9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სტუდენტური წლების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი ბიბლიოთეკაში გატარებული დროა

spot_img

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში სტუმარია  ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სტუდენტითეონა ვარშალომიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში

 თეონაროგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი… გარკვეულწილადგანსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი– პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ რუბრიკაში მოწვევისთვის. შესანიშნავი რუბრიკაა, რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობებს, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას უქმნიან, თავადაც მიიღონ განათლება უცხოეთში და იქ მიღებული ცოდნა, ადრე თუ გვიან, საქართველოს მოახმარონ. მოსწავლეობის პერიოდში რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, ჯერ ბათუმის #6 და #1 საჯარო სკოლებში ვსწავლობდი, შემდეგ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში გადავედი, ბოლოს კი ხელვაჩაურის ილია ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლა დავამთავრე. ყველა სკოლამ, მასწავლებლებმა და მეგობრებმა ჩემში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. სწორედ ბავშვობისდროინდელი მრავალფეროვანი გარემოა მიზეზი დღევანდელი ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრებისა. მომავალი პროფესიის არჩევა ზუსტად არც კი ვიცი რამ განსაზღვრა, ბავშვობიდანვე გადაჭრით ვამბობდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახში ცდილობდნენ სამედიცინო გადამეფიქრებინა და იმ დროისთვის ძალიან პოპულარული “ბიზნესის მენეჯმენტი” ამერჩია, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შემაცვლევინეს – 2003 წელს ჩავაბარე უმაღლეს სამედიცინო სკოლა “აიეტში” (დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი) მედიცინის ფაკულტეტზე. 2010 წლიდან სწავლა თურქეთში გავაგრძელე. ამჟამად ანკარაში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ.

 რა გზა გაიარე საქართველოდან თურქეთამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ქალაქი ანკარა?

– საზღვარგარეთ სწავლა, როგორც ყველას მეც თავიდანვე მინდოდა. ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიკვლევდი, სად და როგორ შეიძლებოდა გამეგრძელებინა სწავლა. თურქეთზე იმიტომ შევჩერდი, რომ ოჯახთან და საქართველოსთან სიახლოვე ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამასთანავე, თურქეთი ჩვენს რეგიონში, მედიცინის დარგში, ძალიან განვითარებულია და, რაც მთავარია, იქ სრული დაფინანსების პროგრამაც არსებობს. ასე რომ, ბევრი აღარ მიფიქრია და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მონაწილეობა მივიღე დაფინანსების პროგრამაში, მოვიპოვე სრული დაფინანსება და ჩამოვედი თურქეთში. ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი, ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში, თურქეთში, რეიტინგით პირველ ადგილზეა. იმაშიც გამიმართლა, რომ ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი ანკარაშია, რადგან ანკარა სტუდენტური ცხოვრებისთვის შესანიშნავი, მშვიდი და მოწესრიგებული ქალაქია. ჯანდაცვის მენეჯმენტის არჩევის მიზეზი კი ის იყო, რომ საკმაოდ პერსპექტიული, ამ ეტაპზე საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო დარგია. თუმცა, ბავშვობის გეგმებსა და პრაქტიკოს ექიმობაზე უარს მაინც არ ვამბობ და თურქეთის ერთიანი სარეზიდენტურო პროგრამის გამოცდებისთვის აქტიურად ვემზადები. გამოცდის ჩაბარების შემდეგ საქმიანობას პედიატრიაში გავაგრძელებ. ძალიან მიხარია, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლა დღითი დღე პოპულარული ხდება, რადგანაც საქართველო განვითარების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზეა, ბოლო ათწლეულში დაიწყო თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბება და სწორედ სხვა ქვეყნების გამოცდილებების საფუძველზეა შესაძლებელი ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რაც ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელადაა საჭირო. ამ პროცესში ახალგაზრდების და მით უმეტეს, პროფესიონალი ახალგაზრდების როლი, ძალიან დიდია, ამიტომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მისასალმებელია.

 მიამბე ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის შესახებ

– ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის ისტორია, 1954 წელს, ანკარის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე გახსნილი “ბავშვთა ჯანმრთელობის” კურსით იწყება, რომელსაც ჰაჯეტეპეს დამაარსებელი ექიმი, პროფესორი იჰსან დოღრამაჯი ხელმძღვანელობდა. წლების განმავლობაში აფართოვებდნენ სამუშაო არეალს. 1963 წელს ჰაჯეტეპეს სამედიცინო ფაკულტეტი გაიხსნა, ხოლო 1967 წელს უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო და მედიცინის, ჯანდაცვის მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტებმა დაიწყო ფუნქციონირება. დღეს ჰაჯეტეპეს 2 კამპუსში 14 ფაკულტეტი, 14 ინსტიტუტი, 2 უმაღლესი სკოლა (კოლეჯი), 1 კონსერვატორია, 16 პროფესიული სასწავლებელი და 45 მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი ფუნქციონერებს. სწავლის ღირებულების მხრივ ყველაზე ძვირი მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებია – თურქეთის მოქალაქეებისთვის 1800$-მდე, ხოლო უცხოელებისთვის თითქმის სამმაგი ღირს.

 როგორ ხდება სტიპენდიების და გრანტების მოპოვებარა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტებიარის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?

– ბოლო 6-7 წლის განმავლობაში თურქეთმა შექმნა საერთაშორისო სტიპენდიების მსგავსი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თურქეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სრულ დაფინანსებას გულისხმობს. ამ პროგრამას,ყოველწლიურად,საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. მეც სწორედ ამ პროგრამით ვსწავლობ. სტიპენდიის მოპოვებაც და შენარჩუნებაც საკმაოდ რთულია.ყოველ სემესტრში აფასებენ ყველა სტუდენტის შედეგებს და შეფასების კრიტერიუმები კი საკმაოდ მაღალია.

 ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, ალბათ, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდავინ არიან ისინიმოკლედ მიამბე მათ შესახებ.

– ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში მართლაც სწავლობდა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული და ცნობილი ჰაჯეტეპეს კურსდამთავრებული ოპერატორი-ქირურგი, დოცენტი ომერ ოზქანი მახსენდება, რომელმაც თურქეთში პირველად შეასრულა მთლიანი სახის კანისა და, ერთდროულად, ორივე ხელის გადანერგვის ოპერაცია. ცნობილი კურსდამთავრებულების სია საკმაოდ დიდია, მათი უმეტესობა ჰაჯეტეპეს კონსერვატორიის თეატრისა და კინოს ფაკულტეტის კურსდამთავრებული მსახიობები არიან, ასევე არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც, უდიდესი კომპანიებისა და ჰოლდინგების მფლობელებიც. სიმართლე გითხრათ, ზოგადად, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში მოხვედრა ძალიან რთულია, თითქმის ყველა ფაკულტეტი უმაღლესი ქულებით იღებს სტუდენტებს და, აქედან გამომდინარე, მისი კურსდამთავრებულები თურქეთში დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ.

 რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ?

– სასწავლო პროგრამები ყველა უნივერსიტეტში ერთნაირია, საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია, სამაგისტრო – 2, დოქტორანტურა – 4, ხოლო მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები, შესაბამისად, 6 და 5-წლიანია. სწავლის პროცესი საკმაოდ საინტერესოა, სავალდებულო საგნების გარდა შეგიძლია ფაკულტეტის გარეთ სხვა საგნები აირჩიო, რაც უფრო მრავალფეროვანს და სახალისოს ხდის სტუდენტის ცხოვრებას. უნივერსიტეტები კამპუსების პრინციპითაა მოწყობილი, შედიხარ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და იწყება საუნივერსიტეტო ცხოვრება, ერთ სივრცეშია სასწავლო, გასართობი თუ მოსასვენებელი ადგილები. ხშირად ტარდება თურქი და უცხოელი ცნობილი ადამიანების ლექციებიც. ჰაჯეტეპეში კარგად მუშაობს დისტანციური, ონლაინ ლექციების მეთოდიც. რამდენიმეჯერ გვქონდა კიდეც ამერიკელი და ევროპელი ლექტორების ონლაინ ლექციები.

 რა როლი უჭირავს თურქეთში (ანკარაშისაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

– ბიბლიოთეკას სტუდენტის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ამ მხრივ, არც თურქეთია გამონაკლისი. ყველა უნივერსიტეტს აქვს თანამედროვედ აღჭურვილი ბიბლიოთეკები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული მეცადინეობისთვის. გათვალისწინებულია ჯგუფური სამუშაო ადგილებიც. ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სამედიცინო ბიბლიოთეკა ცნობილია. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ანკარის საჯარო ბიბლიოთეკაზეა, სადაც თითქმის ყველა სახის წიგნისა და ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია. სტუდენტური წლების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი ბიბლიოთეკაში გატარებული დროა.

 გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად?

– 2013 წლის აპრილამდე, უცხოელ სტუდენტებს, ოფიციალურად მუშაობის უფლება არ გვქონდა, ამიტომ აქამდე არ მიმუშავია. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრმა სტუდენტმა დაიწყო მუშაობა. სტუდენტობის პერიოდში მუშაობა ერთგვარი გამოცდილება და დამოუკიდებლობისკენ სვლის აუცილებელი პირობაა.

 როგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

 ყოველთვის ვამტკიცებ, საქართველოშიც შეიძლება ისეთი განათლების მიღება, რომ კონკურენცია გაუწიო ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც უცხოეთში აქვს მიღებული განათლება. უცხოეთში მიღებული განათლება კი არა, ზოგადად მიღებული განათლებაა მნიშვნელოვანი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც საქართველოში არიან და აქვთ არანაკლები წარმატება, ვიდრე სხვებს. ვფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება შეიძლება იყოს ერთ-ერთი პლიუსი, რადგან იქ სტუდენტი, ცოდნასთან ერთად, ბევრ სხვა საჭირო უნარ-ჩვევასაც იძენს, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

 რას ურჩევ იმ ახალგაზრდებსრომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ?

– ყველა ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა, შევახსენებ, რომ ამის მიღწევა თანმიმდევრული და კარგად გააზრებული ნაბიჯებით შეიძლება. დაწყება აუცილებლად საქართველოდან უნდა მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს სკოლა იქნება თუ უნივერსიტეტი, ჯერ შენს ქვეყანაში უნდა იყო გამორჩეული და წარმატებული, სხვაგან იმავეს გამეორებარომ მოახერხო. გარდა ამისა, უნდა გაიაზრონ, რომ საზღვარგარეთ სტუდენტობა დაბრკოლებებსაც გულისხმობს, იქნება სირთულეებიც, გაცილებით მეტი შრომა მოუწევთ, მაგრამ თუ ყველაფერს გადალახავენ და შრომისმიყვარენი იქნებიან, კარგ განათლებას მიიღებენ. დღესდღეობით ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალში, განათლების სფეროში, ჩვენც ვიქნებით მოთხოვნადი ქვეყანა, ეს სწორედ ჩვენზე, საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა ავითვისოთ და დავნერგოთ ყველა კარგი გამოცდილება, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.

 თეონაროგორც ვიციპროექტისიყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” თანახმად, აგირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა ელჩად თურქეთშირა არის პროექტის მთავარი მიზანი?

– დიახ,გავხდი საქართველოსახალგაზრდა ელჩითურქეთში, რაცჩემთვის დიდისიხარული დაუდიდესი პასუხისმგებლობაასაქართველოსა და მათმიმართ, ვინცნდობა გამომიცხადა.ერთი წლისმანძილზე მომიწევსამ საპატიოსტატუსის ტარებადა ვეცდებიყველაფერი გავაკეთო,რათა საქართველოთურქეთში უკეთგაიცნონ. პროექტი”იყავი შენიქვეყნის ახალგაზრდაელჩი” საქართველოსსპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთასამინისტროს ინიციატივითხორციელდება. მისიაქტიური მხარდამჭერებიარიან დიასპორისსაკითხებში საქართველოსსახელმწიფო მინისტრისაპარატი დასაგარეო საქმეთასამინისტრო. პროექტისმთავარი ამოცანააკულტურული, საგანმანათლებლოდა სპორტულიღონისძიებების განხორციელება,რომელთა მიზანიასაქართველოს პოპულარიზაცია.ამ პროექტშიმონაწილე ახალგაზრდებისგანჩამოყალიბდება საქართველოსუცხოელ ახალგაზრდამეგობართა ქსელი.კონკურსი გამოცხადდაათ ქვეყანაში(აშშ, გერმანიისფედერაციული რესპუბლიკა,საფრანგეთი, დიდიბრიტანეთი, ავსტრია,ლიტვა, პოლონეთი,უკრაინა, ჩეხეთი,თურქეთი) მცხოვრებიახალგაზრდებისთვის. უკვეშერჩეულ ახალგაზრდაელჩებს, ჩვენივეინიციატივების საფუძველზეშედგენილი სამოქმედოგეგმით გათვალისწინებული,სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი,სპორტული, საგანმანათლებლოდა სხვასახის პროექტებისგანხორციელების საშუალებაგვექნება, რომლებშიცმონაწილეობას მიიღებენადგილობრივი ქვეყნისსხვადასხვა ქალაქშიმცხოვრები ქართველიდა უცხოელიახალგაზრდები. ალბათ,უკვე ნოემბრიდანშევუდგებით პროექტებისგანხორციელებას.

– თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაარომელიც აერთიანებს ევროპული ცხოვრების სტილს და აღმოსავლურ კოლორიტსუძველესი ისტორიის მქონეულამაზესი თანამედროვე და განვითრებული ქვეყანარომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთგვარი ხიდიაცნობილია უამრავი ღირსშესანიშნაობებით და ისტორიული ძეგლებითრა არის შენთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ამ ქვეყანაშისად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებასმიამბეროგორ ცხოვრობენ თურქი ახალგაზრდებირა არის მათთვის პრიორიტეტული?

– კარგად აღწერეთ თურქეთი და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ასეა. სწორედ თურქეთში დაინახავთ ნათლად აზიურ და ევროპულ ცხოვრებასა და აზროვნებაში სხვაობას. ძალიან ბევრ საერთოს ქართველებსა და თურქებში ვერ ვხედავ ხოლმე, მაგრამ შევეგუე თურქეთში ცხოვრებას, მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ არიან სტუმართმოყვარენი, უყვართ დახმარება. შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმის კეთების სიყვარული იყო ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თურქეთი, სულ რაღაც 100 წელიწადში, ჩამოყალიბდა წარმატებულ თანამედროვე სახელმწიფოდ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყნად იქცა მსოფლიოში. თურქები ნამდვილი პატრიოტები არიან, ამის დანახვა არ არის ძნელი – დღესასწაულებზე, ყველა აივანზე, სახელმწიფო დაწესებულებებში ფრიალებს თურქეთის დროშა, ჰიმნის გაჟღერებისთანავე იწყებენ ერთხმად სიმღერას. გული მწყდება, რომ ასევე დიდი ისტორიის, სახელმწიფოებრიობისა და გონებრივი შესაძლებლობების მქონე საქართველოსა და ქართველებს, სამწუხაროდ, დღეს თურქეთი და ბევრი სხვა ქვეყანა გვჯობნის. ქართველების შესაძლებლობებში თვითონ თურქები მარწმუნებენ, ყოველთვის აღნიშნავენ, თუ როგორ გამოირჩევიან თურქეთში მცხოვრები ქართველები და რაოდენ წარმატებულები არიან ყველა სფეროში. იმედი მაქვს, საქართველოც მალე აღიდგენს თავის სიძლიერეს.

კერძოდ ანკარა კი სტუდენტური ქალაქია, თურქეთის ყველაზე ცნობილი რამდენიმე უნივერსიტეტი სწორედ ანკარაში მდებარეობს. თავისუფალი დრო შეგიძლია სხვადასხვანაირად გაატარო, ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. შეგიძლია წახვიდე კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებსა თუ კლუბებში, დაისვენო ბუნებაში, პარკში. თავისუფალ დროს, როგორც წესი, ქართველ მეგობრებთან ვატარებ. ვსაუბრობთ, ვთამაშობთ ბოულინგს, ფეინტბოლს. დღესასწაულებსა და სხვადასხვა განსაკუთრებულ დღეებში ვიკრიბებით კაფეებში და ყოველთვის ვცდილობთ ქართულად, ტრადიციულად აღვნიშნოთ ყველა ასეთი დღე. დავდივართ პიკნიკებზე, ანკარაში საპიკნიკე ადგილებიც ბლომადაა, ვაწყობთ ექსკურსიებს. ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ქართულ ღონისძიებებში. მაგალითად, თურქეთში მცხოვრები ქართველები, ყოველწლიურად, მაისში აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმართება ქართული კულტურის საღამოებიც. ყოველთვის ვერ ვახერხებთ, მაგრამ მაინც ხშირად ვესწრებით მსგავს ღონისძიებებს.

თურქი ახალგაზრდების გართობა და ცხოვრება ჩვენგან დიდად არ განსხვავდება. შაბათ-კვირას ქალაქის ცენტრი, სადაც თავმოყრილია გასართობი ადგილები, კაფეები, ყოველთვის ხალხმრავალია ხოლმე. ხშირად ვხვდები თურქ მეგობრებსაც, ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე, ერთმანეთს ვაცნობთ ქართულ და თურქულ ტრადიციებს და თქვენ წარმოიდგინეთ ქართულსაც ვასწავლი ხოლმე მათ. ერთ-ერთ თურქ მეგობარს რომ ვუთხარი, თურქულ თეატრში არ ვყოფილვარ და წასვლა მინდა-მეთქი, მეორე კვირასვე დამპატიჟა და მას შემდეგ ხშირად დავდივარ მასთან ერთად თეატრში. დავპირდი, რომ აუცილებლად ქართულ თეატრშიც წავიყვან. ანკარა, როგორც აღვნიშნე, სტუდენტური ქალაქია და იქ, უცხოელი სტუდენტების გარდა, თურქეთის სავადასხვა ქალაქიდანაც ძალიან ბევრი სტუდენტია. ისინიც, ჩვენს მსგავსად, ეგუებიან ახალ ქალაქს, გარემოს. როგორც ჩვენთან, თურქეთშიც დასაქმების პრობლემაა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ძალიან უჭირთ სამსახურის პოვნა. აქ ყველაზე პოპულარული მედიცინისა და ინჟინერიის ფაკულტეტებია. ამ ფაკულტეტებზე მოხვედრა და სწავლა ძალიან ძნელია, თუმცა სამსახურის შოვნა შედარებით მარტივია.

ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, 5-6 წლის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, მანამდე კი თურქეთში ვაპირებ მუშაობას, ეს აუცილებელია სრულ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის და ასევე ფინანსური წინსვლისთვის.

 საქართველოდან არც ისე შორს ხარმაგრამ მაინც რა გენატრება ყველაზე მეტად?

 გულწრფელად გეუბნებით, საქართველოს საზღვარს გადავდივარ თუ არა, უკვე საქართველო მენატრება, ყველაზე მეტად – მშობლები, ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი, ქართული ლაპარაკი ქუჩებში და ყველაფერი ქართული. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოსთან ახლოს ვარ და ძალიან ხშირად, 1-2 დღიან დასვენებებზეც კი, შემიძლია ჩამოსვლა. თურქეთის არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.

 დაბოლოსროცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობსალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზესაზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებსროგორ ფიქრობმიგვიღებს ევროპა ისეთებს როგორებიც ვართთუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევსრა არის ისრაც თურქეთში გატარებულმა პერიოდმა მოგცაშენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

– გეთანხმებით, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებისას ბევრად სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. ნამდვილად სხვანაირად ფიქრობ სამშობლოზე, ფიქრობ, რა უნდა გააკეთო, რომ გააუმჯობესო შენი ქვეყნის, ხალხის, ოჯახის ცხოვრება. თურქეთში გატარებულმა წლებმა დამანახა ის, რომ საქართველოს და ქართველებს დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ საქმის კეთება და არა მითითება, თუ როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის საქმე. აუცილებლად უნდა ვიყოთ დამოუკიდებელნი, მაგრამ უნდა შეგვეძლოს თანაცხოვრება ბევრ სხვადასხვა შეხედულების ადამიანთან, შეგვეძლოს თავის გატანა, მაგრამ არა სხვისი დაჩაგვრით ან უკან დაწევით, არამედ საკუთარი წინსვლითა და შესაძლებლობებით. უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თურქეთში ცოდნასთან და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად შევიძინე, არის ჩემი ქართველი და თურქი მეგობრები.

მიგვიღებს თუ არა ევროპა ისეთებს, როგორიც ვართ, ერთმნიშვნელოვნად გიპასუხებთ, რომ აუცილებლად მოგვიწევს ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, უბრალოდ სხვებისას უნდა მოვარგოთ.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები