27 ივლისი, შაბათი, 2024

სჭირ­დე­ბა თუ არა ქარ­თულ ენას გა­ინ­გ­ლი­სუ­რე­ბა?!

spot_img
ანი მა­ლი­ძე
ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბაც კი ნა­თელ­ყოფს, რომ ენა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძვრე­ბი ხდე­ბა, თით­ქ­მის ყვე­ლა დო­ნე­ზე, რაც ჩვენს დრო­ში, უპი­რა­ტე­სად, ინ­გ­ლი­სურ ენას და მის ყოვ­ლის­მომ­ც­ველ გავ­ლე­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ენის ის­ტო­რი­ა­ში და­იწყო ახა­ლი ეტა­პი, რაც ინ­გ­ლი­სურ ენას­თან მის­მა მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტ­მა მო­ი­ტა­ნა. ეს კონ­ტაქ­ტი კი მარ­თ­ლაც ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლია: ინ­ტერ­ნე­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პირ­და­პი­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი უცხო­ეთ­თან, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებს უკავ­შირ­დე­ბა; სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა, ახა­ლი სა­მე­წარ­მეო და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი; რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი წინ­ს­ვ­ლა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის თით­ქ­მის ყვე­ლა დარ­გ­ში, ბი­ო­ლო­გი­ი­თა და მე­დი­ცი­ნით დაწყე­ბუ­ლი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სხვა. ყვე­ლა ეს სი­ახ­ლე ახალ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას­თან, ახა­ლი ცნე­ბე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ბუ­ნებ­რი­ვად მო­აწყ­და ქარ­თულ ენას სწო­რედ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მეშ­ვე­ო­ბით. ქარ­თულ ენა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, ახა­ლი სიტყ­ვა მკვიდ­რ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით სა­უბ­რობ­დ­ნენ, დღეს ლექ­სი­კურ­მა მა­რაგ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ მსგავ­სი სიტყ­ვე­ბი ხში­რად გვხვდე­ბა რო­გორც მხატ­ვ­რულ, სა­მეც­ნი­ე­რო და პო­ლი­ტი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე ფარ­თო პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ეწე­ვა მათ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ერ. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ამა თუ იმ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს ზუს­ტად არ ეს­მით, მაგ­რამ მათ აქ­ტი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­უბ­რი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დე­ბი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იწყე­ბენ. ხე­და­ვენ, მათ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ტერ­მი­ნე­ბით სა­უბ­რო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნიც „იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან“ სხვას მი­ბა­ძონ. რო­გორც წე­სი, ყო­ვე­ლი ლექ­სი­კუ­რი „სი­ახ­ლე“ ენა­ში ლექ­სი­კონ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ახა­ლი სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა XXI სა­უ­კუ­ნე­ში ისე­თი სის­წ­რა­ფით იზ­რ­დე­ბა, ლექ­სი­კო­ნე­ბი მათ ასახ­ვას ვე­ღარც ას­წ­რებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს სიტყ­ვე­ბი თა­ვის­თა­ვად მკვიდ­რ­დე­ბა ენა­ში და აქ­ტი­ურ ლექ­სი­კონს უერ­თ­დე­ბა.

ენა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, მას­ში ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამას ვე­რა­ნა­ი­რი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ნორ­მე­ბიც კი კონ­კ­რე­ტუ­ლად ვე­რა­ფერს უც­ვ­ლის, ანუ ენას გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სი ტენ­დენ­ცია აქვს, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­დან, ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და, ამის მი­ხედ­ვით, ენა იღებს, ავი­თა­რებს, აფარ­თო­ებს ან ავიწ­რო­ებს კონ­კ­რე­ტუ­ლი სიტყ­ვე­ბის სე­მან­ტი­კურ ველს. ამ­გ­ვა­რად, ბარ­ბა­რიზ­მე­ბის, ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბი­სა და ჟარ­გო­ნე­ბის ხში­რი ხმა­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სათ­ვის უცხო აღა­რაა. რის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს და რა არის ენა­ში ბევ­რი ახა­ლი სიტყ­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ზე­ზი? ენა­ში ყვე­ლა­ნა­ირ ტენ­დენ­ცი­ას გა­რე­მო ობი­ექ­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი იწ­ვევს, მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცია, დრო, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ა.შ. ამას ყო­ველ­თ­ვის მოჰ­ყ­ვე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ლექ­სი­კა. ცხა­დია, ენა ყო­ველ­თ­ვის არ არის მზად, თა­ვი­სი ერ­თე­უ­ლე­ბი და­ახ­ვედ­როს უცხო სიტყ­ვას, მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, რო­ცა ენას შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი ერ­თე­უ­ლი ჰქონ­დეს, ხში­რად, მა­ინც შე­მო­დის და მკვიდ­რ­დე­ბა უცხო სიტყ­ვა იმი­ტომ, რომ იმ კონ­კ­რე­ტულ კონ­ტექ­ს­ტ­ში ის ახა­ლი სიტყ­ვა უფ­რო მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის. ეს ენის გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია და ეს პრო­ცე­სი ყო­ველ­თ­ვის იყო, არის და იქ­ნე­ბა. გვსურს წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას დღეს ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კა, რა არის ამის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ამ კუთხით.

რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ენის ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს, ქარ­თულ ენა­ში მრავ­ლა­დაა სპარ­სუ­ლი, თურ­ქუ­ლი, არა­ბუ­ლი, რუ­სუ­ლი თუ სხვა ენე­ბი­დან ნა­სეს­ხე­ბი სიტყ­ვე­ბი. ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ძი­რის სიტყ­ვებ­საც ფარ­თოდ უნ­და გა­ვუ­ღოთ ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კის კა­რი და თა­მა­მად და­ვუშ­ვათ ენა­ში? აქ სა­ჭი­როა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ნა­სეს­ხო­ბას, უცხო სიტყ­ვა­სა და ბარ­ბა­რიზმს შო­რის. ენის ის­ტო­რია გა­ნუ­ყო­ფე­ლია ერის ის­ტო­რი­ის­გან და ენის ლექ­სი­კა ჟამ­თა­აღ­მ­წერ­ლის სი­ზუს­ტით ასა­ხავს ერის ის­ტო­რი­ულ პე­რი­პე­ტი­ებს. ქარ­თულ­ში ბევ­რი ნა­სეს­ხე­ბი სიტყ­ვაა არა­ბუ­ლი­დან, სპარ­სუ­ლი­დან, თურ­ქუ­ლი­დან; რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სუ­ლი ენის გავ­ლე­ნას, ამ გავ­ლე­ნის მას­შ­ტა­ბე­ბი ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის. ამ გავ­ლე­ნის შე­დე­გებს დღე­საც ვიმ­კით იმ აურაცხე­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბარ­ბა­რიზ­მე­ბით, რის­გა­ნაც ენა ჯერ კი­დევ ვერ და­იწ­მინ­და. რო­დე­საც რუ­სუ­ლი ენის გავ­ლე­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ რუ­სუ­ლი ენი­დან ქარ­თულ­ში ბევ­რი ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ძი­რის სიტყ­ვა შე­მო­ვი­და, რად­გან რუ­სუ­ლი ენა, ერ­თი მხრივ, ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ენაა (ისე­ვე რო­გორც ინ­გ­ლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი და ბევ­რი სხვა) და მას­ში არის ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­შო­ბის სიტყ­ვე­ბი, მე­ო­რე მხრივ, რუ­სულ ენა­ში, ფრან­გუ­ლი ენის გავ­ლე­ნით, ბევ­რი ფრან­გუ­ლი სიტყ­ვა შე­ვი­და, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი ლა­თი­ნუ­რი ძი­რი­საა. ამ­დე­ნად, რუ­სუ­ლი ენის გავ­ლე­ნის შე­დე­გად, ნა­წი­ლობ­რივ მოხ­და ქარ­თუ­ლი ენის „გა­ევ­რო­პე­ლე­ბა“ და ეს კარ­გად ჩანს თუნ­დაც ისე­თი სი­ნო­ნი­მუ­რი რი­გე­ბის შე­და­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა:

პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი – უპი­რა­ტე­სი

რე­ზულ­ტა­ტი – შე­დე­გი

ექ­ს­პე­რი­მენ­ტი – ცდა

კომ­ფორ­ტი – სიმ­ყუდ­რო­ვე

კომ­პენ­სა­ცია – ანაზღა­უ­რე­ბა

ტა­ლან­ტი – ნი­ჭი

ტრან­ს­ფორ­მა­ცია – გარ­დაქ­მ­ნა

და მრა­ვა­ლი სხვა.

ბარ­ბა­რიზ­მი არის ენა­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე, შე­მო­ტა­ნი­ლი უცხო ენის სიტყ­ვა, რო­მელ­საც მშობ­ლი­ურ ენა­ში აქვს შე­სატყ­ვი­სი (ხში­რად რამ­დე­ნი­მეც) და რომ­ლის ასი­მი­ლა­ცია ენა­ში არ ხდე­ბა.

სჭირ­დე­ბა თუ არა ქარ­თულ ენას ის ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბარ­ბა­რიზ­მე­ბი, რო­მელ­თაც შე­მო­ა­ბი­ჯეს ენა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მაგ­რამ დღეს უკ­ვე ზვა­ვად იქ­ც­ნენ და თა­ვის გზა­ზე წა­ლეკ­ვით ემუქ­რე­ბი­ან ასო­ბით ქარ­თულ სიტყ­ვას:

და­აფ­დე­ი­თე­ბა to update  – გა­ნახ­ლე­ბა

და­ბუს­ტ­ვა to boost – რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბა, პო­პუ­ლა­რო­ბის გაზ­რ­და

დაკ­ლიკ­ვა to click – დაწ­კა­პუ­ნე­ბა

და­ლა­ი­ქე­ბა to like – მო­წო­ნე­ბა

და­თაგ­ვა to tag – მო­ნიშ­ვ­ნა

და­ფორ­ვარ­დე­ბა to forward – გა­დაგ­ზავ­ნა

და­ქენ­სე­ლე­ბა to cancel – გა­უქ­მე­ბა

დი­სე­მი­ნა­ცია dissemination – გავ­რ­ცე­ლე­ბა 

დედ­ლა­ი­ნი deadline – უკა­ნას­კ­ნე­ლი/ბო­ლო ვა­და

დე­ი­ო­ფი day off – ერ­თ­დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა

დეს­ტი­ნა­ცია destination – და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი

დრა­ი­ვი drive – მუხ­ტი

დუ­თიფ­რი duty free – უბა­ჟო

ევა­ლუ­ა­ცია evaluation – შე­ფა­სე­ბა

ევი­დენ­სი evidence – მო­ნა­ცე­მე­ბი, ფაქ­ტე­ბი

ემერ­ჯენ­სი emergenc – სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბა, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა

ექ­შენ ფლე­ნი action plan – სა­მოქ­მე­დო გეგ­მა

ყვე­ლა ინ­გ­ლი­სუ­რი ძი­რის სიტყ­ვას აქვს ბუ­ნებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე შე­სატყ­ვი­სიც. ამ­დე­ნად, არ არ­სე­ბობს მა­თი ქარ­თულ ენა­ში შე­მო­ტა­ნის რა­ი­მე­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ამ ტი­პის ბარ­ბა­რიზ­მე­ბის ენა­ში მომ­რავ­ლე­ბა ქმნის მთელ რიგ პრობ­ლე­მებს.

ბარ­ბა­რიზ­მე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენა­ში შე­მოს­ვ­ლა აფერ­ხებს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბას. მა­გა­ლი­თად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბით ხში­რად ის­მის ბარ­ბა­რიზ­მი — ბორ­დი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის, რას ნიშ­ნავს ბორ­დი. ინ­გ­ლი­სუ­რი board ქარ­თუ­ლად ბევრ რა­მეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს: სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო (supervisory board), დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო (board of directors), მრჩე­ველ­თა საბ­ჭო (board of advisers). ბორ­დის ნაც­ვ­ლად სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს გა­მო­ყე­ნე­ბა (სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბით) ბევ­რად გა­სა­გებს გახ­დის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ერ გა­და­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. და­მაბ­ნე­ვე­ლია ბარ­ბა­რიზ­მე­ბი: და­ბუს­ტ­ვა (to boost), სიქ­ლი­ვი (sick leave), რით­რი­თი (retreat), ქე­ი­სის პა­ტერ­ნი (case pattern), ბუ­ლით ფო­ინ­თე­ბი (bullet points) და სხვა. ორი ან რამ­დე­ნი­მე ბარ­ბა­რიზ­მის თავ­მოყ­რა წი­ნა­და­დე­ბა­ში კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს აზ­რის გა­გე­ბას. ამ­დე­ნად, ბარ­ბა­რიზ­მე­ბის მი­ერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მაა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა და თუ ეს პრო­ცე­სი არ შე­ჩერ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხე ექ­მ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ფუნ­ქ­ცი­ას.

ინ­გ­ლი­სურ ენა­ში ხში­რად გვხვდე­ბა სიტყ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ფარ­თო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვთ ან დი­დი პო­ლი­სე­მი­უ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ქარ­თუ­ლად მა­თი თარ­გ­მ­ნი­სას სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თუ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბაა სა­ჭი­რო. რო­დე­საც ამ ტი­პის ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვა ხდე­ბა ბარ­ბა­რიზ­მის წყა­რო ქარ­თულ ენა­ში, ის სე­რი­ო­ზულ თავ­სა­ტე­ხად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, საკ­მა­რი­სია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ისე­თი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც გა­მა­ლე­ბით მკვიდ­რ­დე­ბა ქარ­თულ­ში — ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტე­ბის ანა­ლი­ზი, რომ­ლებ­შიც მო­ცე­მუ­ლი სიტყ­ვა გვხვდე­ბა, აჩ­ვე­ნებს, რომ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დი­დი სიჭ­რე­ლე გვაქვს ენა­ში. ირ­კ­ვე­ვა, რომ:

– ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი არის მას­წავ­ლე­ბე­ლი ან რე­პე­ტი­ტო­რი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში; ან სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა და ეხ­მა­რე­ბა სხვა მას­წავ­ლებ­ლებს; ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს აღ­მო­ჩე­ნით/გა­მოკ­ვ­ლე­ვით სწავ­ლა­ში(!); ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს მას­წავ­ლებ­ლებს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე ჯგუ­ფუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ხით; ან ექ­ს­პერ­ტი; ან სპე­ცი­ა­ლის­ტი; ან ტრე­ნინ­გის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი; ან მო­დე­რა­ტო­რი.

ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის წყა­როა ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვა – facilitator. Facilitation ნიშ­ნავს შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, გა­ად­ვი­ლე­ბას, გა­ი­ო­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, facilitator არის ის, ვინც აად­ვი­ლებს, ამ­სუ­ბუ­ქებს, ხელს უწყობს რა­ი­მეს, კერ­ძოდ: სას­წავ­ლო პრო­ცესს, დის­კუ­სი­ას, სე­მი­ნარს/სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას (ე.წ. ვორ­ქ­შოპს) და სხვა. რო­გორც ინ­გ­ლი­სუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი­დან ჩანს, იგი არ ერე­ვა უშუ­ა­ლოდ პრო­ცეს­ში, არა­მედ მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს პრო­ცე­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, რჩე­ვით, კონ­სულ­ტა­ცი­ით და ა.შ.

ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბარ­ბა­რიზ­მე­ბის მომ­რავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, ჩვე­ნი აზ­რით, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბი­სას მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ორე­ნო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფაა.

სულ უფ­რო მე­ტი უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რი უს­ვამს ხაზს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბი­სას სა­ჭი­როა, უცხო ენის შემ­ს­წავ­ლელს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნოთ მის მშობ­ლი­ურ ენა­სა და უცხო ენას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბა, ასი­მეტ­რია. უცხო ენის შეს­წავ­ლი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უცხო ენის ლექ­სი­კუ­რი, გრა­მა­ტი­კუ­ლი და სინ­ტაქ­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა მშობ­ლი­უ­რი ენის შე­სა­ბა­მის ლექ­სი­კურ, გრა­მა­ტი­კულ და სინ­ტაქ­სურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან.

ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ბარ­ბა­რიზ­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ანა­ლი­ზი ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ჩვენ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია აზ­რი, თით­ქოს ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ სიტყ­ვებს შო­რის არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი სი­მეტ­რია, რომ ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბი იმა­ვე ში­ნა­არსს გად­მოს­ცე­მენ, ან უნ­და გად­მოს­ცემ­დ­ნენ, რა­საც მა­თი შე­სატყ­ვი­სი ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვე­ბი, რომ ერთ ინ­გ­ლი­სურ სიტყ­ვას ერ­თი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა უნ­და შე­ე­სატყ­ვი­სე­ბო­დეს, ორს – ორი და ა.შ. შე­საძ­ლოა სწო­რედ ეს გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აზ­რი იყოს კი­დეც ქარ­თულ ენა­ში ამ­დე­ნი ბარ­ბა­რიზ­მის მომ­რავ­ლე­ბის წყა­რო.

სწო­რედ ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის გა­მოა სა­ჭი­რო უცხო ენის ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა მშობ­ლი­უ­რი ენის შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. არა­და, ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მშობ­ლი­უ­რი ენის გან­დევ­ნა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან, თარ­გ­მა­ნის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა­ზე, რა­საც თან ახ­ლავს ორე­ნო­ვა­ნი, თარ­გ­მ­ნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უარ­ყო­ფა ერ­თე­ნო­ვა­ნი, უცხო­ე­ნო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

ინ­გ­ლი­სუ­რი ბარ­ბა­რიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტის არ­ცოდ­ნაა. მო­სა­უბ­რე ვერ არ­ჩევს სა­ჭი­რო ქარ­თულ სიტყ­ვას, რად­გან მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ესა თუ ის ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვა არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მის ბუ­ნებ­რივ ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტ­თან. უცხო ენის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­დან მშობ­ლი­უ­რი ენის გან­დევ­ნა, ერ­თი მხრივ, ხელს უშ­ლის უცხო ენის სრულ­ფა­სო­ვან შეს­წავ­ლას, მე­ო­რე მხრივ კი, აზა­რა­ლებს მშობ­ლი­ურ ენას.

უცხო ენის შეს­წავ­ლა რთუ­ლი პრო­ცე­სია, მით უფ­რო ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის ძნე­ლია ინ­გ­ლი­სუ­რი თუ სხვა ევ­რო­პუ­ლი ენის შეს­წავ­ლა, რად­გან ქარ­თუ­ლი არ არის ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის მო­ნა­თე­სა­ვე ენა და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მათ­გან რო­გორც სტრუქ­ტუ­რუ­ლად, ისე აზ­რის გად­მო­ცე­მის მა­ნე­რით.

უცხო ენის შეს­წავ­ლის დროს, სა­ჭი­როა ახა­ლი ენობ­რი­ვი (ლექ­სი­კუ­რი, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და სინ­ტაქ­სუ­რი) ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მარ­თე­ბა­ში მოყ­ვა­ნა ენის შემ­ს­წავ­ლე­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გად ნაც­ნობ ენას­თან, ანუ მშობ­ლი­ურ ენას­თან. ორე­ნო­ვან, უცხო­ურ-მშობ­ლი­ურ ლექ­სი­კონს ესა თუ ის ახა­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი თუ სინ­ტაქ­სუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ცია ად­ვი­ლად მოჰ­ყავს მშობ­ლი­ურ ენას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ეს, ერ­თი მხრივ, აად­ვი­ლებს სწავ­ლის პრო­ცესს, მე­ო­რე მხრივ, ენის შემ­ს­წავ­ლელს აჩ­ვევს მშობ­ლი­ურ ენა­ზე უცხო ენის ბუ­ნებ­რი­ვი ლექ­სი­კუ­რი თუ სინ­ტაქ­სუ­რი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ეხ­მა­რე­ბა, გა­მარ­თუ­ლად წე­როს და იმეტყ­ვე­ლოს მშობ­ლი­ურ ენა­ზე, არ მო­ახ­ვი­ოს თავს მშობ­ლი­ურ ენას არა­ბუ­ნებ­რი­ვი ფორ­მე­ბი. ეს პრობ­ლე­მა კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი უცხო ენე­ბის უფ­რო­სი თა­ო­ბის ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სთ­ვის, რომ­ლე­ბიც უცხო ენებს, შე­სა­ბა­მი­სი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნე­ბით ეუფ­ლე­ბოდ­ნენ. ამის შე­დე­გად, უცხო ენის ქარ­თ­ვე­ლი შემ­ს­წავ­ლე­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში უცხო სიტყ­ვა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყო რუ­სულ და არა ქარ­თულ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტ­თან. იმ პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ენა ზა­რალ­დე­ბო­და რუ­სუ­ლი ენი­სა და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნე­ბის გა­მო, ახ­ლა კი ინ­გ­ლი­სურ ენას­თან მი­მარ­თე­ბით ზა­რალ­დე­ბა. რა­საც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნე­ბი აფუ­ჭებ­და, ახ­ლა იმას­ვე აკე­თებს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ბარ­ბა­რიზ­მე­ბის მომ­რავ­ლე­ბის მე­ო­რე მი­ზე­ზია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ბო­ლო 10-15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახალ­მა ვი­თა­რე­ბამ, რა­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლო აღ­მოჩ­ნ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში, ახა­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა წინ­ს­ვ­ლამ ქარ­თულ ენა­ში ახა­ლი ცნე­ბე­ბის, ახა­ლი სიტყ­ვე­ბის მოზღ­ვა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მეშ­ვე­ო­ბით. ამ ვი­თა­რე­ბას ფილ­ტ­რად ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კოგ­რა­ფია უნ­და დას­დ­გო­მო­და.

სწო­რედ ლექ­სი­კო­ნებს უნ­და და­ეც­ვა ქარ­თუ­ლი ენა ქა­ო­სუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან, სწო­რედ პრო­ფე­სი­ო­ნალ ლექ­სი­კოგ­რა­ფებს უნ­და ემუ­შა­ვათ ახა­ლი ცნე­ბე­ბის ქარ­თულ ენა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის გზებ­სა და მე­თო­დებ­ზე, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო და გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი ლექ­სი­კო­ნე­ბი ინ­გ­ლი­სურ ენას­თან მი­მარ­თე­ბით, შექ­მ­ნი­ლი­ყო ახა­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბი ევ­რო­პულ ენებ­თან მი­მარ­თე­ბით, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო მუ­შა­ო­ბა ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის ახალ რე­დაქ­ცი­ა­ზე, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო არ­სე­ბუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბი, და სხვა. ამის ნაც­ვ­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ლექ­სი­კოგ­რა­ფი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და ქარ­თ­ვე­ლი ლექ­სი­კოგ­რა­ფე­ბი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ.

2010 წელს, ბა­თუმ­ში, ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ა­ში, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­სი­კოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტ­რი და ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სიმ­პო­ზი­უმ­მა მი­ი­ღო მი­მარ­თ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი, რო­მელ­შიც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ქარ­თულ ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ა­ში შექ­მ­ნი­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბა და მი­სი მი­ზე­ზე­ბი, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ქარ­თუ­ლი ენა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ლექ­სი­კოგ­რა­ფებ­მა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მა, ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქარ­თულ ენას არ სჭირ­დე­ბა გა­ინ­გ­ლი­სუ­რე­ბა, მას სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა. ქარ­თუ­ლი ენა უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ლექ­სი­კოგ­რა­ფებ­მა აკა­დე­მი­უ­რი ლექ­სი­კო­ნე­ბით: გან­მარ­ტე­ბი­თი, დარ­გობ­რი­ვი, ორე­ნო­ვა­ნი და სხვა; ენა უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მა რო­გორც მხატ­ვ­რუ­ლი, ისე დარ­გობ­რი­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თარ­გ­მა­ნე­ბით; ენა უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და სხვა.

ენა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ამ პრო­ცე­სე­ბის მი­ზე­ზი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბაა: ზოგ­ჯერ — ქარ­თუ­ლი ენის ცუ­დად ცოდ­ნა, ზოგ­ჯერ — ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცუ­დად ცოდ­ნა, უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბის არას­წო­რი მე­თო­დე­ბი, ლექ­სი­კო­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და არ­სე­ბუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის არ­ქო­ნა და სხვა, ჩემ მი­ერ ზე­მოთ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი.

ქარ­თუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ამას არ გა­ვა­კე­თებთ, ესე იგი, ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ ვამ­ბობთ უარს ჭეშ­მა­რიტ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, უარს ვამ­ბობთ ეროვ­ნუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ევ­რო­პუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ბ. ფოჩხუა, „ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ლო­გია“, თბი­ლი­სი, „მეც­ნი­ე­რე­ბა“, 1974წ;
  2. გ. ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, „ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი“, თბი­ლი­სი, „მეც­ნი­ე­რე­ბა“, 1969წ;
  3. თ. მარ­გა­ლი­ტა­ძე, „სჭირ­დე­ბა თუ არა ქარ­თულ ენას გა­ინ­გ­ლი­სუ­რე­ბა“ http://barbarisms.ge/article1/

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები