14 აპრილი, კვირა, 2024

სტუ-ის სტუდენტებმა, ქვეყნის მასშტაბით, წყლისა და ნიადაგის ხარისხი გამოიკვლიეს

spot_img

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორიაში, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა, გამოიკვლიეს წყლისა და ნიადაგის ხარისხი.

სასწავლო ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაში, შესაბამისი მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების, სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ნინო მებონიას განცხადებით, სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის ლაბორატორია საქართველოსა და სამხრეთ ამიერკავკასიის მასშტაბით არის ერთ-ერთი პირველი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ თეორიული განათლების მიღების პარალელურად, ჩაატარონ ლაბორატორიული ცდები, კვლევები, რაც მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პირობაა.

„ლაბორატორია გაიხსნა 2016 წელს. ის აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შესაბამისად, შეესაბამება ევროპული სტანდარტს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო ლაბორატორიაა. აქ საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები,  სითხეების მოძრაობის კანონების შესაბამისად ცდებს ატარებენ და იკვლევენ რამდენად ინარჩუნებს წყალი თვისებებს სხვადასხვა არხში მოძრაობისას. რასაც ჩვენ თეორიაში ვასწავლით უფრო თვალსაჩინო ხდება პრაქტიკაში. გარდა წყლისა, სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორიაში, სტუდენტები იკვლევენ ნიადაგასაც. ცოტა ხნის წინ, სტუდენტთა მორიგმა ნაკადმა დაასრულა წყლისა და ნიადაგის კვლევა და რაკი, ცდები სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, შედეგები მხოლოდ მათ ნამუშევრებში აისახება“, – აცხადებს ნინო მებონია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორიაში, სტუდენტები ატარებენ ისეთ მნიშვნელოვან ცდებს, როგორიცაა, არხში წყლის მოძრაობისას წარმოქმნილი წინაღობებისას, სხვადასხვა ჭრილის მოძრაობისას და მიწოდების სიჩქარისას რა პრობლემები წარმოიქმნება და დანიშნულების ადგილამდე რამდენად ჯანსაღი მიდის. ასევე,  სტუდენტები იკვლევენ ლიმანურ თუ დაწვიმებითი მორწყვისას ნიადაგი რამდენად შეესაბამება არსებულ ნარგავებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები