27 ივლისი, შაბათი, 2024

„ტელესკოლა“ ეთნიკური უმცირესობებისთვის რამდენიმე საგანს ამატებს

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხელ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ დაანონსებისთანავე აღნიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის ტელეგაკვეთილები ჩატარდებოდა, ეტაპობრივად კი, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატებოდა.

შესაბამისად, 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაიწყება. სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ „ტელესკოლა“, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი – განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით, მოსწავლეებისთვის გადაიცემა. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

ეთნიკური უმცირესობებისთვის სატელევიზიო გაკვეთილების შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პირველმა არხმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა ერთობლივად განახორციელეს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები