27 ივლისი, შაბათი, 2024

ტუტორიუმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს

spot_img

27 ივნისს, თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა – USAID Unity Through Diversity Program – გაზაფხულის სემესტრის ტუტორიუმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

Processed with VSCO with dog3 preset

ტუტორიუმი მოხალისეობრივი პროგრამაა, რომელიც თსუ-ში 2016 წლიდან დანერგეს. პროგრამის მოხალისე ტუტორები ეხმარებიან თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებს ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში, დავალებების/პროექტების მომზადებისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, პრეზენტაციის უნარების გამომუშავებაში, სამოქალაქო, სოციალურ თუ აკადემიურ სივრცეებში ინტეგრაციაში.

მიმდინარე სემესტრში, 30-მდე მოხალისე, ცენტრის მიერ გადამზადებული ტუტორი ჩაერთო პროგრამაში. ტუტორების დახმარებით ქართულ ენაში მომზადების პროგრამის 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სარგებელი.

ტუტორიუმის პროექტი ხორციელდება USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).

#tsuyouthcenter #unageorgia #USAID

UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University

Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations – CCIIR

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები