3 დეკემბერი, შაბათი, 2022

სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის თვალ­სა­ჩი­ნოდ ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტი

spot_img

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, წელს, მო­ამ­ზა­და და გა­მოს­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს გზამ­კ­ვ­ლე­ვი. სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ვეც­დე­ბით, დე­ტა­ლუ­რად გა­ვაც­ნოთ მკითხ­ველს, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე, ვი­ნაა პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი და რო­დის გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ამ თე­მებ­ზე გან­მარ­ტე­ბებს აკე­თებს სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენტ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს პი­ლო­ტის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი ნა­თია ნი­ა­უ­რი.

◊ პორ­ტ­ფო­ლი­ოს შექ­მ­ნის წი­ნა­პი­რო­ბა და პი­ლო­ტი­რე­ბა

წელს შე­იქ­მ­ნა და უკ­ვე გა­მო­ი­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რო­მელ­საც წინ უს­წ­რებ­და მი­სი ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, ოც­ზე მეტ სკო­ლა­ში, ახორ­ცი­ე­ლებს პი­ლო­ტი­რე­ბას, რომ­ლის მი­ზა­ნია პრაქ­ტი­კა­ში დაგ­ვა­ნა­ხოს პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და მი­სი ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. პრო­ცეს­ში დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს მოწ­ვე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტი, „მაკ­ლე­ი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის“ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და­ნი­კა შტა­უ­ტი, რო­მე­ლიც გვი­ზი­ა­რებს ჩვენ­თ­ვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, სა­კუ­თარ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი და მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ თი­თო­ე­ულ სსსმ მოს­წავ­ლე­ზე პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა. ასე­ვე, წამ­ყ­ვა­ნის კა­ტე­გო­რი­ის მი­ნი­ჭე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, გა­მოც­დას­თან ერ­თად, პორ­ტ­ფო­ლი­ოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, გეგ­მავს სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლებს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

◊ პორ­ტ­ფო­ლი­ოს ფუნ­ქ­ცია და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო მოს­წავ­ლის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის თვალ­სა­ჩი­ნოდ ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტია. პორ­ტ­ფო­ლიო გან­კუთ­ვ­ნი­ლია იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც სწავ­ლე­ბა და სწავ­ლა წარ­მო­ად­გენს ცხოვ­რე­ბის წესს, უსას­რუ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცესს, სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის სრულ­ყო­ფა­სა და სხვის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვილს. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა, ანუ სწავ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი რო­გორც სა­კუ­თა­რი, ასე­ვე მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის პე­და­გო­გი­უ­რი წარ­მა­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა.

პე­და­გო­გებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სწავ­ლა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ, სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, ზოგ­ჯერ მეტ ძა­ლის­ხ­მე­ვა­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კას ქმნი­ან ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნით, გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბი­თა და ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­გეგ­მ­ვით, შე­დე­გად კი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ. ზოგ­ჯერ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რჩე­ბა და ხში­რად იკარ­გე­ბა კი­დეც. რე­ა­ლუ­რად კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და მიგ­ნე­ბე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში პე­და­გო­გის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. ამა­ვე დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მა­სა­ლად იქ­ცეს.

პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ მას­წავ­ლებ­ლებს, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი წე­რი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა უწევთ, რაც ხში­რად მათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და პრო­ტესტს იწ­ვევს. სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცესს მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვად აღიქ­ვა­მენ, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა სწავ­ლე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

სსსმ მოს­წავ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს ფუნ­ქ­ცი­ა­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ზუს­ტად თუ არ გა­ვი­აზ­რებთ, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ აღ­ვიქ­ვათ, რო­გორც არაფ­რის მომ­ცე­მი, და­მა­ტე­ბი­თი წე­რი­თი სა­მუ­შაო. გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მკვლევ­რე­ბი და პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ დო­კუ­მენ­ტად თვლი­ან პორ­ტ­ფო­ლი­ოს, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩენს მას­წავ­ლებ­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, ცოდ­ნას, უნა­რებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ქცე­ვებს. აგ­რეთ­ვე იმას, თუ რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობს მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებს სკო­ლის გა­რე­მო­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის მხრივ, პორ­ტ­ფო­ლიო მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­უც­ვ­ლე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რად­გან ეხ­მა­რე­ბა და ამ­ზა­დებს პე­და­გოგს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის და ნათ­ლად ადას­ტუ­რებს მის მზარდ გან­ვი­თა­რე­ბას.

◊ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო წარ­მო­ად­გენს:

♦  სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს;

♦  პე­და­გო­გი­უ­რი რეფ­ლექ­სი­ის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის გზა­ზე, სა­კუ­თარ მიღ­წე­ვებს აანა­ლი­ზებს;

♦  სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თ­გ­ვარ „სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს“. კად­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, პორ­ტ­ფო­ლი­ოს დახ­მა­რე­ბით, ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა ექ­მ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც წე­სი, პორ­ტ­ფო­ლი­ოს მას­წავ­ლებ­ლის და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­შიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

სსსმ მოს­წავ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო პერ­სო­ნა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტია და ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა გავ­ყოთ: სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და კონ­კ­რე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

⇒ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იმ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ქმნის და პრაქ­ტი­კა­ში იყე­ნებს შემ­დეგ აუცი­ლე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს:

♦ მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის აღ­წე­რა (მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცირე­ბა);

♦ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გეგ­მა;

♦ სსსმ მოს­წავ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის კრე­ბუ­ლი.

⇒ სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და რეფ­ლექ­სი­ის გზით პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის, ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს შემ­დეგ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას:

♦ თვით­შე­ფა­სე­ბა;

♦ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა;

♦ რუბ­რი­კე­ბი;

♦ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი გან­რი­გი.

გარ­და ამი­სა, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­რე­კო­მენ­და­ციო მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა პორ­ტ­ფო­ლი­ოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტად მო­ვი­აზ­როთ, მა­გა­ლი­თად: ტრან­ზი­ცი­ის გეგ­მა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის, ქცე­ვის მარ­თ­ვის გეგ­მა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სხვ. თი­თო­ე­უ­ლი ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის შევ­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და ნი­მუ­შე­ბი მო­ცე­მუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს გზამ­კ­ვ­ლევ­ში.

რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნე, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, მომ­დევ­ნო წლი­დან, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრე­ნინ­გებ­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, რომ­ლის მი­ზა­ნია და­ეხ­მა­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს სსსმ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა­ში, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

წყა­რო:

1. „მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო — გზა წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში“. ლა­ღი­ძე, ა. ფი­ლა­უ­რი, ქ. თბი­ლი­სი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, 2013;

2. Exceptional Needs Standard: for teachers of students ages birth21+. National Board, 2016;

3. სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები