3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტი სწავ­ლის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად

spot_img

კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გან­ვ­საზღ­ვ­რეთ, რომ უნ­და დაგ­ვე­წე­რა სტა­ტია და არა ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მოკ­ლედ გა­მო­ხა­ტავ­და კვლე­ვის არსს.

შე­სა­ვა­ლი, პრობ­ლე­მის შერ­ჩე­ვა

კვლე­ვა, ძი­რი­თა­დად, მო­ი­ცავს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის შეს­წავ­ლის, ცვლი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, შე­ფა­სე­ბის ეტა­პებს.

ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დი­დი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, არის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის (კერ­ძოდ, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტე­ბის) ნაკ­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან კავ­შირ­ში (სკო­ლის მიღ­მა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა).

სას­წავ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა კი გა­მო­იკ­ვე­თა ყვე­ლა­ზე მე­ტად სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბელ ფაქ­ტო­რებ­ზე. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სწავ­ლის მა­ღალ ხა­რისხს.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით (ექ­ს­კურ­სი­ე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვი­ზი­ტე­ბით, საწ­რეო მუ­შა­ო­ბით, პრო­ექ­ტე­ბით…), რაც იძ­ლე­ვა არა მხო­ლოდ ცოდ­ნას, არა­მედ ისეთ უნა­რებს ავი­თა­რებს, რო­გო­რი­ცაა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გუნ­დუ­რო­ბის, ლი­დე­რო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე უფ­რო აქ­ტი­უ­რი, გა­ბე­დუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლია. ეს კი ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის  წარ­მა­ტე­ბით ინ­ტეგ­რი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

სა­თა­ნა­დოდ მო­ი­პო­ვე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით, კერ­ძოდ, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვი­ზიტ­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. მი­სი გან­ხილ­ვის შე­დე­გად, მკა­ფი­ოდ ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და მო­საზ­რე­ბა, რომ სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა ის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია, რომ­ლი­თაც შეგ­ვიძ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­სა (ზგემ) და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის (ესგ) მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის და ინ­გ­ლი­სუ­რის შეს­წავ­ლის დროს, სწავ­ლის ხა­რის­ხის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს:

♦ მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის საგ­ნი­სად­მი ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი და ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ ხე­და­ვენ ეს­თე­ტი­კუ­რი დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლის სარ­გე­ბელს თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლი­სათ­ვის;

♦ მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან უცხო ენე­ბი­სად­მი ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი და ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ში­ში, ეს­მით, მაგ­რამ ვერ მეტყ­ვე­ლე­ბენ.

პრობ­ლე­მის შეს­წავ­ლა და­ვიწყეთ ჩვე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ჯერ ზე­პი­რი სა­უბ­რით, შემ­დეგ კი წე­რი­ლო­ბი­თი გა­მო­კითხ­ვით. გა­ვი­გეთ, რამ­დენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მანათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვი­ზი­ტი, მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ბო­ლო 5 წე­ლი­წად­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ იშ­ვი­ა­თად თუ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მსგავ­სი ვი­ზი­ტე­ბი. ნა­წი­ლობ­რივ მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისი­ნი ამ­ბობ­დ­ნენ, რომ არ აქვთ დრო, თან მსგავ­სი მა­სა­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შიც წე­რია. თუმ­ცა, ხე­ლოვ­ნე­ბა/ინ­გ­ლი­სურ­ში ხში­რად ჰქო­ნი­ათ შე­კითხ­ვე­ბი, რო­გორ კეთ­დე­ბა ესა თუ ის ნივ­თი, რო­გო­რია და რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე, სად შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თონ თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ან სად შე­იძ­ლე­ბა უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად იმეტყ­ვე­ლონ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, სად წა­ვიდ­ნენ და რა მიზ­ნით – კო­ლეჯ­ში, მუ­ზე­უმ­ში, ამე­რი­კის კუთხე­ში… ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კვლე­ვა მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის და სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცე­სებს.

კვლე­ვის მი­ზა­ნი:

ესგ-ის გეგ­მის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნულ ზრდას, მა­თი შე­მეც­ნე­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბას და ორ­გა­ნი­ზე­ბას. უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას: დეკ­ლა­რა­ტი­ულს, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვლე­ვის მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ:

♦ დაგ­ვედ­გი­ნა მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი;

♦ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად (ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა);

♦ დაგ­ვე­გეგ­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და პრობ­ლე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად მოგ­ვა­რე­ბა­ში, შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი;

♦ შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი:

კვლე­ვის დაწყე­ბი­სას და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი ერთ-ერ­თი კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია იმის­თ­ვის, რომ არ და­კარ­გო კვლე­ვის ორი­ენ­ტი­რე­ბი.

♦ რა ფაქ­ტო­რე­ბი აფერ­ხებს სკო­ლა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას?

♦ მას­წავ­ლე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი აფერ­ხებს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას?

♦ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ზე კერ­ძოდ, ვი­ზი­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?

♦ ხდე­ბა თუ არა ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა?

♦ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ თუ არა მშობ­ლე­ბი სკო­ლას­თან?

♦ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­ზარ­დოთ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

♦ რო­გორ მოქ­მე­დებს მოს­წავ­ლე­თა შე­დეგ­ზე ჩვენ მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი?

ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა

საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხის გა­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ვიწყეთ იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც კვლე­ვის წარ­მო­ე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. მას­წავ­ლე­ბელ­მა, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, უნ­და და­გეგ­მოს ისე­თი სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ში – ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ თე­მებ­სა და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.

მუხ­ლი 9. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პე­ბი

  1. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ეფუძ­ნე­ბა პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცი­ას და გან­საზღ­ვ­რავს ხუთ ძი­რი­თად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ციპს, რომ­ლებ­საც უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ეს პრინ­ცი­პე­ბია:

ა) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცოდ­ნად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა მოს­წავ­ლის მი­ერ მი­სი აქ­ტი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად. მოს­წავ­ლე მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მო­არ­ჩევს ცოდ­ნის შე­ნე­ბის­თ­ვის (კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის­თ­ვის) მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ელე­მენ­ტებს და ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნის შერ­ჩე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა სა­აზ­როვ­ნო ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ბ) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნა წი­ნა­რე ცოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წი­ნა­რე ცოდ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან რა კომ­პო­ნენ­ტებს მი­აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას მოს­წავ­ლე და რის სწავ­ლას შეძ­ლებს იგი.

გ) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბას და ორ­გა­ნი­ზე­ბას. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა ზრდის გა­აზ­რე­ბის, და­მახ­სოვ­რე­ბი­სა და ცოდ­ნის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

დ) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბას (სწავ­ლის სწავ­ლა). სწავ­ლის პრო­ცეს­ში მარ­თე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლის გან­მ­საზღ­ვ­რელ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქმე­დე­ბა­თა გა­აზ­რე­ბუ­ლად, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად და­გეგ­მ­ვა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბა ზრდის მოს­წავ­ლის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ეხ­მა­რე­ბა მას მიზ­ნის ეფექ­ტი­ა­ნად მიღ­წე­ვა­სა და სიძ­ნე­ლე­თა გა­და­ლახ­ვა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ა­ფიქ­როს მოს­წავ­ლე იმ ხერ­ხებ­სა თუ მიდ­გო­მებ­ზე, რომ­ლებ­საც იგი გა­მო­ი­ყე­ნებს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და და­ეხ­მა­როს მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სოს აღ­მო­ჩე­ნა­ში.

ე) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას: დეკ­ლა­რა­ტი­ულს, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს.

ამე­რი­კელ ფი­ლო­სო­ფოსს ჯონ დი­უ­ის მი­აჩ­ნ­და, რომ ბავ­შ­ვე­ბი ად­ვი­ლად სწავ­ლო­ბენ კე­თე­ბით და რო­დე­საც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ხე­და­ვენ გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.

სწავ­ლის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მაქვს ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ვარ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია 2017-2021 – აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­ს­ვ­ლი­სა, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბი კვლავ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, კვლა­ვაც ჩა­მორ­ჩე­ბი­ან სა­შუ­ა­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მაჩ­ვე­ნე­ბელს. 2015 წლის PISA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ გა­მო­კითხუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დე­ბის 50%-ზე მე­ტი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოს­წ­რე­ბის ელე­მენ­ტა­რულ დო­ნეს წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, სა­ყუ­რადღე­ბოა მოს­წავ­ლე­თა შო­რის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და ჩა­მორ­ჩე­ნა ქვეყ­ნის შიგ­ნით სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ფე­ნებს, ასე­ვე ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს შო­რის.

მე­თო­დო­ლო­გია

კვლე­ვის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დო­ლო­გია. ამი­ტომ, კვლე­ვის დროს, გა­მო­ვი­ყე­ნეთ შემ­დე­გი მე­თო­დე­ბი და გა­მოვ­კ­ვე­თეთ მა­თი მიზ­ნე­ბი:

⇒ გა­სა­უბ­რე­ბა პე­და­გო­გებ­თან – მი­ზა­ნი იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის/გან­წყო­ბის გარ­კ­ვე­ვა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის საკ­ვ­ლევ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს დაგ­ვეხ­მა­რა კვლე­ვის სწო­რად წარ­მარ­თ­ვა­სა და კითხ­ვა­რის მომ­ზა­დე­ბა­ში;

⇒ პე­და­გო­გე­ბის გა­მო­კითხ­ვა კითხ­ვა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით – მი­ზა­ნი იყო დაგ­ვედ­გი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და მა­თი ზე­გავ­ლე­ნა მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე;

⇒ მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი ონ­ლა­ინ გა­მო­კითხ­ვა – მი­ზა­ნი იყო დაგ­ვედ­გი­ნა მოს­წავ­ლის ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და მა­თი ზე­გავ­ლე­ნა მიღ­წე­ვებ­ზე;

⇒ მშობ­ლე­ბის ონ­ლა­ინ გა­მო­კითხ­ვა – მი­ზა­ნი იყო დაგ­ვედ­გი­ნა მოს­წავ­ლის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და მა­თი ზე­გავ­ლე­ნა მის მიღ­წე­ვებ­ზე;

⇒ ფო­კუს-ჯგუ­ფი მოს­წავ­ლე­ებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მშობ­ლებ­თან გა­მო­ვი­ყე­ნეთ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით და კვლე­ვის შე­დე­გე­ბის სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის;

⇒ ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ პე­და­გო­გებ­თან – სან­დო­ო­ბის გაზ­რ­დის და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით;

⇒ ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან – გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გაც­ნო­ბი­სა და პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

კვლე­ვის დროს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

♦ შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა;

♦ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის სა­სკო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა.

კვლე­ვის გეგ­მა გავ­წე­რეთ ოთხ თვე­ზე მე­ტი ხნით, მო­ვუ­ყა­რეთ თა­ვი შემ­დე­გი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას:

♦ რო­გო­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და შე­ფა­სე­ბე­ბი ჰქონ­დათ მოს­წავ­ლე­ებს, წი­ნა წელს, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;

♦ იყო თუ არა უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან და კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­რე.

გვქონ­და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მათ მშობ­ლებ­სა და კლას­ში შემ­ს­ვ­ლე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა­ზე. დაკ­ვირ­ვე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კერ­ძოდ: ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბა:

⇒ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას აფერ­ხებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კერ­ძოდ, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და მოს­წავ­ლე­თა ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;

⇒ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს შო­რის არა­საკ­მა­რი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

⇒ მას­წავ­ლე­ბ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა;

⇒ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის, მიდ­გო­მე­ბის შეს­წავ­ლა. მოს­წავ­ლე­ებს აკ­ლი­ათ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია;

⇒ მშო­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა სა­გან­მანათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად;

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი:
  1. ინ­ტერ­ვენ­ცია – სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა მას­წავ­ლებ­ლებ­თან

მი­ზა­ნი: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი­სა გაც­ნო­ბა და მა­თი პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვის გზებ­ზე მუ­შა­ო­ბა;

  1. ინ­ტერ­ვენ­ცია – სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან

მი­ზა­ნი: მშობ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე;

  1. ინ­ტერ­ვენ­ცია – სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი „კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია“

მი­ზა­ნი: გა­მო­ვუ­მუ­შა­ოთ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა და კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა­ზე, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბი; ძეგ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია;

  1. ინ­ტერ­ვენ­ცია – გას­ვ­ლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში

მი­ზა­ნი: მოს­წავ­ლე­ებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე და­ვა­ნა­ხოთ ბიბ­ლი­ო­თე­კის რო­ლი და ფუნ­ქ­ცია;

  1. ინ­ტერ­ვენ­ცია – შევ­ქ­მე­ნით ბუკ­ლე­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის გა­საც­ნო­ბად და მა­თი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით;
  2. ინ­ტერ­ვენ­ცია – შევ­ქ­მე­ნით წარ­მო­სახ­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ემ­ბ­ლე­მე­ბი;
  3. ინ­ტერ­ვენ­ცია – ვეს­ტუმ­რეთ ამე­რი­კის კუთხეს, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ და თა­მა­შის პრო­ცეს­ში ინ­გ­ლი­სუ­რად შე­უზღუ­და­ვად მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ;
  4. ინ­ტერ­ვენ­ცია – ვი­ზი­ტი პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში,რომ­ლის მი­ზა­ნი იყო მოს­წავ­ლე­ებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გზით;
  5. ინ­ტერ­ვენ­ცია – ვი­ზი­ტი თი­ხის სა­ხე­ლოს­ნო­ში „კე­რა“, სა­დაც, საგ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ეც­ნენ თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, დე­კო­რა­ცი­ე­ბის გა­ფორ­მე­ბას და თვი­თო­ნაც შე­ას­რუ­ლეს პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი (სწავ­ლა კე­თე­ბით). მიზ­ნობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­ფორ­მ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­სა და სა­ხე­ლოს­ნოს დი­რექ­ტორს შო­რის. მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, და­ეს­წ­რე­ბი­ან მას­ტერ­კ­ლასს;
  6. ინ­ტერ­ვენ­ცია – ვი­ზი­ტი მუ­ზე­უმ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო მუ­ზე­უ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაც­ნო­ბა;
  7. ინ­ტერ­ვენ­ცია – ვი­ზი­ტი ხა­ლი­ჩის მქსო­ველ ქალ­ბა­ტონ­თან, კო­ლეჯ­ში, ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით.
ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა უფ­ლე­ბას მაძ­ლევს აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კვლე­ვა ეფექ­ტი­ა­ნი იყო.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ჩინ­და მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­ტი­ვა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზრდა. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დო­ლო­გია, ვი­ზი­ტე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, დაგ­ვეხ­მა­რა მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ში. მშობ­ლებ­მა დი­დი კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქ­ვეს ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბას — ვი­ზი­ტებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სებუ­ლე­ბებ­ში, რა­მაც, ასე­ვე, გა­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მართ. ეს მე­თო­დი სხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მაც გა­მო­ი­ყე­ნეს, კერ­ძოდ, ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი „გარ­დე­ნი­ა­ში“ წა­იყ­ვა­ნა. ბავ­შ­ვე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მცე­ნა­რე­ე­ბის გაც­ნო­ბით.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის:

♦ ერ­თ­მა­ნეთ­თან მე­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, კერ­ძოდ მიზ­ნობ­რი­ვი ვი­ზი­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მანათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში;

♦ ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა;

♦ მშობ­ლებ­თან მე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია;

♦ სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­უბ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე და სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბას ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­სა­ხებ.

დას­კ­ვ­ნა:

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­მო­ვი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა, რომ:

♦ შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნე­ბის მი­მართ, გა­უჩ­ნ­დათ მე­ტი ინ­ტე­რე­სი;

♦ ამაღ­ლ­და მო­ტი­ვა­ცია, მო­იკ­ლო ერ­თ­ფე­რო­ვან­მა სწავ­ლე­ბამ მხო­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში;

♦ მო­ი­მა­ტა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბამ და გა­უმ­ჯო­ბეს­და სწავ­ლის ხა­რის­ხი;

♦ მას­წავ­ლე­ბლე­ბის­თ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

კვლე­ვის რეფ­ლექ­სია

ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა „სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტი სწავ­ლის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 2024 წლის 20 იან­ვ­რი­დან 5 ივ­ნი­სამ­დე.

კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბის – სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვი­ზი­ტე­ბის – გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ვამ­ზა­დეთ პრე­ზენ­ტა­ცია პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და სას­კო­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით. კო­ლე­გებ­მა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ საკ­ვ­ლე­ვი პრობ­ლე­მა მარ­თ­ლაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო.

კვლე­ვის მსვლე­ლო­ბი­სას აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ეტაპ­ზე ვაძ­ლევ­დით შე­სა­ბა­მის უკუ­კავ­ში­რებს. კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შერ­ჩე­უ­ლი სა­კითხი სკო­ლის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან იგ­რ­ძ­ნო­ბო­და და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ვი­ნა­ი­დან მოს­წავ­ლე­თა ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა, ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მაა.

ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნია, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, შე­იქ­მ­ნე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი ჯგუ­ფი, სა­დაც ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა და მო­მა­ვალ წელ­საც დავ­ნერ­გავთ მსგავს აქ­ტი­ვო­ბებს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ესგ-ს შე­დე­გებს.

კვლე­ვის წარ­დ­გე­ნის დროს კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი იყო პო­ზი­ტი­უ­რი, სა­დაც აღი­ნიშ­ნა:

  1. ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა;
  2. საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბა;
  3. ესგ-ს მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;
  4. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

პე­და­გო­გებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ჭი­რო კვლე­ვის და­გეგ­მ­ვა და წარ­მარ­თ­ვა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ხო­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის – ვი­ზი­ტე­ბის – რო­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, მა­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სწო­რად და­გეგ­მი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აუცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვანს შე­დე­გე­ბამ­დე და და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე.

კვლე­ვა ავ­ტ­ვირ­თეთ ბლოგ­ზე, რომ­ლის მი­სა­მარ­თია: https://statiakvlevam.blogspot.com/

 

მა­ნა­ნა ბე­რიშ­ვი­ლი, თა­მარ მა­თუ­რე­ლი

სსიპ ქა­ლაქ თე­ლა­ვის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები