13 ოქტომბერი, კვირა, 2024

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

spot_img

 

⇑⇓ გვე­სა­უბ­რე­ბა ქე­თი ფან­ჩუ­ლი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

 

♦ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჩარ­ჩო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რა იყო მი­სი მი­ღე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი?

◊ 1999 წლის 19 ივ­ნისს, იტა­ლი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ ბო­ლო­ნი­ა­ში, 29 ქვეყ­ნის უმაღ­ლე­ს გა­ნათ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­მა პი­რებ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რეს ბო­ლო­ნი­ის დეკ­ლა­რა­ცი­ას, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ბო­ლო­ნი­ის პრო­ცესს შე­უ­ერ­თ­და 2005 წელს. ბო­ლო­ნი­ის სივ­რ­ცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სამ სა­ფე­ხუ­რი­ან (სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო, სა­დოქ­ტო­რო) სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლა და ასე­ვე, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს შე­მუ­შა­ვე­ბა.

2005 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, გა­ნი­საზღ­ვ­რა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ე­ბის გან­საზღ­ვ­რის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო და არე­გუ­ლი­რებ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მხო­ლოდ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურს.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი  კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­ზე მუ­შა­ობ და­იწყო 2007 წელს და სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით 2010 წელს დამ­ტ­კიც­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი აერ­თი­ა­ნებ­და გა­ნათ­ლე­ბის შემ­დე­გი ქვე­სის­ტე­მე­ბის – ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სამ და­მო­უ­კი­დე­ბელ ჩარ­ჩოს.

2014 წლის 27 ივ­ნისს, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ხე­ლი მო­ა­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბას, რომ­ლის ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად დღის წეს­რიგ­ში დად­გა ერ­თი­ა­ნი ჩარ­ჩოს შე­მუ­შა­ვე­ბის სა­კითხი, რო­მე­ლიც ერთ სტრუქ­ტუ­რა­ში აღ­წერ­და ყვე­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. 2015-2017 წლებ­ში, და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ეროვ­ნუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს პრინ­ცი­პებ­თან კი­დევ უფ­რო მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­ა­ნა­ლიზ­და ის ძი­რი­თა­დი გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბი, რომ­ელ­თა გა­მოს­წო­რე­ბაც სა­ჭი­რო იყო მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბის და­სა­ნერ­გად.

2017 წელს, გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის (ETF) დახ­მა­რე­ბი­თა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, მომ­ზად­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის პრო­ექ­ტე­ბი და ასე­ვე, მა­თი და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო დამ­ტ­კიც­და 2019 წელს. მოქ­მე­დი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო ით­ვა­ლის­წი­ნებს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა (EQF LLL) და ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის  ჩარ­ჩოს (QF-EHEA)  მოთხოვ­ნებს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს და ერ­თი­ან სტრუქ­ტუ­რა­ში ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო აყა­ლი­ბებს სწავ­ლის გან­ზო­გა­დე­ბულ შე­დე­გებს გა­ნათ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი დო­ნი­სათ­ვის, ხო­ლო სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რი აღ­წერს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ სწავ­ლის სფე­რო­ებს და გა­ნ­საზღ­ვ­რავს თი­თო­ე­ულ სფე­რო­ში მი­სა­ნი­ჭე­ბელ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რი ორი უმ­თავ­რე­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

♦ რო­გორ ხდე­ბა სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და რო­გორ არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი?

◊ სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ხელს უწყობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და არ­სე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს სტან­დარტს, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში სა­ბა­კა­ლავ­რო ან/და სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­სა­ნი­ჭებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლ სწავ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ნი­მა­ლურ მოთხოვ­ნებს, სწავ­ლე­ბის, სწავ­ლი­სა და შე­ფა­სე­ბის მე­თო­დებსა და სხვა არ­სე­ბით მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. დო­კუ­მენ­ტი აღ­წერს შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლის სფე­როს არ­ს­სა და ბუ­ნე­ბას, ასე­ვე გან­საზღ­ვ­რავს მო­ლო­დი­ნებს, თუ რა ცოდ­ნა და უნა­რე­ბი უნ­და ჰქონ­დეს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს, ასე­ვე გან­საზღ­ვ­რავს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რო­გო­რი ხა­რის­ხით უნ­და შეძ­ლოს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცის ფორ­მი­­რე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2011 წლი­დან, და­იწყო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე  დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­მუ­შავ­და  მხო­ლოდ რე­გუ­ლი­რე­ბად სწავ­ლის სფე­რო­ებ­ში. დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და, სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ეფექ­ტი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თული პი­რე­ბის­თ­ვის, რად­გან იგი აწე­სებს მი­ნი­მა­ლურ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის მოთხოვ­ნას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სწავ­ლის შე­დე­გებ­თან, ში­ნა­არ­ს­თან, სტრუქ­ტუ­რას­თან, პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პერ­სო­ნა­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან და მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებ­თან მი­მარ­თე­ბით, ასე­ვე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს რე­კო­მენ­და­ცი­ებს პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან და სწავ­ლის სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის მე­თო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცენ­ტ­რი, დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას უწევს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს და, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით, ამ­ტ­კი­ცებს დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლე­ბე­ლია სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დარ­გობ­რი­ვი სა­მი­ნის­ტ­როს/სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნ­ლე­ბი, დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი, დამ­საქ­მე­ბელ­თა და რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ან/და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რე­ბი (შე­სა­ბა­მი­სი წარ­დ­გი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე), შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ან/და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აღ­ნიშ­ნულ პირ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ხელს უწყობს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის ში­ნა­არ­ს­ში ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სულ უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა, რა­საც მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კა გვიჩ­ვე­ნებს. თუ 2018-2019 წლე­ბამ­დე, ცენ­ტ­რის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ით, შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის 7 დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, 2019-2023 წლებ­ში მა­თი რიცხ­ვი 34-მდე გა­ი­ზარ­და. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, 2023 წელს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა 9 დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­ზე.

♦ ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჩარ­ჩო­სა და კლა­სი­ფი­კა­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში.

◊ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­სა და ევ­რო­პის საბ­ჭოს 2005 წლის 7 სექ­ტემ­ბ­რის 2005/36 დი­რექ­ტი­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

2023 წელს, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რივ საბ­ჭოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, და­იწყო მუ­შა­ო­ბა ევ­რო­დი­რექ­ტი­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­ის სფე­როს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. მიმ­დი­ნა­რე წელს ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ექ­თნის, ბე­ბია­ქა­ლი­სა და ფარ­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე,  სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო გა­ნახ­ლ­და 2019 წელს და ამ პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნა ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს (EQF-LLL) და ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს (QF-EHEA) მოთხოვ­ნე­ბი. თუმ­ცა, იმი­სათ­ვის, რომ დად­გინ­დეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩარ­ჩო­სა და აღ­ნიშ­ნულ მე­ტა ჩარ­ჩო­ებს შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლომ უნ­და გა­ი­ა­როს ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი: ეს არის რე­ფე­რენ­სი­რე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მთლი­ა­ნი ჩარ­ჩოს (გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის) შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნას ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან და  თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ად­გენს. თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და რე­ფე­რენ­სი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა 2024-2025 წლებ­ში.

ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა მი­ი­ღო ოფი­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვა, რომ შე­სა­ბა­მი­სი კან­დი­და­ტუ­რე­ბი წა­რად­გი­ნოს ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში. ევ­რო­კო­მი­სი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მი­სი 2022 წლის 23 ივ­ნი­სის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რომ­ლი­თაც ევ­რო­კო­მი­სი­ამ აღი­ა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე.

ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო არის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო და მი­სი მი­ზა­ნია, უზ­რუნ­ველ­ყოს ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს პრინ­ცი­პე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა და მა­თი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში. მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში და ევ­რო­საბ­ჭოს გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კი­დევ ერ­თი აღი­ა­რე­ბაა იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის, რო­მე­ლიც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის, მათ შო­რის, ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები