27 ივლისი, შაბათი, 2024

უკრაინელი ბავშვები საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელას” სტუმრობენ

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და UEFA Foundation for Children-ისა და ECA-ს დაფინანსებით, 160 უკრაინელი მოსწავლე, 41-ე საჯარო სკოლიდან, ცენტრის საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელაში”, სპეციალურად მათთვის შემუშავებულ მოდულს გადის. პროექტი 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. უკრაინელი მოსწავლეები, VII-XI კლასებიდან, 5 სამუშაო ჯგუფში გადანაწილდებიან და, კვირის განმავლობაში, „ჩხირკედელას მიერ მათთვის მომზადებულ ტრენინგს დაესწრებიან, ააწყობენ რობოტებს. ყოველი კვირის ბოლოს, გაიმართება შეჯიბრი Cyber Ball, გამარჯვებული გუნდები კი, პროექტის დასრულების შემდეგ, ფინალურ ტურნირს გამართავენ. პროექტის მონაწილე თითოეულ მოსწავლეს „ჩხირკედელას მრავალკომპონენტიანი სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა, რომლის პრაქტიკაში გამოყენების ინსტრუქტაჟი მათ ადგილზევე უტარდებათ. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში ისინი ააწყობენ რობოტებს, რომლებიც ფეხბურთის თამაშს შეძლებენ.

ბავშვებისთვის, ასევე, მოეწყობა ექსკურსიები და ფეხბურთის ჩემპიონატი საჩხერის მუნიციპალიტეტში. ადგილზე ბავშვებს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები უმასპინძლებენ. კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, უკრაინელი მოსწავლეები, ქართველ ბავშვებთან ერთად, ითამაშებენ ფეხბურთს.

მოსწავლეების პირველმა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა ერთკვირიანი პროგრამა. „ჩხირკედელას ინსტრუქტორების დახმარებით და სასაჩუქრე ნაკრებების გამოყენებით, ბავშვებმა ააწყვეს რობოტები და Cyber Ball-ის პირველი მატჩიც ჩაატარეს. ბავშვები, ასევე, იმყოფებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში, სადაც მათ სავანეს საჯარო სკოლა მასპინძლობდა. ქართველმა მოსწავლეებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს თანატოლებს. კულტურული პროგრამის დასრულების შემდეგ, ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლეებმა ითამაშეს ფეხბურთი.

მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათთვის, არაფორმალური განათლების სახით, სპორტული აქტივობების შეთავაზება და სხვადასხვა STEM აქტივობებით წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები