27 იანვარი, ხუთშაბათი, 2022

სწავ­ლე­ბა „Minecraft“-ით  – „ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო სკო­ლის ბა­ღი“ – თამარ კაპანაძე

spot_img

რუბ­რი­კის  „გაიზიარე გამოცდილება“ სტუ­მა­რია USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნულ კონ­კურ­ს­ში“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან. ში­და ქარ­თ­ლ­ში, იმე­რეთ­სა და კა­ხეთ­ში კონ­კურ­სი გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­სი მი­ზა­ნი იყო დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის წარ­მო­ჩე­ნა.

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვარ­დი­სუბ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის I-VI კლა­სე­ბის მა­თე­მა­ტი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ კა­პა­ნა­ძე გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, თუ რო­გორ შეჰ­ყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით, თა­მაშ-თა­მა­შით მა­თე­მა­ტი­კის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­რო­ში.

🔹🔹🔹

„სწავ­ლა, ესაა ცოდ­ნის აგე­ბის პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი და რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა მოს­წავ­ლის არ­სე­ბულ ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს“.

რო­გორც ვი­ცით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი მო­ტი­ვა­ციაა, მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და ცდი­ლობ­დეს, გაკ­ვე­თი­ლი იყოს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო, რა­თა შეძ­ლოს გა­ა­აქ­ტი­უ­როს მოს­წავ­ლე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თოს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში ვარ. ვცდი­ლობ, ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზო მოს­წავ­ლე­ებს, რაც მათ ხა­ლი­სით ააგე­ბი­ნებს ცოდ­ნას, „იძუ­ლე­ბულს“ გახ­დის იფიქ­რონ, იკ­ვ­ლი­ონ, და­გეგ­მონ და ასე, თა­მაშ-თა­მა­შით, მი­ვიდ­ნენ მთა­ვარ მიზ­ნამ­დე. ვცდი­ლობ,  შევაყ­ვა­რო სა­გა­ნი და თან­და­თა­ნო­ბით შე­ვიყ­ვა­ნო ისი­ნი მა­თე­მა­ტი­კის სა­ო­ცარ­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­რო­ში.

კა­ცობ­რი­ო­ბა სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა, იც­ვ­ლე­ბა გა­რე­მო, იც­ვ­ლე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად მო­ითხოვს სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის ცვლი­ლე­ბას. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გო­ნივ­რუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბი­სა თუ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ისე­თი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „ვსწავ­ლობ თა­მა­შით“, „Scratch“, „GeoGebra“, „Minecraft“, „Learningapps“ და სხვა.

კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი მოს­წავ­ლი­სათ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქ­ცა. მათ აქვთ მოთხოვ­ნი­ლე­ბა, დი­დი დრო და­უთ­მონ თა­მა­შებს. ამი­ტომ, თა­მა­შით სწავ­ლა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თო­დად იქ­ცა. ბავ­შ­ვებს ხომ ასე­თი სწავ­ლე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ, იძუ­ლე­ბით არ უწევთ სწავ­ლა.

ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბას და აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს რო­გორ მო­არ­გოს კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­მა­ში თუ პროგ­რა­მა სას­წავ­ლო მა­სა­ლა­ს და, შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო მიზ­ნებს.

„Minecraft Education Edition“ თა­მაშ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნე მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის დროს. „მა­ინ­კ­რაფ­ტის“ თა­მა­შის დროს, მო­თა­მა­შე­ებს აქვთ უსაზღ­ვროდ დი­დი რე­სურ­სი რა­ღა­ცე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, სამ­ყა­როს შე­სას­წავ­ლად, სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად, ეზოს მო­საწყო­ბად…

გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა „Minecraft“-ით სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. მა­ინ­კ­რაფ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი: „წი­ლა­დე­ბის სამ­ყა­რო­ში“, „კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა“, „ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო სკო­ლის ბა­ღი“.

„მა­ინ­კ­რაფ­ტი“ ვი­ზუ­ა­ლურ წარ­მოდ­გე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა ბავშვს – რაც შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ი­გოს წა­კითხ­ვით, გა­ი­გოს ვი­ზუ­ა­ლუ­რი აღ­ქ­მით, თა­ვად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად იმუ­შა­ოს, იაზ­როვ­ნოს და კრე­ა­ტი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს.

მა­თე­მა­ტი­კა კი, ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­ცა პრაქ­ტი­კუ­ლად მუ­შა­ობ. ჩვენ არ ვას­რუ­ლებთ ასეთ აქ­ტი­ვო­ბებს ყო­ველ­თ­ვის, მაგ­რამ დრო­დად­რო სა­ხა­ლი­სოა პრაქ­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა „მა­ინ­კ­რაფ­ტ­ში“. ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ უფ­რო ღრმად გა­ი­აზ­რონ სა­კითხი. მინ­და, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­ნა­ხონ, რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბას, ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა შეძ­ლონ აღ­მო­ჩე­ნით, თა­ვად გა­ა­კე­თონ დას­კ­ვ­ნე­ბი.

და­ვინ­ტე­რეს­დი „მა­ინ­კ­რაფ­ტის“ პლატ­ფორ­მით. თა­ვად და­ვიწყე ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შეს­წავ­ლა, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბა. ვი­მუ­შა­ვე კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც შევ­თა­ვა­ზებ­დი მოს­წავ­ლე­ებს „მა­ინ­კ­რაფ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით. თა­ვა­დაც შევ­ქ­მე­ნი სამ­“ყა­რო და გა­ვი­ა­რე ის გზა, რაც მოს­წავ­ლე­ებს უნ­და გა­ევ­ლოთ ამ სამ­ყა­რო­ში სა­კითხის – ფარ­თო­ბის – სწავ­ლე­ბი­სას. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იყო დი­დი. ისიც მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს პლატ­ფორ­მა უცხო არ აღ­მოჩ­ნ­და, უმე­ტე­სო­ბას უკ­ვე ჰქონ­და არა­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო „მა­ინ­კ­რაფ­ტის“ პროგ­რა­მა­ში მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი. მათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა გა­ვა­ცა­ნი და ვნა­ხეთ, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იყო — ეს სამ­ყა­რო კრე­ა­ტი­უ­ლია, აქ არ მო­უ­წევ­დათ ნე­გა­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნ­და ისიც, რომ ეს და­ვა­ლე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა ასე­თი იყო:

მოს­წავ­ლეს უნ­და წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ჰქონ­და ლან­დ­შაფ­ტის დი­ზა­ი­ნის კომ­პა­ნია და უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა შე­თა­ვა­ზე­ბა სკო­ლის­თ­ვის, რო­მელ­მაც გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი „სკო­ლის ბა­ღის“ დი­ზა­ინ­ზე.

 

პროგ­რა­მა Minecraft-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ უნ­და შე­ექ­მ­ნათ სამ­ყა­რო — „ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო სკო­ლის ბა­ღი“, სა­დაც თვალ­სა­ჩი­ნოდ წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ და­გეგ­მა­რე­ბულ ეზოს. „სკო­ლის ბაღ­ში“, ასე­ვე: უნ­და შე­ექ­მ­ნათ საყ­ვა­ვი­ლე სივ­რ­ცე­ე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­თ­კუთხე­დი­სა და კვად­რა­ტის ფორ­მა ექ­ნე­ბო­და, თი­თო­ე­უ­ლის პე­რი­მეტ­რი — 40მ; უნ­და გა­ე­გოთ ამ ნაკ­ვე­თე­ბის ფარ­თო­ბე­ბი; შე­ე­და­რე­ბი­ნათ ერ­თი და იმა­ვე პე­რი­მეტ­რის მქო­ნე საყ­ვა­ვი­ლე სივ­რ­ცე­ე­ბის ფარ­თო­ბე­ბი, გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნათ და გა­მო­ე­ტა­ნათ დას­კ­ვ­ნა.

შექ­მ­ნი­ლი საყ­ვა­ვი­ლე სივ­რ­ცე­ე­ბის­თ­ვის უნ­და „შე­ე­ძი­ნათ“ და და­ერ­გოთ ერ­თი და იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ყვა­ვი­ლე­ბის ნერ­გე­ბი და ეწარ­მო­ე­ბი­ნათ თი­თო­ე­ულ სივ­რ­ცე­ში დარ­გუ­ლი ნერ­გე­ბის ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვა, ასე­ვე, თი­თო­ე­უ­ლი საყ­ვა­ვი­ლე სივ­რ­ცის, სხვა­დას­ხ­ვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნერ­გის შემ­თხ­ვე­ვა­შიც.

საყ­ვა­ვი­ლე­ებ­თან უნ­და გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ და­ფე­ბი, სა­დაც და­ი­ტან­დ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. და­ერ­გოთ ნერ­გე­ბი ისე, რომ ეზოს მოწყო­ბი­სას მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯი ჰქო­ნო­დათ და გა­მო­ე­ტა­ნათ დას­კ­ვ­ნა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო, რომ „მა­ინ­კ­რაფ­ტის“ ფი­ლე­ბი კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მი­საა და თი­თო­ე­უ­ლის ფარ­თო­ბი 1მ2-ია, ერთ ფი­ლა­ზე მხო­ლოდ ერ­თი ყვა­ვი­ლის ნერ­გის გან­თავ­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. მუ­შა­ობ­დ­ნენ არა­რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც თა­ვად ქმნიდ­ნენ ბა­ღის დი­ზა­ინს, ით­ვ­ლიდ­ნენ ფი­ლებს, იგებ­დ­ნენ პე­რი­მეტრს, რგავ­დ­ნენ ნერ­გებს, რაც ფარ­თო­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­დათ. სამ­ყა­რო­ზე მუ­შა­ობ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ახ­დენ­და ერ­თ­მა­ნეთ­თან სხვა­დას­ხ­ვა სამ­ყა­როს პორ­ტი­რე­ბას, ამ­გ­ვა­რად ავ­სებ­დ­ნენ და ალა­მა­ზებ­დ­ნენ „სკო­ლის ბაღს“. ასე თან­და­თა­ნო­ბით მი­ვე­დით მთა­ვარ დას­კ­ვ­ნამ­დე და ბო­ლოს, მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი­ან­თი შექ­მ­ნი­ლი სამ­ყა­რო­ე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. ეს ჩვენ­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვა იყო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით დავ­ძ­ლი­ეთ.

მო­ცე­მუ­ლი პლატ­ფორ­მა მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნოს, თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­არ­გოს კლასს.

გა­მოც­დი­ლე­ბამ მიჩ­ვე­ნა, რომ ამ და მსგავ­სი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას საგ­ნით, მათ ჩარ­თუ­ლო­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას.

მასალა მომზადებულია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელშეწყობით 

 

პროფესიული

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები