20 მაისი, ორშაბათი, 2024

ტრენინგი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე

spot_img

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგში მანდატურის სამსახურის რეგიონული ცენტრების უფროსები და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები მონაწილეობდნენ.

ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები, ნორმები და სტერეოტიპები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორებიდა შედეგები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები; ბაზისური წარმოდგენები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ; სექსუალური ძალადობის გავლენა ბავშვზე და მისი გამოვლენის სიძნელეები; მსხვერპლის იდენტიფიცირება – საფრთხის სიგნალები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები; საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ; ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებები და სხვა.

ტრენინგი განხორციელდა გაეროს პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები