27 ივლისი, შაბათი, 2024

სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თილ­ზე

spot_img

ნინო გოჩაშვილი
სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №74 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ათ­ვი­სე­ბის, ცოდ­ნის გად­მო­ცე­მის უნა­რით და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჰქონ­დეთ გა­მო­ხატ­ვის (ცოდ­ნის გად­მო­ცე­მის, ექ­ს­პ­რე­სი­ის) მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­სათ­ვის სა­სურ­ვე­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას, პე­და­გოგ­მა სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი გა­მო­ი­ყე­ნოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი ით­ვა­ლის­წი­ნებს ისე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის, მა­სა­ლე­ბის და რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა/მომ­ზა­დე­ბას, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლე. მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სტი­ლი.

⇒ რას გუ­ლის­ხ­მობს და რა პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უნი­ვერ­სა­ლურ დი­ზა­ინს სა­მი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი აქვს. ესე­ნია:

1) სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი არის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის იმ­გ­ვა­რი ხედ­ვა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს მივ­ცეთ წარ­მა­ტე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

2) სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი მოქ­ნი­ლო­ბას სძენს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მა­სა­ლის მი­წო­დე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებს;

3) სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით და­გეგ­მ­ვა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მათ­თ­ვის, ვინც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად სწავ­ლობს და ფიქ­რობს.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­გეგ­მი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხდე­ბა სას­წავ­ლო მა­სა­ლა, ში­ნა­არ­სი და მე­თო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ უცხო­უ­რი ენე­ბის გაკ­ვე­თი­ლი და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად მი­წო­დე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­რე­მო­დან, სტან­დარ­ტუ­ლად, სწო­რედ მხედ­ვე­ლო­ბით აღიქ­მე­ბა. სას­წავ­ლო მა­სა­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რად მი­წო­დე­ბა პოს­ტე­რე­ბის სა­ხით, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ან სლა­იდ­შო­უ­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ეფექ­ტურს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს.

ბავ­შ­ვებს უნ­და ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ეფექ­ტუ­რი გზით გად­მოს­ცენ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა, მაგ., კლას­ში მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლი იყოს და­ვა­ლე­ბის წე­რი­ლო­ბით შეს­რუ­ლე­ბა, თუმ­ცა დის­გ­რა­ფი­ის მქო­ნე ბავ­შ­ვის­თ­ვის და­ვა­ლე­ბის ასე­თი ფორ­მით შეს­რუ­ლე­ბა სირ­თუ­ლე­ებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ბევ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ის შე­კითხ­ვას ზე­პი­რად გას­ცემს პა­სუხს. ამით მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს ბავ­შ­ვის რე­ა­ლუ­რი ცოდ­ნა, თუ რამ­დე­ნად კარ­გად აით­ვი­სა მან სა­კითხი.

ბავ­შ­ვის ჩარ­თუ­ლო­ბის და სწავ­ლის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან – ერ­თი ნა­წი­ლი ად­ვი­ლად ერ­თ­ვე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მა­შინ, რო­დე­საც მე­ო­რე ნა­წი­ლი გა­რი­ყუ­ლია; ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლია, დათ­რ­გუ­ნუ­ლია ან უფ­რო მე­ტიც, — შე­ში­ნე­ბუ­ლია. მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას, მა­შინ, რო­ცა მე­ო­რე ნა­წილს ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა მოს­წონს.

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის შვი­დი ფუნ­და­მენ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი:

1) სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა – დი­ზა­ი­ნი უნ­და იყოს მოთხოვ­ნა­დი და გა­მო­ყე­ნე­ბა­დი სხვა­დას­ხ­ვა შეზღუდ­ვის მქო­ნე პირ­თა მი­ერ;

2) მოქ­ნი­ლო­ბა – დი­ზა­ი­ნი უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და არ­ჩე­ვა­ნის უპი­რა­ტე­სო­ბას;

3) სი­მარ­ტი­ვე და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა – მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მარ­ტი­ვად და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად უნ­და იყე­ნებ­დეს სა­განს, მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ენობ­რი­ვი უნარ-ჩვე­ვე­ბის ან კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად;

4) აღ­ქ­მა­დი ინ­ფორ­მა­ცია – დი­ზა­ი­ნი მარ­ტი­ვად აღ­ქ­მა­დი უნ­და იყოს მო­სარ­გებ­ლის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი სენ­სო­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ან გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­სა;

5) საფ­რ­თხის­გან და­ცუ­ლი – დი­ზა­ინ­მა მი­ნი­მუ­მამ­დე უნ­და შე­ამ­ცი­როს უცა­ბე­დი ან გა­უ­აზ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი და უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბი;

6) მცი­რე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა – დი­ზა­ი­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ყვე­ლა­სათ­ვის ეფექ­ტუ­რად და კომ­ფორ­ტუ­ლად, მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბით;

7) ზო­მი­სა და სივ­რ­ცის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა – სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­თა­ნა­დო ზო­მა და სივ­რ­ცე წვდო­მის, გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად მო­სარ­გებ­ლის სხე­უ­ლის ზო­მის, პო­ზი­სა და მო­ბი­ლო­ბი­სა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბი­სას, შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის უნა­რის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მა­გი­დე­ბის გან­ლა­გე­ბის ხში­რი ცვლა: წრე­ში ჯდო­მა, ფრონ­ტა­ლუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია, „U“ კონ­ფი­გუ­რა­ცია და კუნ­ძუ­ლის კონ­ფი­გუ­რა­ცია.

♦ თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი სხე­დან წრე­ში, ყვე­ლა თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ყუ­რადღე­ბის არე­ალ­შია და, შე­სა­ბა­მი­სად, ენის სწავ­ლე­ბაც სრულ­ყო­ფი­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მა­გი­დე­ბის ასე­თი გან­ლა­გე­ბა უბიძ­გებს მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ.

♦ თუ მა­გი­დე­ბი „U“-ს ფორ­მით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ესა­უბ­რონ ერ­თ­მა­ნეთს და ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელს, გა­მო­ი­ყე­ნონ რვე­უ­ლე­ბი და სხვა სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი. მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­ი­ნა­ხონ და მო­უს­მი­ნონ არა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელს, არა­მედ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­საც.

კა­ნა­დურ­მა კვლე­ვამ „The Surprisingly Powerful Influence of Drawing on Memory“ („ხატ­ვის გა­სა­ოც­რად ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე“) და­ად­გი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნებს ორ­ჯერ უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ, თუ ისი­ნი მათ ნა­ხა­ტე­ბად აქ­ცე­ვენ. ეს იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ხატ­ვი­სას ტვინ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი, კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი და ლინ­გ­ვის­ტუ­რი არე­ა­ლე­ბი. ამ­გ­ვა­რად დას­წავ­ლი­ლი მა­სა­ლა უფ­რო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლად აღიქ­მე­ბა და სწრა­ფად ილე­ქე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხატ­ვი­სას, მოს­წავ­ლე­ებს არ შე­ვუზღუ­დოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სივ­რ­ცე.

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­აღ­ვი­ძოს ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სი, რამ­დე­ნა­დაც ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მი­სი ინ­ტე­რე­სის, ყუ­რადღე­ბის მიღ­მაა, ვერ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მის­თ­ვის. მე­ტიც, არა მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა მი­უწ­ვ­დო­მე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის, არა­მედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აც — ახ­ლა ან მო­მა­ვალ­ში.

მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა – დრო­უ­ლი, ადეკ­ვა­ტუ­რი, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი და ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რია მი­სი მო­ტი­ვა­ცი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ამას­თან, შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავშვს შე­ვუ­ქოთ მცდე­ლო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა: მაგ. „ყო­ჩაღ! ასე გა­აგ­რ­ძე­ლე, ასე­თი მონ­დო­მე­ბით  აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ წარ­მა­ტე­ბას“.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა და გან­ვუ­ვი­თა­როთ თვით­მო­ტი­ვა­ცია; და­ვეხ­მა­როთ, და­ი­სა­ხონ პი­როვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი და ჩა­ვუ­სა­ხოთ რწმე­ნა, რომ ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია; ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლოთ თუ რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას და იმედ­გაც­რუ­ე­ბას; შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვა არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რის შე­ძე­ნის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით – რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლია ამ უნა­რის/ცოდ­ნის ფლო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.

სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მა­ს­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლეს სრულ­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები