­საქ­მე­ბის ბაზ­რი­სათ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას. გა­ნათ­ლე­ბის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბად წარ­მო­ჩინ­და და მას რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­აქვს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ხა­რის­ხის სა­ა­გენ­ტო­ებს, უფ­რო მო­ცუ­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მი­ი­ღონ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. სის­ტე­მე­ბის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია მე­ტად უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ცე­სე­ბის ღი­ა­ო­ბას, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ზრდის სის­ტე­მე­ბის მი­მართ ნდო­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცი­ე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად წარ­მო­ად­გე­ნენ ინ­კ­ლუ­ზი­ის ცნე­ბას და ხაზს უს­ვა­მენ სტუ­დენ­ტე­ბის თა­ნას­წო­რო­ბას და თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას. გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კონ­ტექ­ს­ტ­ში ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გლო­ბა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ხელ­შეწყო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა ეს სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბა, გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფი­ლო­სო­ფი­ა­ში – კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი აანა­ლი­ზებს ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და პრი­ო­რი­ტეტს. ამ ანა­ლი­ზის კვალ­დაკ­ვალ, ცდი­ლობს, გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად, შე­მო­ი­ტა­ნოს ყვე­ლა ეს ტენ­დენ­ცია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ხით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები