22 ოქტომბერი, პარასკევი, 2021

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში

spot_img

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ უნ­და გახ­დეს თვით­მი­ზა­ნი, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით უნ­და გამ­დიდ­რ­დეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი…

21-ე სა­უ­კუ­ნე მუდ­მი­ვად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­თე სპექტრს სთა­ვა­ზობს პე­და­გოგს. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში სწო­რედ ასე­თი გა­მოწ­ვე­ვაა პრო­ექ­ტი — „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. მი­სი ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და 21-ე სა­უ­კუ­ნის ბავ­შ­ვე­ბის კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა. სა­კითხი აქ­ტუ­ა­ლუ­რია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს საკ­მა­ოდ კარ­გად შე­უძ­ლი­ათ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. მათ სჭირ­დე­ბათ ახა­ლი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი სამ­ყა­რო, ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბი, Web 2.0 ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, მუ­ზე­უ­მე­ბით, რაც ზრდის ინ­ტე­რესს, ეხ­მა­რე­ბა მათ მა­სა­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა­სა და შემ­დეგ ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნა­ში…

ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს მათ ინ­ტეგ­რი­რე­ბას ნე­ბის­მი­ერ სა­გან­თან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, რა თქმა უნ­და, უშუ­ა­ლო კავ­შირ­შია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან; სწო­რედ მან უნ­და შეძ­ლოს, მან უნ­და მი­ა­ნიშ­ნოს მოს­წავ­ლეს, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გამ­ოყე­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, თა­მა­მად შე­მო­ი­ტა­ნოს ინო­ვა­ცი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში; და­ნარ­ჩენს კი მოს­წავ­ლე თვი­თონ გა­ა­კე­თებს, ეს ხომ ციფ­რუ­ლი თა­ო­ბაა ?! მათ კარ­გად ხე­ლე­წი­ფე­ბათ ეს საქ­მე…

რა ტექ­ნო­ლო­გი­ებს ვთა­ვა­ზობ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში (დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა) პე­და­გო­გებს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას და რა ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ მოს­წავ­ლე­ებ­მა?

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მა­იქ­რო­სოფტ ოფის 365-ს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი — Online Office, Power Point, Sway, One Note… ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე წვდო­მა აქვთ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს. შე­სა­ნიშ­ნავ შე­დეგს იძ­ლე­ვა გა­ზი­ა­რე­ბულ ფა­ი­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა — ჩა­ნა­ხა­ტე­ბის, დღი­უ­რე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა, რა­საც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვთხოვთ მოს­წავ­ლე­ებს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბი და ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი

ნი­მუ­შე­ბი, ძი­რი­თა­დად, ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს, თუმ­ცა აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვი­სი საგ­ნის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა:

თქვენ უნ­და მო­აწყოთ ონ­ლა­ინ მოგ­ზა­უ­რო­ბა მად­რიდ­ში, დე­დო­ფალ სო­ფი­ას მუ­ზე­უმ­ში, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ პაბ­ლო პი­კა­სოს ცნო­ბი­ლი ტი­ლო (ნა­ხა­ტი) „გერ­ნი­კა“ და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან კავ­შირ­ში შექ­მ­ნათ პრე­ზენ­ტა­ცია/პოს­ტე­რი, სა­დაც წარ­მო­ა­ჩენთ მხატ­ვ­რის და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის მი­მართ და ზო­გა­დად ყვე­ლა ომის მი­მართ.

ვებინსტრუმენტები – Thinglink (Edobe Spark, Glogster, Edpuzzle), რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია Ms Teams-ში და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. იხი­ლეთ ნიმუში: პიკასოს ნაკვალევზე.

და­ვა­ლე­ბა — კი­როს II და მი­სი დაპყ­რო­ბე­ბი

წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ხარ კი­რო­სის სა­მე­ფო კა­რის ის­ტო­რი­ოგ­რა­ფო­სი, შექ­მე­ნი ტექ­ს­ტი (ე.წ. ის­ტო­რი­უ­ლი ქრო­ნი­კა), რო­მელ­შიც უნ­და აღ­წე­რო, თუ რა­ტომ და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა კი­როს დიდ­მა მთე­ლი ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის დი­დი იმ­პე­რი­ე­ბის თა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და გად­მო­ე­ცი ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის მოკ­ლე ის­ტო­რია…

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი — Story Maps. თხრო­ბი­თი რუ­კე­ბის (Story Maps) სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­კის, ტექ­ს­ტი­სა და მულ­ტი­მე­დი­ის კომ­ბი­ნი­რე­ბა, რაც ამარ­ტი­ვებს რუ­კის აღ­ქ­მა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის შთამ­ბეჭ­და­ვად გად­მო­ცე­მას.

ვებინსტრუმენტიStory Maps Esri
ნიმუშიაქემენიდური ირანი

Story Maps პლატ­ფორ­მის ინო­ვა­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ­სივ­რ­ცის გა­და­ტა­ნა საკ­ლა­სო ოთახ­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ. მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ პრო­ექ­ტე­ბის, თე­მე­ბი­სა და იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით და ასე­ვე, რა თქმა უნ­და, საკ­ლა­სო ოთახ­ში, სკო­ლა­ში. თხრო­ბი­თი რუ­კე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­გან­თან, ეს თვით მას­წავ­ლებ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით უნარ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­ში:

თქვენ უნ­და გა­ეც­ნოთ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის პრო­პა­გან­დის­ტულ პლა­კა­ტებს, ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­ს­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გა­ი­გოთ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ მა­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა იმ­დ­რო­ინ­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და შემ­დეგ, თქვენ თვი­თონ შექ­მ­ნათ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი პლა­კა­ტი/პოს­ტე­რი თქვენ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნის­თ­ვის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან კავ­შირ­ში…

პლა­კა­ტე­ბი­სა და პოს­ტე­რე­ბის შექ­მ­ნი­სათ­ვის, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, მარ­ტი­ვი ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია ინფოგრამი – infogram  ონ­ლა­ინ-ინ­ფოგ­რა­ფი­კის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც არ მო­ითხოვს გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რა­თა შე­იქ­მ­ნას სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფოგ­რა­ფი­კუ­ლი პოს­ტე­რი, პრე­ზენ­ტა­ცია ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით.

ვე­იქ­ლე­თი (Wakelet) — ინო­ვა­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე

შექ­მე­ნით თქვე­ნი კო­ლექ­ცია, ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნა, ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბის სა­ცა­ვი… — ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცეა ვე­იქ­ლე­თი, რო­მე­ლიც, ასე­ვე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია Ms Teams-ში და საკ­მა­ოდ მო­ხერ­ხე­ბუ­ლია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი და არა მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

იხილეთ ნიმუში
ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნი­სა და მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნი­სათ­ვის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვი სივრცეა – artsteps.com აქვე შემოგთავაზებთ ნიმუშს: ელენე ახვლედიანი

რა შე­დეგს გვაძ­ლევს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში?

⇒ სწავ­ლის პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სოა, აღ­ვი­ვებს მოს­წავ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით უნარს; მოს­წავ­ლეს უჩ­ნ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია ისე­თი თე­მის შეს­წავ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ად­რე ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და.

⇒ ახ­დენს დი­ნა­მი­კუ­რი მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ტრა­დი­ცი­უ­ლად ტექ­ს­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ საგ­ნებ­თან. ხელს უწყობს გუნ­დურ მუ­შა­ო­ბა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან; მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი და უშუ­ა­ლოა.

და­ბო­ლოს, და­ვას­რუ­ლებ კვლავ ჩე­მი ეპიგ­რა­ფით:

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ უნ­და გახ­დეს თვით­მი­ზა­ნი, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით უნ­და გამ­დიდ­რ­დეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი…

მა­ნა­ნა ჯა­ყე­ლი

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ის­ტო­რი­ის და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტი, 

ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები