ეკა კობიაშვილი
ისტორიის დოქტორი, სსიპ თელავის №6 საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სკოლა — მასწავლებელიც და მოსწავლეც. რეფორმები ტარდება განათლების სისტემაში, გაანალიზების შედეგად, დროდადრო, იცვლება მიდგომები.
იმისათვის, რომ მოსწავლეებს აკადემიური და სოციალური უნარები განუვითარდეთ, მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს ინტერაქტიული სასწავლო პროცესი: კომპლექსური დავალებები, კეთებით სწავლა, პრობლემაზე და კვლევაზე ორიენტირებული სწავლა, ისტ ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო პროცესი უფრო მამოტივირებელი ხდება მოსწავლეთათვის.
რა არის კომპლექსური დავალების მიზანი? რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალება?
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს: მოსწავლე აქტიურია, ჩართულია ძიებაში, შემოქმედებით პროცესში, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას; კომპლექსურ დავალებას ცხოვრებისეულ, ყოფით გამოცდილებას უკავშირებს; დიდი ყურადღება ექცევა სწავლის სწავლას; აქტიურია ინტერაქცია მოსწავლე-მასწავლებელს შორის და მოსწავლე ახდენს ცოდნის გამთლიანებას.
კომპლექსური დავალება
მასწავლებელი — ეკა კობიაშვილი
საგანი — ისტორია
კლასი — VIII, საფეხური — საბაზო
თემა: ადრინდელი და განვითარებული შუა საუკუნეები
საკითხი: ჯვაროსნები; რაინდული ორდენები
ცნება: წყარო/ინტერპრეტაცია (შედეგები: 1, 2, 5, 6)
საკვანძო კითხვები: რამდენად სანდოა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია ჯვაროსნულ ლაშქრობებთან დაკავშირებით? რას მოგვითხრობს ისტორიული წყაროები ჯვაროსნებზე?
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინე, რომ ხარ შუა საუკუნეების მკვლევარი, გსურს შექმნა სახელმძღვანელო ჯვაროსნების შესახებ, რომლის ერთ-ერთი ნაწილის სათაური იქნება „ისტორიული წყაროები ჯვაროსნებზე“. შეისწავლე ისტორიული წყაროები (თქვენი სახელმძღვანელოდან —ისტორია-8, ნ. ახმეტელი, ბ. ლორთქიფანიძე, ნ. ფირცხალავა, გამომცემლობა „დიოგენე“ ან ინტერნეტის საშუალებით მოძიებული) ჯვაროსნების შესახებ და პროგრამა ISSUU-ში (ან სხვა პროგრამაში, სურვილის შემთხვევაში) შექმენი ელექტრონული წიგნი და წარუდგინე კლასს.
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
⇔ რა ტიპის წყაროებიდან გაქვს ინფორმაცია ჯვაროსნების შესახებ?
⇔ დაახასიათე ჯვაროსნები აღმოსავლური და დასავლური წყაროების მიხედვით.
⇔ რაში ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მათი ავტორები ერთმანეთს?
⇔ რატომ აფასებენ წყაროები ერთსა და იმავე ფაქტს განსხვავებულად?
⇔ რამდენად სანდოა მოცემული წყაროები ჯვაროსნების შესახებ?
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები):
ეტაპი 1
- კომპლექსური დავალების გაცნობა
2. ვიდეოინსტუქცია, როგორ შევქმნათ ელექტრონული წიგნი პროგრამა ISUU-ში
ეტაპი 2.
საკვანძო შეკითხვები: როგორ შევასრულო მოცემული დავალება?
თანამედროვეთა თვალით დანახული ჯვაროსნები: სხვადასხვა წყაროს გაცნობა
რესურსი: სახელმძღვანელო — ნ. ახმეტელი, ნ. ფირცხალავა, გამომცემლობა „დიოგენე“, გვ.108-111.
წყარო: ანა კომნენოსი, ბიზანტიელი მემატიანე, „ალექსიადა“, XIIს;
წყარო: რაიმუნდ აჟილელი, ფრანგი მემატიანე, „ისტორია ფრანკების, რომლებმაც იერუსალიმი აიღეს“, XIს;
წყარო: იტალიურ-ნორმადიული ქრონიკა, XIს;
წყარო: იბნ-ალ-ასირი, მუსლიმი მემატიანე, „მსოფლიო ისტორიის კრებული“, XIს;
წყარო: იბნ ალ-კალანისი, არაბი ისტორიკოსი, „დამასკოს ისტორია“, XIIს;
წყარო: უსამა იბნ მუნქიზი, არაბი მემატიანე, მხედართმთავარი, ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე, „შეგონებათა წიგნი“, XIIს.
დავალება:
- გააანალიზე წყაროები და შეავსე ისტორიულ წერილობითი წყაროს სამუშაო ფურცელი (მოსწავლის რვეული, დანართი 1).
- როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, ვენდოთ მიკერძოებულ წყაროებს? წყაროს განხილვის შემდეგ, შეეცადე გადმოსცე იგივე ამბავი მიუკერძოებლად.
- მოიძიე ილუსტრაციები ინტერნეტიდან, ასევე სახელმძღვანელოდან (ილუსტრირებული წყაროები, გვ.110) , დაალაგე ისინი ქრონოლოგიურად, ასევე, ეს ილუსტრაციები გამოიყენე ელექტონული წიგნისთვის.
- წყაროს (ანა კომნენოსი, ბიზანტიელი მემატიანე, „ალექსიადა“, XII ს) მიხედვით იმსჯელე დასავლურ და ბიზანტიურ საზოგადოებაზე (საზოგადოება).
- დაახასიათე ჯვაროსნები აღმოსავლური და დასავლური წყაროების მიხედვით.
- რამდენად სანდოა ეს წყაროები?
- გაეცანი რაინდული ორდენების შესახებ ინფორმაციას (გვ.111), ინტერნეტით მოიძიე მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია. რა კავშირში არიან ისინი ჯვაროსნულ ლაშქრობებთან?
ეტაპი 3. პრეზენტაცია
⇔ აღწერე რა ტიპის წყაროებიდან გაქვს ინფორმაცია ჯვაროსნების შესახებ.
⇔ დაახასიათე ჯვაროსნები აღმოსავლური და დასავლური წყაროების მიხედვით.
⇔ შეაფასე, რაში ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მათი ავტორები ერთმანეთს?
⇔ რატომ აფასებენ წყაროები ერთსა და იმავე ფაქტს განსხვავებულად?
⇔ რამდენად სანდოა მოცემული წყაროები ჯვაროსნების შესახებ?
⇔ რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესასრულებლად?
შედეგი:
მოსწავლე ქმნის პროდუქტს — ელექტრონულ წიგნს პროგრამა ISUU-ში (ხდება ისტ-ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში). აანალიზებს სხვადასხვა ტიპის წყაროებს, აფასებს, ეთანხმებიან თუ ეწინააღმდეგებიან წყაროს ავტორები ერთმანეთს, მსჯელობს სანდოობაზე. საუბრობს, რა სტრატეგიებს იყენებს დავალებაზე მუშაობისას.
რესურსები:
სახელმძღვანელო: ნ. ახმეტელი, ბ. ლორთქიფანიძე, ნ. ფირცხალავა, გამომცემლობა „დიოგენე“, გვ.108-111.
https://akhaliganatleba.ge/http-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost5920actioneditclassic-editor/ — კომპლექსური დავალება — მნიშვნელოვანი სიტყვა განათლების რეფორმაში, „ახალი განათლება“, 20 მაისი, 2020.