25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სქე­მა, რო­მე­ლიც არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს პე­და­გოგებს

spot_img

ინ­ტერ­ვიუ ელზა ბადაშვილთან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რ­ცელ­და პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მ­ნი­ლი პე­ტი­ცია, რო­მე­ლიც „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის“ შე­ჩე­რე­ბას ითხოვს.

პე­ტი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სქე­მა ხელს უშ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, უხე­შად ერე­ვა კერ­ძო სკო­ლე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში, არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს პე­და­გო­გებს, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლია. პე­ტი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი სქე­მის შე­ჩე­რე­ბას და ახალ დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას მო­ითხო­ვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. იმი­სათ­ვის, რომ პე­ტი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნოს, სა­ჭი­როა 2000 ხელ­მო­წე­რა, ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გრძელ­დე­ბა.

გვე­სა­უბ­რე­ბა პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლის ლი­დერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელ­ზა ბა­დაშ­ვი­ლი.

⇒ ელ­ზა, თქვენ ხართ იმ პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის შე­ჩე­რე­ბის მოთხოვ­ნით შე­იქ­მ­ნა. რა ხარ­ვე­ზებს ხე­დავთ სქე­მა­ში, რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რას შეც­ვ­ლი­დით?

⇒ დი­ახ, მე ვარ პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი, რომ­ლი­თაც მო­ვითხოვთ სქე­მის შე­ჩე­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხ­მობს სქე­მი­დან იმ მოთხოვ­ნე­ბის ამო­ღე­ბას, რა­საც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ყო­ველ წამს იც­ვ­ლე­ბა და ერ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტის სა­ხით ჯერ არ გვი­ნა­ხავს (მაგ. სქე­მის მუხ­ლი 4, პუნ­ქ­ტი 1, ქვე­პუნ­ქ­ტი ბ) და გ), ასე­ვე, ერ­თი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­სავ­ლელ 20-12-6-სა­ა­თი­ან ტრე­ნინ­გებს.

პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რამ — 3-2-1, ვი­ნა­ი­დან მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა და რო­გორ, რა მე­თო­დე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამას, მი­სი საქ­მეა. ეს შეზღუდ­ვე­ბი კერ­ძო სკო­ლებ­ზეც ვრცელ­დე­ბა. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სქე­მა­ში მსგავ­სი მოთხოვ­ნე­ბის შე­ტა­ნა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბაა.

ამ ეტაპ­ზე უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დე­ბი სა­გან­ში და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. სქე­მა ისე­დაც ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­დის, სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი 2022 წელს მო­ი­აზ­რე­ბა. ამას­თან, სრუ­ლი­ად სხვა დო­კუ­მენ­ტ­ზე იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას — „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი“. ამ წეს­ში უნ­და გა­ერ­თი­ან­დეს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რაც მას­წავ­ლე­ბელს შე­ე­ხე­ბა (სტან­დარ­ტი, წინ­ს­ვ­ლა…). რა თქმა უნ­და, ახალ­მა წეს­მა, მას­წავ­ლე­ბელს უნ­და გა­უ­მარ­ტი­ვოს საქ­მი­ა­ნო­ბა. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნ­და იყოს. პე­ტი­ცი­ის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი­დან გა­მო­ით­ქ­ვა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი და ჩვენ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თ­ვე­ბით „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის“ შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.

⇒ რო­გორც ამ­ბო­ბენ, „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი“ ერ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა და აღარ იქ­ნე­ბა, ცალ-ცალ­კე, სქე­მა და სტან­დარ­ტი. გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ყვე­ლა მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა ჩარ­თ­ვა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­იც­ვ­ლე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის შე­მო­ღე­ბით?

⇒ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნებს. ერ­თია, რომ სტან­დარ­ტი აუცი­ლებ­ლად გა­სა­მარ­ტი­ვე­ბე­ლია. მე და ჩემს მე­გობ­რებს სურ­ვი­ლი გვაქვს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. შევ­ხე­დავთ პრო­ცე­სებს, რამ­დე­ნად გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ჩვენს აზრს.

⇒ გან­ხილ­ვის თე­მაა, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სე­ბის მუდ­მი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თუ სა­ერ­თოდ გა­უქ­მე­ბის სა­კითხი. თქვენ რას ფიქ­რობთ სტა­ტუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

⇒ სტა­ტუ­სე­ბის შე­მო­ღე­ბა და მი­სი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატ­ზე მიბ­მა, ჩე­მი აზ­რით, შეც­დო­მაა. კა­ნო­ნი ამ­ბობს, რომ სტა­ტუ­სი მუდ­მი­ვია. ასე­ვე ამ­ბობს მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი, რომ წამ­ყ­ვან­მა/მენ­ტორ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, წლის მან­ძილ­ზე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და, უნ­და და­გეგ­მოს და ჩა­ა­ტა­როს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ჩა­ერ­თოს სკო­ლის მარ­თ­ვა­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლის/ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა, იმუ­შა­ოს ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით… ამა­ზეა მიბ­მუ­ლი მა­თი და­ნა­მა­ტი (სტან­დარ­ტის მუხ­ლი 3. პუნ­ქ­ტი 2. სტან­დარ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში (IV თა­ვი) მო­ცე­მუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის). არ­სად წე­რია, რა ხდე­ბა მა­შინ, თუ წამ­ყ­ვა­ნი/მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ას­რუ­ლებს, მა­ინც მი­ე­ცე­მა და­ნა­მა­ტი?

ასე­ვე სტან­დარ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ზო­გად ნა­წილს (მუხ­ლი 3. პუნ­ქ­ტი 1. II, III თა­ვე­ბი), რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის (უფ­რო­სი/წამ­ყ­ვა­ნი/მენ­ტო­რი), რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სქე­მა­ზე. და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია 2 სტან­დარ­ტი: სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი და ეთი­კა. ამ 2 სტან­დარტს აქვს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი: 5 — პირ­ველს და 4 — მე­ო­რეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, შე­სა­ბა­მი­სად — 34 და 13 ინ­დი­კა­ტო­რი, სულ 9 მი­მარ­თუ­ლე­ბა და 47 ინ­დი­კა­ტო­რია.

ვთქვათ, ეს მოთხოვ­ნე­ბიც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მა­შინ რა ხდე­ბა? აღარ აძ­ლე­ვენ უფ­რო­სის სტა­ტუ­სის და­ნა­მატს? ამი­ტომ, ამ კითხ­ვას ასე ვუ­პა­სუ­ხებ­დი — მე არც სტა­ტუ­სე­ბის მომ­ხ­რე ვარ და არც მათ­ზე და­ნა­მა­ტის მიბ­მის. ჩე­მი სურ­ვი­ლია ისე­თი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბა­დი, გა­ზომ­ვა­დი და მორ­გე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბას.

⇒ 10 და 1, 4, 7-კრე­დი­ტი­ა­ნე­ბის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ა­პი­რის­პი­რა. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?

⇒ რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ატა­რებს გა­მოც­დებს და ხე­დავს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა 80-90%, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერ იღებს სა­კითხე­ბის 60%-ს, ხომ უნ­და და­ფიქ­რ­დ­ნენ, იქ­ნებ მას­წავ­ლე­ბელ­ში კი არა, სა­გა­მოც­დო ში­ნა­არ­ს­სა და ტეს­ტებ­შია საქ­მე? ვინ­მემ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რამ­დე­ნად ვა­ლი­დუ­რი და სან­დო იყო მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბი (გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ)? მა­გა­ლი­თად, იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელს I-VI კლა­სე­ბის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, რა ცოდ­ნას მო­ითხოვ­და მის­გან გა­მოც­და? ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გარ­და, მას­წავ­ლე­ბელს უნ­და სცოდ­ნო­და — ბი­ო­ლო­გია, ქი­მია, ფი­ზი­კა, ას­ტ­რო­ნო­მია, გე­ოგ­რა­ფია და თან ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე. იმის ნაც­ვ­ლად, რომ ეძებ­ნათ მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ ვერ აბა­რებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მოც­დებს, მარ­ტი­ვი გზა მო­ნა­ხეს — შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დეს გა­მოც­დის ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ბა­რე­ბა — 1-4-7 კრე­დიტ­ზე.

მე წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყა­ვი, რომ მას­წავ­ლებ­ლებს გა­მოც­დე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ათ. ჩემ­თ­ვის ეს ნიშ­ნავ­და მას­წავ­ლებ­ლის შე­უ­რაცხ­ყო­ფას, შე­დე­გიც ასე­თი დად­გა. ზუს­ტად გა­მოც­დის ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ბა­რე­ბის შე­მო­ღე­ბამ და­ა­პი­რის­პი­რა მას­წავ­ლებ­ლე­ბი და არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბიც მი­ვი­ღეთ. დღეს, სის­ტე­მა­ში 250 მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, რომ­ლებ­მაც სა­გა­ნი 1-4 კრე­დიტ­ზე ჩა­ა­ბა­რეს და მი­ი­ღეს წამ­ყ­ვა­ნის/მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი. ასე­ვე, არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ბა­კა­ლავ­რი იყო თუ მა­გის­ტ­რი. ჩემ­თ­ვის აქ­სი­ო­მაა, რომ წამ­ყ­ვა­ნი/მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს მა­გის­ტ­რი.

ახ­ლა კი სქე­მა მო­ითხოვს, რომ ვი­საც 1-4 კრე­დიტ­ზე აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი, გა­და­ა­ბა­როს. ამით ხომ მას­წავ­ლებ­ლებს არა­თა­ნა­ბარ მგდო­მა­რე­ო­ბა­ში ვა­ყე­ნებთ? და­მა­ტე­ბით, დი­დაქ­ტი­კის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­საც ითხო­ვენ.

ასე­ვე ძა­ლი­ან არა­სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მა­ძი­ებ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც 10 კრე­დიტ­ზე უნ­და ჩა­ა­ბა­რონ სა­გა­ნი,რომ სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ და იმი­სათ­ვის, რომ წამ­ყ­ვა­ნი/მენ­ტო­რი გახ­დე, სა­გან­ში 7 კრე­დი­ტიც საკ­მა­რი­სია. ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ 10-კრე­დი­ტი­ან და 1-4-7-კრე­დი­ტი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბად და­ყო­ფა სირ­ცხ­ვი­ლია.

⇒ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლებ­ში სა­ა­თე­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რად გა­ნა­წი­ლე­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ…

⇒ სქე­მის 21-ე მუხ­ლის მე-5 პრი­მა 1 პუნ­ქ­ტ­ში პირ­და­პირ წე­რია — „სა­ჯა­რო სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია სას­კო­ლო სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, გა­უ­ნა­წი­ლოს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის უფ­როს/წამ­ყ­ვან/მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლებს და კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში სა­ა­თე­ბი შე­უვ­სოს სრულ დატ­ვირ­თ­ვამ­დე (15 სა­ა­თის ჩათ­ვ­ლით, ხო­ლო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი დაწყე­ბი­თი (I-IV) კლა­სის მას­წავ­ლე­ბელს 13 სა­ა­თის ჩათ­ვ­ლით), ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში“. მი­უ­ხე­და­ვად ამ ჩა­ნა­წე­რი­სა, დი­რექ­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის ამ მოთხოვ­ნას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­კავ­შირ­დე­ბა ამ სა­კითხ­ზე, ჩი­ვი­ან სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში — პა­სუ­ხი კი ერ­თია — ეს დი­რექ­ტო­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა. რამ­დე­ნი­მეს­თ­ვის უთ­ქ­ვამთ, სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეო, ე.ი. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მო­ძებ­ნოს იურის­ტი (გას­წი­ოს ხარ­ჯი), შე­ი­ტა­ნოს გან­ცხა­დე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო­ში და მე­რე წლე­ბი ელო­დოს პა­სუხს. რა­ტომ­ღაც ამ საქ­მე­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის იურის­ტი არ ეხ­მა­რე­ბათ.

ყვე­ლა დი­რექ­ტორს „ერთ ქვაბ­ში ვერ ჩავ­ყ­რით“ და ეს საყ­ვე­დუ­რი ყვე­ლა­ზე არ ით­ქ­მის, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად გვყავს ისე­თი დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­თ­ვის არა­სა­სურ­ველ კადრს ავიწ­რო­ვე­ბენ და ნაკ­ლებ სა­ა­თებს აძ­ლე­ვენ. სა­ა­თე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა დი­რექ­ტო­რის საქ­მე არ უნ­და იყოს, ეს სა­კითხი კა­თედ­რა­ზე უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს (უნ­და არ­სე­ბობ­დეს სა­ა­თე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბიც). ეს ჩა­ნა­წე­რი უნ­და გაჩ­ნ­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში, კა­თედ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ებ­ში.

⇒ რე­ა­ლუ­რად აქვს თუ არა სკო­ლას ავ­ტო­ნო­მია?

⇒ ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ლო­ზუნ­გით მო­დის, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ სკო­ლებს პო­ლი­ტი­კის­გან, მოხ­დე­ბა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო ხდე­ბა. ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია ავ­ტო­ნო­მი­ის 2 კა­ტე­გო­რია (კრი­ტე­რი­უ­მის ავ­ტო­ნო­მია და ოპე­რა­ცი­უ­ლი ავ­ტო­ნო­მია), ოპე­რა­ცი­უ­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, თა­ვის მხრივ, იყო­ფა ოთხ ძი­რი­თად ჯგუ­ფად: აკა­დე­მი­უ­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი, სა­კად­რო და ფი­ნან­სუ­რი ავ­ტო­ნო­მია. არც ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით სკო­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ არის, ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად კონ­ტ­როლ­დე­ბა.

ახ­ლა მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ ავ­ტო­ნო­მი­ას შე­ვე­ხე­ბი — სის­ტე­მი­დან გა­უშ­ვეს /არ გა­და­ნიშ­ნეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი (რო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა­ში/ტრე­ნინ­გებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯა) ისე, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა გა­ნე­მარ­ტა, რა­ტომ გა­და­ნიშ­ნეს ზო­გი­ერ­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი და რა­ტომ გა­უშ­ვეს სხვე­ბი, მათ ად­გი­ლებ­ზე კი, პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით, და­ნიშ­ნეს უსერ­ტი­ფი­კა­ტო, სკო­ლის მარ­თ­ვა­ში გა­მო­უც­დე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი. პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე მარ­ტი­ვია — სკო­ლა მკაც­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლით იმარ­თე­ბა!

⇒ უნ­და სჭირ­დე­ბო­დეს თუ არა წამყვანი სტატუსის მქონე მას­წავ­ლე­ბელს წინ­ს­ვ­ლი­სათ­ვის გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი?

⇒ იმე­დი მაქვს, ახალ დო­კუ­მენ­ტ­ში — „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი“ სხვა პრინ­ცი­პე­ბი აისა­ხე­ბა. ჩე­მი აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლის წინ­ს­ვ­ლა მხო­ლოდ გა­მოც­დით უნ­და იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი. არა­ნა­ი­რი 360-გრა­დუ­სი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად არ მი­მაჩ­ნია.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ პრო­ცეს­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თ­ვაც, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელს რე­კო­მენ­და­ცია სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა­ზე მის­ცეს პე­და­გო­გი­ურ­მა საბ­ჭომ. აქ­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­როს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტის თუ 2/3-ის თან­ხ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღე­ბო­დეს. ამა­ზე რე­ა­ლუ­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა ერ­თი დღით მო­სუ­ლი გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრე­ნინ­გებს, შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მი­ა­წო­დონ მას­წავ­ლებ­ლებს თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი, იქ­ნე­ბა ეს საგ­ნობ­რი­ვი, მე­თო­დუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი… მთა­ვა­რია, ბა­ზარ­ზე არ არ­სე­ბობ­დეს მო­ნო­პო­ლის­ტი და მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­აზ­რე­ბუ­ლად აირ­ჩი­ოს ტრე­ნინ­გის კურ­სის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი, სან­დო­ო­ბის მი­ხედ­ვით. სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას­თან ერ­თად, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ვინ ატა­რებს ტრე­ნინგს, რო­გო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ირ­ჩევს, რო­მელ ტრე­ნინგს და­ეს­წ­როს, სა­ხელ­მ­წი­ფო კი ამი­სათ­ვის აძ­ლევს ვა­უ­ჩერს. რაც მთა­ვა­რია, ეს პრო­ცე­სი არ უნ­და იყოს ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი. ტრე­ნინ­გე­ბი რომ სა­ჭი­როა, ამას არ უარ­ვ­ყოფთ.

⇒ მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­ნა­ირ გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რე­ბენ და სტა­ტუ­სე­ბი მხო­ლოდ პე­და­გო­გის ხელ­ფას­ზე აისა­ხე­ბა. ეთან­ხ­მე­ბით თუ არა ამ მო­საზ­რე­ბას?

⇒ მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, სამ­წუ­ხა­როდ, არ აისა­ხე­ბა გაკ­ვე­თი­ლის ხა­რის­ხ­ზე და რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­თა შე­დეგ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბევრ ტრე­ნინგს და­ეს­წ­რ­ნენ, გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­გეგ­მეს და ჩა­ა­ტა­რეს, კვლე­ვე­ბი და­წე­რეს — ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა მოს­წავ­ლის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა. მი­ზა­ნი იყო სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ და­ნა­მა­ტი აეღოთ. ამ ტრე­ნინ­გე­ბი­დან ტრან­ს­ფე­რი გაკ­ვე­თილ­ზე არ გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე, მათ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი არა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ყვე­ლა­ფერს ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და — აიტ­ვირ­თა და და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა. მი­ზა­ნი უნ­და იყოს მოს­წავ­ლე. ნე­ბის­მი­ე­რი ტრე­ნინ­გი თუ მა­წავ­ლებ­ლის აქ­ტი­ვო­ბა, მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს იმა­ზე, თუ რას მო­უ­ტანს მოს­წავ­ლეს და არა მას­წავ­ლე­ბელს. მას­წავ­ლებ­ლებს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე რომ და­ეს­წ­როთ, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, არა­ვი­თა­რი სხვა­ო­ბა არ არის — მათ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ში არ ჩანს, რომ სტა­ტუსს გაკ­ვე­თილ­ზე რა­ი­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­მო­აქვს.

⇒ მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა კლა­სი­დან კლას­ში მოს­წავ­ლის გა­და­საყ­ვა­ნი გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბით, მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას და­ა­დას­ტუ­რებს

⇒ ჩე­მი აზ­რით, მოს­წავ­ლე­ე­ბი უნ­და შე­ეჩ­ვი­ონ გა­მოც­და­ზე ცოდ­ნის და­დას­ტუ­რე­ბას, მაგ­რამ ბევ­რი გა­მოც­დის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ. მომ­ხ­რე ვარ, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი­დან სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე გა­და­საყ­ვა­ნი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კ­ვე­ულ კლა­სებ­შიც, მაგ­რამ ეს გა­მოც­დე­ბი უნ­და ჩა­ა­ტა­როს, მა­გა­ლი­თად, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, რომ იყოს ობი­ექ­ტუ­რი.

მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა პირ­და­პირ უნ­და იყოს მიბ­მუ­ლი მოს­წავ­ლის შე­დეგ­ზე. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრო­ცე­სია.

⇒ და­ბო­ლოს, რამ­დე­ნად მოგ­წონთ და რა შეც­ვა­ლა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“?

⇒ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი 2021 “. სა­უ­ბა­რია, რომ ეს არის მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის (ესგ) და­ნერ­გ­ვა. სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­წე­რი­ლია ზო­გა­დად, მაგ., აქ­ტი­ვო­ბა 1. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა კი — რამ­დე­ნი კომ­პ­ლექ­სუ­რი უნ­და ჩა­ტარ­დეს სა­გან­ში, ყვე­ლა კომ­პ­ლექ­სუ­რი უნ­და შე­ფას­დეს თუ არა წე­რი­ლო­ბი­თი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ქო­უ­ჩე­ბის­გან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან… და ეს ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნე­რის­გან არის სხვა­დას­ხ­ვა.

რო­გორც გა­ვარ­კ­ვიე, თუ სა­განს აქვს, სა­შუ­ა­ლოდ, 4 ცნე­ბა და თი­თო­ე­ულ ცნე­ბას აქვს 5-7 და, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო მე­ტი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნა, მას­წავ­ლე­ბელ­მა თი­თო­ე­უ­ლი თე­მის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და და­ფა­როს ყვე­ლა ცნე­ბა, თა­ვი­სი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბით თი­თო­ე­ულ ცნე­ბა­ზე (შე­იძ­ლე­ბა ერთ ცნე­ბა­ზეც იყოს და­ვა­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა 2-ზეც, და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­გან­ზე).

თუ გვაქვს სა­გან­ში 4 თე­მა და 4 ცნე­ბა, ეს ნიშ­ნავს წე­ლი­წად­ში 16 კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას. მაგ. ერთ კლას­ზე, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში წე­ლი­წად­ში გა­მო­დის 20 და­ვა­ლე­ბა.

გვაქვს კვი­რა­ში 2-სა­ა­თი­ა­ნი საგ­ნე­ბი (წე­ლი­წად­ში — 70სთ), ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­ნი­მუმ, 9 კლას­ში შე­დის და, მი­ნი­მუმ, 225 მოს­წავ­ლეს ას­წავ­ლის. სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე, ამ­ზა­დებს, მაგ. 9-10 და­ვა­ლე­ბას და ამოწ­მებს 2000-2250 ნაშ­რომს, აკე­თებს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ კო­მენ­ტარს სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ით.

თუ კვი­რა­ში 5-სა­ა­თი­ა­ნი სა­გა­ნია, მა­შინ მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­ნი­მუმ, 4 კლას­ში შე­დის და 100 მოს­წავ­ლეს ას­წავ­ლის. სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე, 2000 ნაშ­რომს ას­წო­რებს, აკე­თებს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ კო­მენ­ტარს სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ით. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი ამ ეტაპ­ზე არ­სად არ იტ­ვირ­თე­ბა, სა­ნამ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ გახ­დე­ბა.

მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კი და­გეგ­მი­ლია ამ­გ­ვა­რად: სვლა ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან მე­ო­რე კომ­პ­ლექ­სუ­რამ­დე (ამ და­ვა­ლე­ბის კე­თე­ბა­ში, გზა­დაგ­ზა, თან იძენს ახალ ცოდ­ნას ახა­ლი სა­კითხე­ბის შე­მო­ტა­ნით. ზო­გი კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­იძ­ლე­ბა 3 გაკ­ვე­თილ­ზეც გა­კეთ­დეს, ზოგს შე­იძ­ლე­ბა 5-6 გაკ­ვე­თი­ლი დას­ჭირ­დეს). ამ ეტაპ­ზე, რო­გორც ტრე­ნერ/ქო­უ­ჩე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ერთ კლას­ში და­გეგ­მონ და ჩა­ა­ტა­რონ ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა.

ფაქ­ტია — უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მას­წავ­ლებ­ლებს უტა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს, კვი­რა­ში 3-ჯერ, 2-2 სა­ა­თი და ჯერ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნას ვერ გას­ც­დ­ნენ. არა­და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის წარ­მო­ე­ბა, კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნა, გან­ვი­თა­რე­ბა, თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცე­ბი კი­დევ სას­წავ­ლი აქვთ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მატ­რი­ცა ხში­რად იც­ვ­ლე­ბა.

ჩე­მი აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 600 სკო­ლამ­დეა ამ ახალ მო­დელ­ში ჩარ­თუ­ლი და მათ თით­ქ­მის ყო­ველ­დღე უტარ­დე­ბათ 2-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­ინც გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­ში არი­ან. შე­ი­ნიშ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა. ვერ ხე­და­ვენ მთლი­ან სუ­რათს.

ჯერ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ არა­ფე­რი შე­უც­ვ­ლია, მე­სა­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ნათ­ლე­ბა­ში პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გი რომ და­ი­ნა­ხო, მი­ნი­მუმ, 6 წე­ლი მა­ინ­ცაა სა­ჭი­რო. რაც მთა­ვა­რია, ეს მო­დე­ლი უნ­და იყოს მარ­ტი­ვი, მოქ­ნი­ლი, მას­წავ­ლებ­ლის­გან არ უნ­და ითხოვ­დეს ბევრ დროს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები