27 ივლისი, შაბათი, 2024

ტრენინგების სერია გრძელდება

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი, მედიის განვითარების ფონდი, MDF-თან პარტნიორობითა და USAID/Georgia-ს მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგების სერიას. ამჯერად ტრენინგები ასპინძასა და ნინოწმინდაში ჩატარდა.

კამპანიის სლოგანია „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და უნარები, რათა მათ COVID-19-ზე დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, გადამოწმება და მიღებული ცოდნის გავრცელება შეძლონ.

„აქამდე არ მქონია შეხება ინფორმაციის ვერიფიკაციასთან, დღევანდელი ტრენინგის შემდეგ ახლა უკვე ვიცი, როგორ გადავამოწმო ფოტო თუ ვიდეო სოციალურ ქსელში.

ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, ინფორმაციის გადამოწმების ხერხები.

ტრენინგიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა შემეცნებითი ონლაინ თამაში „ტროლთა კუნძული“, რომლის დახმარებითაც ძალიან კარგად „დავამუღამე“, თუ როგორ გავარჩიო ტროლი და რეალური ანგარიში სოციალურ ქსელში.

თანატოლებს ვურჩევდი, როდესაც ინფორმაციას იღებენ, ყოველთვის გადაამოწმონ, არის თუ არა ის ფაქტებზე დაფუძნებული,“ – ამბობს ელენე ლიპარტია, გაეროს ბავშვთა ფონდისა და მედიის განვითარების ფონდი, MDF-ის მედიაწიგნიერების პროექტის მონაწილე.

გიორგი ნიორაძე პროექტ „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ მონაწილეა, რომელსაც კანტის აკადემია • Kant’s Academy ახორციელებს. პროექტის მიზანი მოზარდებში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციაა ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მეშვეობით.

„მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიწვიოთ ცვლილებები, თუნდაც ჩვენი ქალაქის მაგალითზე. მე და ჩემმა მეგობრებმა ბევრი რამ შევცვალეთ უკეთესობისკენ,“ – ამბობს 15 წლის გიორგი ნიორაძე ჭიათურიდან.

გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID/Georgia-სთან ერთად განხორციელებული პროექტების მონაწილეების შესახებ ვიდეოებს აქვეყნებს პერიოდულად, საკუთარ ციფრულ არხებზე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები