14 დეკემბერი, შაბათი, 2024

ტყვიის ზედამხედველობის ახალი სისტემა

spot_img
გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH-ის თანამშრომლობით, იმერეთისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები გაეცნენ ტყვიის ზედამხედველობის ახალ სისტემას, რომელიც მიმდინარე წელს ამ ორ რეგიონში ინერგება, შემდგომში კი გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ტყვიის ანალიზისათვის სისხლის აღების ახალ მეთოდოლგიაზე, რომელიც ზედამხედველობის სისტემის ფარგლებში ინერგება. ახალი მეთოდი გულისხმობს ბავშვებისთვის ვენური სისხლის ნაცვლად, მცირე რაოდენობის კაპილარული სისხლის აღებას, რაც ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული და ინვაზიურია. ამავე დროს, ამ გზით შეგროვებული სისხლის ნიმუშის შენახვა და ტრანსპორტირება განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს, რაც საგრძნობლად აადვილებს კვლევის პროცესს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები