9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გპფ სტიპენდიანტებთან ერთად აღნიშნავს

spot_img

28 ნოემბერს, სოხუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი პროექტის „მომავალი პედაგოგი“ სტიპენდიანტებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ფარგლებში ხელშეკრულებები გაფორმდა იმ წარმატებულ სტუდენტებთან, რომლებმაც გპფ-ს სტიპენდია მოიპოვეს.

 

პროექტის „მომავალი პედაგოგი“ ფარგლებში გასულ კვირაში შეხვედრები გაიმართა ახალციხეში, თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ სტიპენდიანტებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქმიანობას სკოლებში აგრძელებენ. გაეცნენ იმ წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიით აგრძელებენ საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

წამახალისებელი სასტიპენდიო პროგრამა „მომავალი პედაგოგი“ ფონდის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღეს უკვე შვიდ პარტნიორ სა­ხელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფე­სიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვ­რებ,  ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრე­ბის  აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეად­გენს 150  lლარს.  მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.

პროგრამის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე ფონდმა უკვე 100-მდე სტუდენტი დააფინანსა. დღეს ფონდს 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. კურსდამთავრებულთა ნაწილი კი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდის პარტნიორები არიან:

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტი;

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტი;

თელავის იაკობ გოგებაშვილის სა­ხელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით „გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 40-მდე საგანმანათლებლო პროექტი. „გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები