4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

უზღაპ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი

spot_img

ქე­თე­ვან
აბ­რა­მიშ­ვი­ლი

 

 

მე მინ­და იმ სა­ნუკ­ვარ დრო­ში და­გაბ­რუ­ნოთ, რა­საც ბავ­შ­ვო­ბა ჰქვია, რაც მთე­ლი სი­ცოცხ­ლე თან გვდევს და უხი­ლავ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ და ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩვენ დი­დი ხა­ლი­სით სწო­რედ ბავ­შ­ვო­ბას ვიხ­სე­ნებთ, მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­ბამთ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ახ­ლობ­ლო­ბის ერ­თი შე­ხედ­ვით უხი­ლავ, მყი­ფე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გამ­ძ­ლე და მტკი­ცე ძა­ფებს.

ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი მო­გო­ნე­ბა ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი, ფე­რა­დი და წა­რუშ­ლე­ლია. ბავ­შ­ვო­ბის ხა­ნი­დან მო­დის ზნე­ობ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, თავ­და­ჯე­რე­ბი­სა თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ოპ­ტი­მიზ­მის, ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ასე­ვე სა­კუ­თარ თავ­ში და­ეჭ­ვე­ბის, კომ­პ­ლექ­სე­ბის, ნევ­რო­ზე­ბის, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა და ბევ­რი ისე­თი იმ­პულ­სიც, რის სა­თა­ვე­საც ვე­ძებთ და ვერ გვი­პო­ვია. სა­თა­ვე კი ჩვე­ნი­ვე ბავ­შ­ვო­ბა­შია.

ამი­ტო­მაა ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა გა­რე­მო­ში და რო­გორ იზ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვი, რი­თი იკ­ვე­ბე­ბა.

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს ბავ­შ­ვის კვე­ბას, დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას ხარ­ჯავს, ეკითხე­ბა ექი­მებს, გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს და ეჭ­ვიც არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ სწორ კვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად ჯან­მ­რ­თე­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი გა­იზ­რ­დე­ბა მი­სი შვი­ლი.

ჩვენ ვნერ­ვი­უ­ლობთ თუ ბავ­შ­ვი ცუ­დად ჭამს. ხან­და­ხან ტრა­გე­დი­ა­დაც კი იქ­ცე­ვა ხოლ­მე ეს თე­მა და არც თუ იშ­ვი­ა­თად, არა მარ­ტო მშობ­ლე­ბის, არა­მედ ბავ­შ­ვე­ბის ტრა­გე­დი­ად… ამა­ზე არა­ვინ დავობს, რომ ჯან­სა­ღი და სწო­რი კვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის­თ­ვის.

ასე­ვე, სა­და­ვო არ უნ­და იყოს იმის გან­ცხა­დე­ბაც, რომ ბავშვს მშვინ­ვი­ე­რი საკ­ვე­ბიც არა­ნაკ­ლებ ესა­ჭი­რო­ე­ბა. თუმ­ცა, სუ­ლი­ე­რი პრო­ცე­სე­ბი ასე აშ­კა­რად სა­ხილ­ვე­ლი არაა და ხში­რად ძნე­ლი გა­სარ­ჩე­ვი­ცაა, რას წარ­მო­ად­გენს ბავ­შ­ვის­თ­ვის ეს საკ­ვე­ბი და რა ასაკს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამის გა­მო შე­იძ­ლე­ბა მუ­ცე­ლი და თა­ვი არ ას­ტ­კივ­დეს, პი­რი­ქით, მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ ძა­ლი­ან გა­ერ­თო და მო­ე­წო­ნა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, უდ­როო დროს წა­კითხულ­მა ზღა­პარ­მა თუ ად­რე­ულ ასაკ­ში ნას­წავ­ლ­მა ლექ­ს­მა, რი­თიც თავს უფ­რო მშობ­ლე­ბი ვი­წო­ნებთ ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა ღრმა კვა­ლი და­აჩ­ნი­ოს მის მყი­ფე ფსი­ქი­კას, სუნ­თ­ქ­ვი­სა და საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას, ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას.

სწო­რედ ამ სუ­ლი­ერ საკ­ვებ­ზე მინ­და გე­ლა­პა­რა­კოთ.

ზღა­პა­რი… მი­სი წარ­მო­შო­ბის სა­თა­ვე ყო­ფი­ე­რე­ბის ნის­ლ­ში იკარ­გე­ბა, მი­სი უხი­ლა­ვი ბი­ლი­კი ყო­ფი­ე­რე­ბის სა­თა­ვე­ე­ბის­კენ მი­იკ­ლაკ­ნე­ბა და კა­ცობ­რი­ო­ბის ბავ­შ­ვო­ბის­კენ მიგ­ვიძღ­ვე­ბა, – მა­რა­დი­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბის­კენ, რა­მე­თუ სა­კუ­თა­რი ბავ­შ­ვო­ბის მხარ­დამ­ხარ არ­სე­ბობს კა­ცობ­რი­ო­ბის ბავ­შ­ვო­ბაც, რო­მელ­საც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად იმე­ო­რებს და­ბა­დე­ბი­დან მო­წი­ფუ­ლო­ბამ­დე და ასე­ვე გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად შორ­დე­ბა მას.

ზღა­პა­რი ხატ-სა­ხე­ე­ბის ენით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, თით­ქოს­და სიტყ­ვე­ბით ხა­ტავს, მაგ­რამ ეს არაა ნე­ბის­მი­ე­რი, სა­კუ­თა­რი პო­ე­ტუ­რი ფან­ტა­ზი­ით შექ­მ­ნი­ლი ხა­ტე­ბი – „თი­თო­ე­უ­ლი ზღა­პა­რი იგი­ვე პა­ტა­რა დრა­მაა, რო­მე­ლიც ჩვენ­ში­ვე არ­სე­ბულ სცე­ნა­ზე თა­მაშ­დე­ბა.“

დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ კი ოდეს­მე, რომ ზღა­პარ­ში აღ­წე­რი­ლი ჯა­დოს­ნუ­რი, თვა­ლით უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო შე­იძ­ლე­ბა ის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლო­ბა იყოს, რო­მელ­საც თით­ქოს უკან­მო­უ­ხე­და­ვად დავ­შორ­დით.

დი­ახ, წა­მო­ჩი­ტულ­მა უფ­ლის­წულ­მა მა­მა­პა­პე­უ­ლი სა­ნა­ხე­ბი მი­ა­ტო­ვა და გზას გა­უდ­გა, მაგ­რამ უკ­ვე ბევ­რ­მა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა. ვა­ი­თუ, მა­რა­დი­სო­ბის გა­უკ­ვა­ლავ ბი­ლი­კებ­ზე ხე­ტი­ალ­ში უფ­ლის­წულს და­ა­ვიწყ­და, რომ უფ­ლის წუ­ლია და შინ ელო­დე­ბი­ან? ვა­ი­თუ, გზაც ვე­ღარ გა­იგ­ნოს… ეგე­ბის შინ დაბ­რუ­ნე­ბის დროა!

ეს მხატ­ვ­რუ­ლი წი­აღ­ს­ვ­ლა არაა – ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო და ად­გი­ლი აქვს სამ­ყა­რო­ში.

დრო­ის იმ­პულ­სი გვა­ი­ძუ­ლებს, ბევრ რა­მეს რი­დე ავ­ხა­დოთ, მაგ­რამ არა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, არა­მედ ცნო­ბი­ე­რად. დრო დად­გა, რად­გან ჩვე­ნი რთუ­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ი­თა თუ ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­უ­კუ­ნე ცი­ვი, პრაგ­მა­ტუ­ლი, რკი­ნი­სე­ბუ­რი მარ­წუ­ხე­ბით ძა­ლი­ან ავ­ბე­დი­თად შე­ე­ხო ზნე­ობ­რივ კრი­ტე­რი­უ­მებს, ახალ­გაზ­რ­დე­ბის ფსი­ქი­კას, ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას.

სწო­რედ იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იც­ვ­ლე­ბა, ბავ­შ­ვი უნ­და ვკვე­ბოთ იმ უც­ვ­ლე­ლი საკ­ვე­ბით, რა­საც ზღა­პა­რი გვაძ­ლევს, რაც შემ­დეგ­ში, ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე გზა­ზე, მის ფსი­ქი­კა­სა და ქვეც­ნო­ბი­ერს მი­აწ­ვ­დის ჯან­საღ და მარ­თე­ბულ ხა­ტებს.

ბავშვს, რო­მელ­საც ად­რე­ულ ასაკ­ში და­აკ­ლ­და ზღაპ­რის ხა­ტებ­ში კო­დი­რე­ბუ­ლი სიბ­რ­ძ­ნე, სა­კუ­თარ თავ­ში და­ეჭ­ვე­ბუ­ლი, მერ­ყე­ვი და მში­შა­რაა – ეში­ნია სიბ­ნე­ლის, ქა­რის, წვი­მის, ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის, ალე­გო­რი­უ­ლი ხატ-სა­ხე­ე­ბის, რო­მელ­საც პირ­და­პირ აღიქ­ვამს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ნაკ­ლე­ბად დევს ხატ-სა­ხე­ე­ბით აზ­როვ­ნე­ბა, ის სიბ­რ­ძ­ნე და გარ­კ­ვე­უ­ლო­ბა, რაც ზღაპ­რულ ხატ-სა­ხე­შია მო­ცე­მუ­ლი და შემ­დეგ სწორ ორი­ენ­ტირს აძ­ლევს ცხოვ­რე­ბის კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში.

შე­იძ­ლე­ბა დრო­ის იმ­პულ­სის ბრა­ლია ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც, რა­მაც ამ ბო­ლო დროს ზღაპ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით იჩი­ნა თა­ვი არა მარ­ტო ზღაპ­რე­ბის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ადაპ­ტა­ცი­ით, ასე­ვე გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი წუ­ხი­ლით, რომ ზღა­პარს სტრე­სი­სა და და­ში­ნე­ბის გარ­და არა­ფე­რი მო­აქვს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ბევრს გა­უჩ­ნ­და ზღაპ­რის ხატ-სა­ხე­ე­ბის, ფა­ბუ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა თუ ფი­ნა­ლის შეც­ვ­ლის მოთხოვ­ნი­ლე­ბა. ერ­თი შე­ხედ­ვით, მარ­თ­ლაც იოლია ზღაპ­რის გა­და­კე­თე­ბა, ხომ არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღა­პა­რი და რა მოხ­დე­ბა თუ წი­თელ­ქუ­დას, ვთქვათ, მწვა­ნე ქუ­დი ექ­ნე­ბა ან ცხრა­თა­ვი­ა­ნი დე­ვი შეგ­ვებ­რა­ლე­ბა მზე­ჭა­ბუ­კის ხელ­ში.

არა­და, რამ­დენ ზღა­პარ­ში მე­ორ­დე­ბა, თა­ვად რომ შე­ებ­რა­ლე­ბა ზღაპ­რის გმირს და მეცხ­რე თავს არ აჭ­რის… შემ­დეგ კი ნა­ნობს, რად­გან ბო­რო­ტე­ბა ჭკვი­ა­ნია, შენს გულ­მოწყა­ლე­ბა­ზე კი თა­მა­შობს, მაგ­რამ თა­ვად არ იცის რა არის სიყ­ვა­რუ­ლი და დან­დო­ბა… დე­ვებ­თან ბრძო­ლა და მეცხ­რე თა­ვის მოჭ­რა კი, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის ყრმო­ბის ხა­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს მზე­ჭა­ბუ­კებ­მა, ახ­ლა სა­კუ­თარ თავ­ში ბო­რო­ტე­ბის, ავი ზრახ­ვის და­მარ­ცხე­ბა­სა და უკომ­პ­რო­მი­სო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მოზ­რ­დი­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტი ხში­რად ვერ სწვდე­ბა ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხის ჭეშ­მა­რიტ არსს, ბავ­შ­ვის გუ­ლი კი სწო­რად აღიქ­ვამს, თუ მოზ­რ­დილ­მა არ „შე­უს­წო­რა“ და არ აიძუ­ლა ჯერ კი­დევ უმ­წი­ფა­რი ინ­ტე­ლექ­ტით გან­სა­ჯოს.

კაც­თა წი­ნა­პა­რი მარ­თ­ლა რომ არ მო­რე­ო­და დე­და­მი­წა­ზე, ფი­ზი­კურ თუ მშვინ­ვი­ერ დო­ნე­ზე, რე­ა­ლუ­რად გა­მე­ფე­ბულ გო­ლი­ა­თურ, უხეშ ძა­ლას, არ გა­მო­ეწ­რ­თო ნე­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა, ეგე­ბის დღე­ვან­დე­ლი დღეც არ ყო­ფი­ლი­ყო… ამი­ტომ შე­მორ­ჩა მა­თი საგ­მი­რო საქ­მე­ნი ზღაპ­რებს და მი­თებს. დღე­საც რამ­დე­ნი მი­თია შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში დე­ვე­ბი­სა და მათ­თან მებ­რ­ძო­ლი ღვთის­შ­ვი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს ზღა­პა­რი არაა, რე­ა­ლო­ბაა.

სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტილ ინ­ტე­ლექტს კი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი ჰგო­ნია ხოლ­მე რე­ა­ლო­ბა. ესეც დრო­ის იმ­პულ­სია, მაგ­რამ მარ­თე­ბუ­ლად უნ­და და­ნახ­ვა და რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ დრო კი არ „მოგ­ვე­რი­ოს“, თა­ვად ვი­ყოთ იმ იმ­პულ­ს­თა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი, რაც დროს მოს­დევს.

თუ ბავ­შ­ვო­ბი­სა და ყრმო­ბის ასაკ­ში ბავ­შ­ვის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ზღაპ­რის სი­ნათ­ლის სხივ­მა არ შე­აღ­წია, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ ინ­ტე­ლექტს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვ­ლად, გუ­ლის აჩუ­ყე­ბა და სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის სწო­რი გა­გე­ბის ნაც­ვ­ლად კი, მა­თი შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი შერ­ჩე­ბა ხელთ.

„ზღა­პა­რი გვიჩ­ვე­ნებს იმ ხი­ფათ­სა და გან­საც­დელს, რაც გმირ­მა უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს და ასე­ვე გვიჩ­ვე­ნებს ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მიღ­წე­ულ სა­ფე­ხუ­რებს“ (FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MLRCNEN, 1997:14).

არ­სე­ბობ­და კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დრო, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან შორს იყო სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნუ­ლი მე-ს გან­ც­დის­გან და სიტყ­ვა „მე ვარ“, ასე იოლად და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე რომ ის­მის დღეს, მხო­ლოდ კა­ცობ­რი­ო­ბის მა­შინ­დელ მას­წავ­ლე­ბელ­თა, ქუ­რუმ­თა წრე­ში ით­ქ­მე­ბო­და.

„მე ვარ“ –  ვარ­სე­ბობ, შე­მო­ვე­დი დრო­ი­სა და სივ­რ­ცის აწ მყო-ში და სა­ნამ იარ­სე­ბებს დრო-ჟა­მი და სი­ცოცხ­ლე, ვი­არ­სე­ბებ მეც, რო­გორც გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ქმნა­დო­ბის, მუდ­მი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სი.

ამ კუთხით „მე ვარ“ მო­ი­ცავს დრო­ის სა­მი­ვე ას­პექტს.

ზღა­პა­რი წარ­მო­ად­გენს მე ვარ-ის გზას. უკეთ რომ ვთქვათ, ადა­მი­ა­ნის მე ვარ-ად ქცე­ვის გზას: რა ას­ტ­რა­ლუ­რი ხედ­ვე­ბი ჰქონ­და ამ გზა­ზე, რა გა­ი­ა­რა, რა მო­ი­შო­რა და სა­ბო­ლო­ოდ, ჯგუ­ფუ­რი სამ­შ­ვინ­ვე­ლის, ჯგუ­ფუ­რი აზ­როვ­ნე­ბის არ­სე­ბი­დან რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და მე ცნო­ბი­ე­რის, პი­როვ­ნუ­ლი იმ­პულ­სის მქო­ნე არ­სე­ბად.

ადა­მი­ა­ნი კვლა­ვაც გა­დის ამ პრო­ცესს.

მა­შინ რა­ტომ არ გრძელ­დე­ბა ზღა­პა­რი?

იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და, აღა­რა აქვს იმა­გი­ნა­ცი­უ­რი ხედ­ვა და ჯგუ­ფუ­რი სამ­შ­ვინ­ვე­ლი. ზღა­პა­რი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ იქ­მ­ნე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სხვა იმ­პ­ულ­სი­თა და სხვა სა­ხით, კვლავ გა­ნაგ­რ­ძობს სი­ცოცხ­ლეს.

სწო­რედ ამი­ტო­მაა აუცი­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვო­ბა­ში ზღაპ­რის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხა­ტე­ბის მი­წო­დე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები