27 ივლისი, შაბათი, 2024

უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს

spot_img

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა World Vision Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გურგენიძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღო.

საუბარი ბათუმში, საჯარო სკოლებში, უკრაინულ სექტორთან მიმართებაში არსებულ დახმარებას შეეხო. სამინისტრომ გამოკვეთა მიმართულებები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა: სასწავლო პროცესის წარმართვა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა გაძლიერება, მათი ფსიქოსოციალურ დახმარება, ასევე, მოსწავლეების და მათი ოჯახების გაძლიერების შესაძლებლობები.

♦ ♦ ♦

World Vision, კრიზისზე რეაგირების გლობალური პროგრამის ფარგლებში, უწყვეტად ახორციელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ღონისძიებებს საქართველოში, Aktion Deutschland Hilft (ADH) და UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოში მყოფ უკრაინელებს კვლავ ესაჭიროებათ მყისიერი ჰუმანიტარული დახმარება, ძირითად სერვისებზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.

World Vision საქართველოს სათაო ოფისში ყოველდღიურად მიმდინარეობს სატელეფონო თუ პირისპირ კონსულტაციები შემდეგი მიმართულებით:

♦ ბენეფიციართა ინფორმირება და რეგისტრაცია ფინანსური დახმარებასა და სხვა მომსახურებებზე.

♦ ფსიქოსოციალური დახმარება, რომელიც მოიცავს სინთეზური მუსიკისა და ცეკვის აქტივობებს ბავშვებისთვის, ასევე ფსიქოლოგიური კონსულტაციებს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

შეთავაზებული სერვისებით სარგებლობისთვის, აუცილებელია, პოტენციურმა ბენეფიციარებმა გაიარონ ონლაინ რეგისტრაციის პროცესი QR კოდის საშუალებით ან ეწვიონ World Vision საქართველოს სათაო ოფისს და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები