15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ტერმინთა განმარტებითი ელექტრონული ლექსიკონი ბიოლოგიაში

spot_img

ადონა წივწივაძე
სსიპ ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

წლებია, ბიოლოგიის სწავლებისას, გაკვეთილებზე ვიყენებ ლამარა ბურდილაძის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს – ბიოლოგიურ ტერმინთა მოკლე განმარტებით ლექსიკონს, რომელიც ცნობარისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ღირებულებასაც სძენს მკითხველს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულად მოხდა თანამედროვე საზოგადოების ფორმირება. დღევანდელ დღეს ადამიანებს სწრაფად ცვალებად სამყაროში უწევთ ცხოვრება, რომლის ჰორიზონტიც სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ტექნოლოგიებმა მათ არა მხოლოდ ახალი და სასიამოვნო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა, არამედ სრულებით ახალი განზომილება შესძინა მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც ვირტუალურ სივრცეში, იმავე ონლაინსივრცეში ჩართვასა და მონაწილეობას გულისხმობს. ციფრული კომპეტენციის ამაღლებისთვის ზრუნვამ განაპირობა ჩემ მიერ ბიოლოგიის ელქტრონულ სახელმძღვანელოზე მუშაობა და მისი გამოცემა.

„ბიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ელექტრონული ლექსიკონი“ შეიცავს 700 ტერმინს, დალაგებულს ანბანის მიხედვით, მინიშნებულია თითოეული სიტყვის ეტიმოლოგია. ლექსიკონი განკუთვნილია სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. აგრეთვე ბიოლოგიისა და სამედიცინო დარგის სტუდენტების, აბიტურიენტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

ვიმედოვნებ, ნაშრომი გაუადვილებს და ხელს შეუწყობს, ბიოლოგიის სწავლებისას, მკითხველთა ცოდნის დონის ამაღლებასა და გარკვეული უნარების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით, ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობისას.

ლექსიკონი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

ტერმინთა განმარტებითი ელექტრონული ლექსიკონი ბიოლოგიაში 

გამოყენებული ლიტერატურა:

ლ. ბურდილაძე, თ. გამრეყელიძე – „ბიოლოგიურ ტერმინთა მოკლე განმარტებითი ლექსიკონი“. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“ – თბილისი, 2006წ.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები