16 მარტი, კვირა, 2025

სწავლა სკოლებში პირველ სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

spot_imgspot_img

სწავლა სკოლებში პირველ სექტემბრამდე არ განახლდება , თუმცა, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,  – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „განათლების  სამინისტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც საშუალო სკოლაში, ისე უმაღლესის ნაწილში საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.“

პრემიერის განცხადებით, არაფერი ემუქრება არც ეროვნულ გამოცდებს, თუმცა, მისი განმარტებით, აქ შეიძლება გადაიხედოს გადავადების ნაწილი, თორემ მექანიზმი ეროვნული გამოცდების  სრულად შენარჩუნდება.

გიორგი გახარიამ განათლების სისტემაზე ცალკე პრეზენტაციის გაკეთება დააანონსა.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება