27 ივლისი, შაბათი, 2024

უკრაინელი მარინა ვიაზოვსკა მათემატიკოსთა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

spot_img

უკრაინელმა მათემატიკოსმა, მარინა ვიაზოვსკამ, „მათემატიკოსთა ნობელის პრემიად“ წოდებული ფილდსის მედლის ლაურეატობა მოიპოვა. მათემატიკურმა საერთაშორისო კავშირმა, 5 ივლისს, ფილდსის პრემიის ოთხი გამარჯვებული დაასახელა: ფრანგი უგო დიუმინილ-კოპენი, ბრიტანელი ჯეიმს მეინარდი, ამერიკელი ჯუნ ჰა და უკრაინელი მარინა ვიაზოვსკა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფილდსის მედალი ქალს გადაეცა. პირველი იყო ირანელი მათემატიკოსი მერიემ მირზახანი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, 2014 წელს.

კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარინა ვიაზოვსკა  ამჟამად შვეიცარიაში, ლოზანაში, ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობს. უკრაინელი მათემატიკოსი პრემიაზე სწორედ შვეიცარიის ფედერალურმა პოლიტექნიკურმა სკოლამ წარადგინა.

„ვიაზოვსკა იგონებს ახალ და მოულოდნელ ინსტრუმენტებს, ისინი მას საშუალებას აძლევს, გადალახოს ბარიერები, რომლებიც წლობით გვაბრკოლებდა“, – განაცხადა პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, მათემატიკოსმა პიტერ სარნაკმა.

დაჯილდოების ცერემონია ფინეთის დედაქალაქში გაიმართა. მართალია, ღონისძიების ჩატარება სანქტ-პეტერბურგში იყო დაგეგმილი და ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უნდა გაეხსნა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცერემონია ჰელსინკიში გადაიტანეს.

ფილდსის პრემია დაარსდა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდსის ანდერძით. პირველი მედალი 1936 წელს გაიცა, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული გახდა და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, 40 წლამდე ასაკის, ორიდან ოთხამდე, ლაურეატს ენიჭება „გამოჩენილი მიღწევებისთვის მათემატიკაში“.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები