27 ივლისი, შაბათი, 2024

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო

spot_img

2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ.

რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1.„საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2.ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი – იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია;

3.„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4.„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი – იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია. 

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი,  სახელი და პირადი ნომერი.

თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (4 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – შეფასების კრიტერიუმები

ცნობარი სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები