19 ივლისი, პარასკევი, 2024

სტუმრად სამხატვრო აკადემიაში

spot_img

27 მარტს, სსიპ ქალაქ  თბილისის №72 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა, პედაგოგ ანა როსტიაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაათვალიერა. ვიზიტი შედგა არქიტექტურის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის – „უწყვეტი განათლება“ ფარგლებში, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, ასევე სასკოლო საფეხურის მოსწავლეები. პროექტის მიზანია, საუნივერსიტეტო, უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება, ფართო საზოგადოებისთვის უნივერსიტეტის რესურსებისა და გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

პროექტის ავტორი: არქიტექტურის ფაკულტეტის პროექტების ხელმძღვანელი ნესტან წიკლაური.

ვიზიტის ბოლოს აკადემიამ სკოლას საჩუქრად გადასცა ძვირფასი წიგნი – „კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა“.

სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი მადლობას უხდის ანა მასწავლებლელს და არქიტექტურისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამორჩეულ მოსწავლეებს! სამხატვრო აკადემიას, ქალბატონ ნესტანს, ასეთი თბილი და დასამახსოვრებელი მიღებისათვის! და კვლავაც წარმატებებს უსურვებს!

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები