13 ოქტომბერი, კვირა, 2024

სწავლის პირველი დღიდან წარმატებისკენ ⇒ სტრა­ტე­გი­ე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი კლა­სის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად 

spot_img

 

 

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

სსიპ თბი­ლი­სის N214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს დიდ­წი­ლად გან­საზღ­ვ­რავს სას­წავ­ლო გა­რე­მო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლამ მოს­წავ­ლე­ებს შე­უქ­მ­ნას თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფ­რ­თხო ატ­მოს­ფე­რო. ამ­დე­ნად, ზრუნ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „ასე­თი გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის (სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას… სკო­ლა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სის­ტე­მა უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს ზრუნ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რას“ (გზამ­კ­ვ­ლე­ვი მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის მი­ხედ­ვით, 2022).

პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს­თ­ვის ზრუნ­ვას სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცდი­ლობს და მეტ-ნაკ­ლე­ბად აღ­წევს კი­დეც შე­დეგს: მოს­წავ­ლე­ებს ხვდე­ბათ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, სას­წავ­ლო-სა­მუ­შაო რე­სურ­სე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სა­ზე­ი­მოდ მორ­თუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სით და­ლა­გე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი… თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აქ არ უნ­და მთავ­რ­დე­ბო­დეს. თა­ნას­წო­რო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი გა­რე­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბას სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მათ შო­რის, სკო­ლის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან.

სკო­ლის პირ­ვე­ლი დღე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ემო­ცი­ის მომ­გ­ვ­რე­ლია. ზო­გი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია მე­გობ­რე­ბის ნახ­ვით, ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი­სა თუ სა­მო­სის გა­მომ­ზე­უ­რე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლის გა­მო­ხატ­ვით, ზო­გი ღე­ლავს კი­დეც ბევ­რი ახა­ლი რა­მის გა­მო: ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ახა­ლი მე­გობ­რე­ბი და, შე­საძ­ლოა, ახა­ლი სკო­ლაც კი. მათ­გან უმე­ტე­სო­ბას კი გუ­ლი სწყდე­ბა, რომ ზაფხუ­ლი დამ­თავ­რ­და და კვლავ ძვე­ლე­ბურ რუ­ტი­ნას უნ­და და­უბ­რუნ­დ­ნენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასეთ დროს, მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­აღ­ვი­ვოს ახ­ლის სწავ­ლი­სა და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი.

პირ­ველ დღეს, რო­გორც წე­სი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ – გა­ნი­ხი­ლა­ვენ ქცე­ვის წე­სებს, სას­წავ­ლო კურ­სებს, მოკ­ლედ აჯა­მე­ბენ წი­ნა წლის შე­დე­გებს, აღ­ნიშ­ნა­ვენ მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს, სა­ხა­ვენ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და იდე­ებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ასე­ვე მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ­კი სწავ­ლე­ბის პირ­ველ კვი­რა­ში პე­და­გო­გე­ბი მი­მარ­თა­ვენ სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­საც, რა­თა წა­ა­ხა­ლი­სონ მოს­წავ­ლე­თა თვით­გა­მო­ხატ­ვა, აამაღ­ლონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბის მო­ტი­ვა­ცია. ჩემს პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით წარ­მო­გიდ­გენთ სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს:

I. თხზუ­ლე­ბა სა­თა­უ­რით „ჩემ შე­სა­ხებ“

ეს მე­თო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ში­ნაა სა­ჭი­რო, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი მის­თ­ვის ახალ კლას­თან იწყებს მუ­შა­ო­ბას და სურს, და­უ­ახ­ლოვ­დეს მოს­წავ­ლე­ებს, გა­ი­გოს მა­თი ხა­სი­ა­თი, მის­წ­რა­ფე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. გთა­ვა­ზობთ სა­ვა­რა­უ­დო შაბ­ლონს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს თხზუ­ლე­ბის აგე­ბა­ში, ხო­ლო მას­წავ­­ლე­ბელს – მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში.

◊ შე­სა­ვა­ლი:

სა­ხე­ლი და ასა­კი …

გად­მო­ე­ცით, მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის შე­სა­ხებ …

პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი:

გა­მა­ცა­ნით თქვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი …

გა­მი­ზი­ა­რეთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვა­ზეც მუ­შა­ობთ …

◊ აკა­დე­მი­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი:

ჩა­მო­წე­რეთ საყ­ვა­რე­ლი საგ­ნე­ბი და აღ­ნიშ­ნეთ, რა­ტომ გიყ­ვართ ისი­ნი? …

ჩა­მო­წე­რეთ საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც გსურთ შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა …

◊ მიზ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი:

გა­მი­ზი­ა­რეთ, რა მიზ­ნე­ბი გაქვთ ამ სას­წავ­ლო წლის­თ­ვის …

რას ელით მას­წავ­ლებ­ლის­გან და გაკ­ვე­თი­ლე­ბის­გან …

◊ ინ­ტე­რე­სე­ბი სკო­ლის გა­რეთ:

მამ­ც­ნეთ თქვე­ნი ჰო­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ …

გა­იხ­სე­ნეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობთ სკო­ლის შემ­დეგ …

◊ მო­მავ­ლის ხედ­ვა:

რა პრო­ფე­სია ან კა­რი­ე­რა გა­ინ­ტე­რე­სებთ …

რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გორ უნ­და და­გეხ­მა­როთ სკო­ლა ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში …

◊ დას­კ­ვ­ნა:

გა­მი­ზი­ა­რეთ რა­მე სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი ან მოვ­ლე­ნა, ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც გსურთ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­დეს თქვენ შე­სა­ხებ …

თხზუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, შე­ი­მუ­შა­ოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის, შეძ­ლოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ადაპ­ტი­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხე­ლი შე­უწყოს ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

II.  შე­ვავ­სოთ კითხ­ვა­რი, სა­ხელ­წო­დე­ბით „სწავ­ლის რო­მე­ლი სტი­ლი გაქვს შენ?“

სწავ­ლის სტი­ლი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა და და­მახ­სოვ­რე­ბის­თ­ვის. ეს არის გზა, რომ­ლი­თაც ის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად სწავ­ლობს. ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, სწავ­ლის სტი­ლის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს:

ვი­ზუ­ა­ლუ­რი – სწავ­ლის ეს სტი­ლი აქვს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ სწავ­ლობს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით: სუ­რა­თე­ბით, დი­აგ­რა­მე­ბით, ვი­დე­ო­ე­ბით.

აუდი­ა­ლუ­რი – სწავ­ლის ამ სტი­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უკეთ სწავ­ლო­ბენ მოს­მე­ნით: ლექ­ცი­ე­ბის, აუდიო წიგ­ნე­ბის ან დის­კუ­სი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი სწავ­ლის ტი­პი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც უად­ვილ­დე­ბათ სწავ­ლა კე­თე­ბით – პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით.

ტაქ­ტი­ლუ­რი – სწავ­ლის ამ­გ­ვა­რი სტი­ლი აქვთ მათ, ვინ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ტექ­ს­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას, წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბას, დი­აგ­რა­მე­ბი­სა და ცხრი­ლე­ბის შედ­გე­ნას.

მულ­ტი­მო­და­ლუ­რი – ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის კომ­ბი­ნა­ცი­ას, ეფექ­ტუ­რი სწავ­ლის­თ­ვის.

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვის ეს თე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან. მა­თი თქმით, „სა­სურ­ვე­ლია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ა­ფა­სოს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის სტი­ლი და მის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­არ­გოს მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტილს“ (სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ლექ­სი­კო­ნი –  nplg.ge).

გთა­ვა­ზობთ კითხ­ვა­რის სა­ვა­რა­უ­დო ფორ­მას:

III. კითხ­ვა­რი: რო­გო­რია შე­ნი სწავ­ლის სტი­ლი?

ძვირ­ფა­სო მოს­წავ­ლე­ე­ბო, გთხოვთ, წა­ი­კითხოთ ყუ­რადღე­ბით და უპა­სუ­ხოთ შემ­დეგ კითხ­ვებს. თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­გოთ, რო­გორ სწავ­ლობთ ყვე­ლა­ზე კარ­გად.

ინ­ს­ტ­რუქ­ცია: თი­თო­ე­უ­ლი კითხ­ვის გას­წ­ვ­რივ მო­ნიშ­ნე „დი­ახ“ ან „არა“.

  1. მიყ­ვარს სუ­რა­თე­ბი­სა და დი­აგ­რა­მე­ბის ყუ­რე­ბა, რო­ცა ვსწავ­ლობ.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. კარ­გად მახ­სოვს, რა­საც ვუს­მენ გაკ­ვე­თილ­ზე.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. მირ­ჩევ­ნია თვი­თონ გა­ვა­კე­თო რა­ღა­ცე­ბი, ვიდ­რე წა­ვი­კითხო მათ შე­სა­ხებ.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. ად­ვი­ლად ვსწავ­ლობ, რო­ცა ვწერ ან ვკითხუ­ლობ.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. კარ­გად მახ­სოვს ინ­ფორ­მა­ცია, რო­ცა ვხე­დავ ფე­რად სუ­რა­თებს ან რუ­კებს.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. მიყ­ვარს მუ­სი­კის ან აუდიო წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. მომ­წონს, რო­ცა შე­მიძ­ლია ავ­დ­გე და ვი­მოძ­რაო გაკ­ვე­თილ­ზე.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. კარ­გად ვი­მახ­სოვ­რებ, რო­ცა ჩა­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბა ახა­ლი თე­მის უკეთ გა­გე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. მიყ­ვარს ჯგუ­ფუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. მომ­წონს პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კე­თე­ბა.

🔲 დი­ახ  🔲 არა

  1. წიგ­ნის კითხ­ვა მეხ­მა­რე­ბა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბა­ში.

🔲 დი­ახ  🔲 არა

მად­ლო­ბა კითხ­ვა­რის შევ­სე­ბის­თ­ვის!

ეს კითხ­ვა­რი შედ­გე­ნი­ლია ისე, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოს მოს­წავ­ლის მიდ­რე­კი­ლე­ბა სწავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პი­სად­მი. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­ით­ვა­ლოს „დი­ახ“ პა­სუ­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ტი­პის­თ­ვის. რო­მელ სტილ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე მე­ტი „დი­ახ“ იქ­ნე­ბა, ის არის მოს­წავ­ლის დო­მი­ნან­ტუ­რი სწავ­ლის სტი­ლი.

რა თქმა უნ­და, შეგ­ვიძ­ლია კითხ­ვარ­ში და­ვა­მა­ტოთ სხვა კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, მაგ.:

⇒ რო­გო­რი გა­რე­მო გეხ­მა­რე­ბათ ყვე­ლა­ზე კარ­გად კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა­ში?

აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ჩუ­მე/მსუ­ბუ­ქი ფო­ნუ­რი ხმა­უ­რი, მუ­სი­კის ფონ­ზე მუ­შა­ო­ბა/ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა/ბიბ­ლი­ო­თე­კა ან სას­წავ­ლო ოთა­ხი;

⇒ რო­გორ ამ­ჯო­ბი­ნებთ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბას?

ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, თან­მიმ­დევ­რუ­ლად/ზო­გა­დი სუ­რა­თის და­ნახ­ვა პირ­ვე­ლად, შემ­დეგ დე­ტა­ლებ­ში ჩაღ­რ­მა­ვე­ბა/პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის გან­ხილ­ვა/თე­ო­რი­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა;

⇒ რო­გორ გირ­ჩევ­ნი­ათ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­გა­წო­დოთ უკუ­კავ­ში­რი?

წე­რი­ლო­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი თუ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი, დე­ტა­ლუ­რი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი თუ მოკ­ლე, კონ­კ­რე­ტუ­ლი რჩე­ვე­ბი;

⇒ რა გეხ­მა­რე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბა­ში?

გან­მე­ო­რე­ბა და გა­და­ხედ­ვა/სხვე­ბის­თ­ვის ახ­ს­ნა/პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა;

⇒ რო­გორ ამ­ჯო­ბი­ნებთ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას?

ერთ დაჯ­დო­მა­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რად/მცი­რე ნა­წი­ლე­ბად, რე­გუ­ლა­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბე­ბით/სა­ბო­ლოო ვა­დამ­დე ბევ­რად ად­რე დაწყე­ბით/სა­ბო­ლოო ვა­დას­თან ახ­ლოს, გარ­კ­ვე­უ­ლი წნე­ხის ქვეშ.

ეს დე­ტა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს მო­არ­გოს სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, შე­ი­მუ­შა­ოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, და­გეგ­მოს ისე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უკეთ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, შექ­მ­ნას ოპ­ტი­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო კლას­ში.

IV.  მის­წე­რე წე­რი­ლი სა­კუ­თარ თავს

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­ფა­ზე და­წე­როს ან ფურ­ც­ლებ­ზე და­ბეჭ­დოს ამ­გ­ვა­რი წე­რი­ლის ფორ­მა­ტი, ხო­ლო  მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ავ­სე­ბენ ცა­რი­ე­ლ ად­გი­ლებს და და­ა­მა­ტე­ბენ სა­კუ­თარ იდე­ებ­საც, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ ფო­კუ­სი­რე­ბა­ში და, იმავ­დ­რო­უ­ლად, მის­ცემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის­თ­ვის. გთა­ვა­ზობთ წე­რი­ლის ფორ­მატს:

• მი­სალ­მე­ბა: „ძვირ­ფა­სო (სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი), სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს,…“

• მიზ­ნე­ბი:

აკა­დე­მი­უ­რი მი­ზა­ნი: „წელს მინ­და მი­ვაღ­წიო…“

პი­რა­დი მი­ზა­ნი: „მინ­და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო…“

სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი: „მე­გობ­რო­ბის მხრივ, იმე­დი მაქვს…“

• მო­ლო­დი­ნე­ბი:

„ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­გა­ნი იქ­ნე­ბა…“

„ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებს ვის­წავ­ლო…“

• გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

„ვვა­რა­უ­დობ, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბა…“

„ამ გა­მოწ­ვე­ვის და­საძ­ლე­ვად, ვგეგ­მავ…“

• სა­მო­მავ­ლო თვით­შე­ფა­სე­ბა:

„იმე­დი მაქვს, წლის ბო­ლოს ვიტყ­ვი, რომ მე…“

„მინ­და ვი­ა­მა­ყო იმით, რომ…“

• დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა: „წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ! შე­ნი (სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი)“.

აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო: მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, და­ფიქ­რ­დ­ნენ სწავ­ლის პრო­ცეს­ზე; ეხ­მა­რე­ბა მათ, ნათ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი, რაც ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას მათ მი­საღ­წე­ვად და გა­ზო­მონ პროგ­რე­სი წლის ბო­ლოს, რაც გუ­ლის­ხ­მობს ფიქრს გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე.

ეს აქ­ტი­ვო­ბა არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­ში, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­საც აძ­ლევს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ, რაც ხელს უწყობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

V. „ორი სი­მარ­თ­ლე, ერ­თი ტყუ­ი­ლი“

სკო­ლის პირ­ველ დღეს და­დე­ბი­თი ატ­მოს­ფე­როს შექ­მ­ნი­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­საძ­ლოა მი­მარ­თოს სა­გაკ­ვე­თი­ლო თა­მა­შებ­საც, მა­გა­ლი­თის­თ­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ თა­მაშს „ორი სი­მარ­თ­ლე, ერ­თი ტყუ­ი­ლი“. აქ­ტი­ვო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა:

• მომ­ზა­დე­ბა: აუხ­სე­ნით მოს­წავ­ლე­ებს თა­მა­შის წე­სე­ბი, მი­ე­ცით რამ­დე­ნი­მე წუ­თი, რომ მო­ი­ფიქ­რონ ორი სი­მარ­თ­ლე და ერ­თი ტყუ­ი­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე;

• თა­მა­შის პრო­ცე­სი: მოს­წავ­ლე­ე­ბი სხდე­ბი­ან წრე­ში ან რჩე­ბი­ან მერ­ხებ­თან, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე რიგ­რი­გო­ბით აკე­თებს სამ გან­ცხა­დე­ბას თა­ვის შე­სა­ხებ. და­ნარ­ჩე­ნი კლა­სი მსჯე­ლობს და ცდი­ლობს გა­მო­იც­ნოს, რო­მე­ლია ტყუ­ი­ლი;

• გა­მოც­ნო­ბა: მოს­წავ­ლე­ე­ბი აწე­ვენ ხელს ან იყე­ნე­ბენ ბა­რა­თებს (1, 2, 3) რომ მი­უ­თი­თონ, რო­მე­ლი გან­ცხა­დე­ბა მი­აჩ­ნი­ათ ტყუ­ი­ლად. შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ა­ტა­როთ სწრა­ფი გა­მო­კითხ­ვა ან მის­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა, ახ­ს­ნან თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი;

• გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა: მოს­წავ­ლე ამ­ჟ­ღავ­ნებს, რო­მე­ლი იყო ტყუ­ი­ლი და ჰყვე­ბა მოკ­ლე ის­ტო­რი­ას ნამ­დ­ვილ ფაქ­ტებ­ზე;

• ვა­რი­ა­ცი­ე­ბი: შე­გიძ­ლი­ათ და­უ­მა­ტოთ ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა სწო­რი გა­მოც­ნო­ბის­თ­ვის; მცი­რე ჯგუ­ფებ­ში თა­მა­ში, თუ კლა­სი დი­დია. მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­წე­რონ თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და გაც­ვა­ლონ ფურ­ც­ლე­ბი;

• დას­კ­ვ­ნი­თი ეტა­პი: თა­მა­შის ბო­ლოს, გა­ნი­ხი­ლეთ რა ის­წავ­ლეს ერ­თ­მა­ნე­თის შე­სა­ხებ. წა­ა­ხა­ლი­სეთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, გა­მოთ­ქ­ვან აზ­რი, რო­გორ და­ეხ­მა­რა ეს აქ­ტი­ვო­ბა ერ­თ­მა­ნე­თის გაც­ნო­ბა­ში.

ეს თა­მა­ში ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გა­იც­ნონ ერ­თ­მა­ნე­თი სა­ხა­ლი­სო გზით და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ავი­თა­რებს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას. მარ­თა­ლია, „ორი სი­მარ­თ­ლე და ერ­თი ტყუ­ი­ლი“, ძი­რი­თა­დად, გაც­ნო­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ის შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე იც­ნო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. აი, რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი: მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­ი­გონ ახა­ლი, უჩ­ვე­უ­ლო ფაქ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის შე­სა­ხებ, რაც ეხ­მა­რე­ბა მათ არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა­ში, ქმნის სა­ერ­თო გა­მოც­დი­ლე­ბას; ავი­თა­რებს მოს­მე­ნი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რებს, ახა­ლი­სებს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას (მოს­წავ­ლე­ე­ბი იყე­ნე­ბენ ლო­გი­კას და დაკ­ვირ­ვე­ბას ტყუ­ი­ლის გა­მო­საც­ნო­ბად). ამ თა­მაშს შე­უძ­ლია გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოს კლა­სი და შექ­მ­ნას პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მის­თ­ვის წა­ა­ხა­ლი­სეთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ გა­უ­ზი­ა­რონ ერ­თ­მა­ნეთს ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ. და­ა­მა­ტეთ წე­სი, რომ ტყუ­ი­ლი უნ­და იყოს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და არა აბ­სურ­დუ­ლი. ამ გზით, თა­მა­ში კვლავ სა­სარ­გებ­ლო და გა­სარ­თო­ბი იქ­ნე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლე­ბიც უკ­ვე იც­ნო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს.

ლი­ტე­რა­ტუ­რა:

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ლექ­სი­კო­ნი, სწავ­ლის ტი­პე­ბი (სტი­ლი), პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16835

გზამ­კ­ვ­ლე­ვი მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­გა­ნი – ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, 2022 წ.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები