27 ივლისი, შაბათი, 2024

ტი­კე­ბი და ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მი ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

ნა­წი­ლი I

ტი­კე­ბი

დღეს მინ­და დავ­წე­რო ტი­კე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ტი­კე­ბად მიჩ­ნე­უ­ლია სწრა­ფი, უნებ­ლიე, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და გან­მე­ო­რე­ბა­დი მოძ­რა­ო­ბე­ბი. და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ICD-10-ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­სი კო­დი F.95-ია. ტი­კის სტა­ტის­ტი­კას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ყო­ვე­ლი 1000 ბავ­შ­ვი­დან, 3-8 ბავ­შ­ვ­ში გვხვდე­ბა ტი­კე­ბის რო­მე­ლი­მე ფორ­მა და უფ­რო ხში­რია ბი­ჭებ­ში, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტი­კებს ძი­რი­თა­დად  მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­ხით იც­ნო­ბენ, ის ორ დიდ ჯგუ­ფად იყო­ფა: მო­ტო­რულ ტი­კე­ბად – რო­მელ­შიც მო­ი­აზ­რე­ბა წამ­წა­მე­ბის, მხრე­ბის, თვა­ლე­ბის, კი­დუ­რე­ბის, ცხვი­რის, ენის ან ტუ­ჩე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ძრა­ო­ბე­ბი და ფო­ნურ ტი­კე­ბად – ბგე­რე­ბის გა­მო­ცე­მა, სრუ­ტუ­ნი, ხვე­ლა, უცენ­ზუ­რო სიტყ­ვე­ბის და ფრა­ზე­ბის წარ­მოთ­ქ­მა.

ტი­კე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ას კი­დევ ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მით ახ­დე­ნენ, გა­მო­ი­ყო­ფა მარ­ტი­ვი და რთუ­ლი ტი­კე­ბი.

მარ­ტი­ვი ენით რომ ავ­ხ­ს­ნათ, რაც უფ­რო მე­ტი კუნ­თია ჩარ­თუ­ლი ტი­კე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, მას რთულ ტი­კად მი­იჩ­ნე­ვენ, ის ასე­ვე ხა­სი­ათ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბა­თა ნე­ლი და რა­მ­დე­ნი­მე ბი­ჯი­ან მოქ­მე­დე­ბად, ხო­ლო მარ­ტივ ტი­კე­ბად მიიჩ­ნე­ვა სწრა­ფი, უნებ­ლიე და მარ­ტი­ვი მოძ­რა­ო­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ნურ ტი­კებს, აქაც ხდე­ბა მარ­ტივ და რთულ ტი­კე­ბად და­ყო­ფა, მარ­ტი­ვია ფო­ნუ­რი ტი­კი, რო­დე­საც ის ხან­მოკ­ლე და უნებ­ლიე ხმის გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხ­მობს: ჩახ­ვე­ლე­ბა, სრუ­ტუ­ნი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ბგე­რე­ბის წა­მო­ძა­ხი­ლი, ხო­ლო რთუ­ლია ფო­ნუ­რი ტი­კი, რო­დე­საც ის კონ­კ­რე­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის ან წი­ნა­და­დე­ბე­ბის გა­მე­ო­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ეს უკა­ნასკ­ნე­ლი ხში­რად სო­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბის (უხამ­სი სიტყ­ვე­ბი) წარ­მოთ­ქ­მას გუ­ლის­ხ­მობს, რო­მელ­საც კოპ­რო­ლა­ლია ეწო­დე­ბა.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მო­ვი­ძიე, რომ არ­სე­ბობს ტი­კე­ბის ფან­ტო­მუ­რი სა­ხეც, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ტი­კის გა­მომ­წ­ვევ მი­ზეზს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის მიღ­მა. ძი­რი­თა­დად, ტი­კე­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზად იგუ­ლის­ხ­მე­ბა უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბა სხე­უ­ლის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ტი­კე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს ტი­კე­ბის ფორ­მა, რო­დე­საც ტი­კე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა ადა­მი­ა­ნი ან სუ­ლაც ობი­ექ­ტი. ასეთ დროს ტი­კე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი შე­ე­ხოს, და­კაწ­როს ან მო­ახ­დი­ნოს რა­ი­მე ტი­პის ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­რე­შე პირ­თან ან სა­გან­თან.

ქრო­ნი­კულ ტი­კად მი­იჩ­ნე­ვა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­ცა სა­ხე­ზე გვაქვს ერ­თი ან რა­მ­დე­ნი­მე მო­ტო­რუ­ლი ან ფო­ნუ­რი ტი­კი, მაგ­რამ არა ორი­ვე მათ­გა­ნი. ქრო­ნი­კუ­ლი ტი­კი, მი­ნი­მუმ, 1 წე­ლი უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს და რე­მი­სია 3 თვე ფიქ­სირ­დე­ბო­დეს.

გარ­და­მა­ვა­ლია ტი­კი, რო­დე­საც სა­ხე­ზე გვაქვს რა­მ­დე­ნი­მე, რო­გორც მო­ტო­რუ­ლი, ისე ფო­ნუ­რი ტი­კი. გარ­და­მა­ვა­ლი ტი­კი 1 წლის მან­ძილ­ზე ან უფ­რო ხან­მოკ­ლე დრო­ში თა­ვი­სით ქრე­ბა.

რო­დის შეგ­ვიძ­ლია ჯან­სა­ღი ეჭ­ვი მი­ვი­ტა­ნოთ ტი­კე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

გარ­და ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი მო­ტო­რუ­ლი და ფო­ნუ­რი ტი­კე­ბი­სა, ტი­კის მდგო­მა­რე­ო­ბა პირ­ვე­ლად თავს იჩენს 5 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში და უმე­ტე­სად გრძელ­დე­ბა 18 წლამ­დე. ტი­კი გა­მო­ხატ­ვის პიკს 10-12 წლის ასა­კის­თ­ვის აღ­წევს. ტი­კის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა მცირ­დე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­ში.

ვის მივ­მარ­თოთ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის?

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ოჯახ­მა დრო­უ­ლად მი­მარ­თოს ფსი­ქიატრს. შემ­დეგ კი მოხ­დეს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა ნევ­რო­ლოგ­თან და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ­თან. ტი­კე­ბის დროს ასე­ვე ეფექ­ტუ­რია ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზის და კოგ­ნი­ტურ-ბი­ჰე­ვი­ო­რუ­ლი (CBT) თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ტი­კე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან.

ნა­წი­ლი II

ტურეტის სინდრომი

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მი ტი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მაა. და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თაშო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ით ICD-10 ის მი­ხედ­ვით ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მი F 95.2 კო­დით არის ცნო­ბი­ლი. ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მის დროს ვლინ­დე­ბა რო­გორც მო­ტო­რუ­ლი, ისე ვო­კა­ლუ­რი ტი­კე­ბი, ისი­ნი ქრო­ნი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა. ის პირ­ვე­ლად აღ­წე­რა ფრან­გ­მა ნევ­რო­ლოგ­მა, ჟილ დე ტუ­რეტ­მა, მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ხე­ლიც სწო­რედ მის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და­ერ­ქ­ვა.

ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მის გა­მოვ­ლე­ნა ხდე­ბა 18 წლამ­დე ასაკ­ში. იგი ქრო­ნი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა, სიმ­პ­ტო­მე­ბი, მი­ნი­მუმ, 1 წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხში­რად ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მი თა­ნა­არ­სე­ბობს ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ციტ­თან და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რომ­თან ერ­თად, სა­ხე­ზეა ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა.

ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მის დროს ცვლი­ლე­ბე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა თა­ვის ტვი­ნის ნუ­ში­სებრ სხე­ულ­ში, სარ­ტყ­ლის ხვე­ულ­ში, ბა­ზა­ლურ გან­გ­ლი­ა­სა და შუბ­ლის წილ­ში. ასე­ვე ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მის დროს უჩ­ვე­უ­ლოდ დი­დი დო­ზით გა­მო­ი­ყო­ფა ნე­ი­როტ­რან­ს­მი­ტე­რი დო­ფა­მი­ნი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია კუნ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე. ჩა­რე­ვის დროს იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დო­ფა­მი­ნის ბლო­კა­ტო­რე­ბი ტი­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

ტუ­რე­ტის სინ­დ­რო­მის დროს ტი­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს შემ­დეგ­ნა­ი­რად:

ექო­ლა­ლია – სხვი­სი სიტყ­ვე­ბის და ხმე­ბის იმი­ტა­ცია, გა­მე­ო­რე­ბა.

ექოპ­რაქ­სია – სხვა­თა მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­მე­ო­რე­ბა და იმი­ტა­ცია.

პა­ლი­ლა­ლია – სიტყ­ვის ბო­ლო ასო­ე­ბის ან წი­ნა­და­დე­ბე­ბის ბო­ლო სიტყ­ვის გა­მე­ო­რე­ბა.

კოპ­რო­ლა­ლია – უხამ­სი სიტყ­ვე­ბის და ფრა­ზე­ბის უნებ­ლიე წა­მო­ძა­ხი­ლი.

კოპ­როპ­რაქ­სია – უნებ­ლიე უხამ­სი ჟეს­ტე­ბი და მოძ­რა­ო­ბე­ბი.

 

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

  1. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვ­თან არ მოხ­დეს ტი­კებ­ზე გაზ­გას­მა. გა­გე­ცი­ნე­ბათ და/თუ სა­ერ­თოდ არ გა­უ­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას, ეს გაზ­რ­დის იმის შანსს რომ ტი­კე­ბი შემ­ცირ­დეს.
  2. მი­ე­ცით მე­ტი დრო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბისას.
  3. ტი­კე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რე კლე­ბუ­ლობს ფი­ზი­კურ ან გო­ნებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვი­სას, ამი­ტომ პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ბავ­შ­ვის დრო და დღის რუ­ტი­ნე­ბი.
  4. მო­ა­რი­დეთ ბავ­შ­ვი სტრე­სულ გა­რე­მოს, შე­ამ­ცი­რეთ სტე­რო­ი­დე­ბი და კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბა.
  5. ტი­კე­ბის გამ­წ­ვა­ვე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­რელა­ქ­სა­ციო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.
  6. კონ­კ­რე­ტუ­ლი ემო­ცი­ე­ბის და ტი­კე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბის სწავ­ლე­ბა ბავ­შ­ვის­თ­ვის, სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რის­თ­ვის სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვა და მას­ზე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის სწავ­ლე­ბა.
სტა­ტია მო­ა­მზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა

სო­ფიო მე­ლა­ძემ

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები