„ახალი განათლება“ იწყებს სკოლების მხარდაჭერის მასშტაბურ კამპანიას, სსიპ ქალაქ თბილისის N114 საჯარო სკოლის (დირექტორი – ლალი ჯინჭარაძე) გამოცდილების გაზიარებით.
გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N114 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი, გასულ წელთან შედარებით, 300%-ით გაიზარდა და სკოლაში გაჩნდა საგანმანათლებლო სფეროს მუშაკებისთვის წარმატებული პრაქტიკის ნიმუშების გაზიარების სურვილი.
ამ ეტაპზე, მოგაწოდებთ რეკომენდაციებსა და ფაქტობრივ მასალებს საავტორიზაციო მიმართულებით.
სკოლის გარე შეფასების დროს გამოყენებულია 4 სტანდარტი 15 კომპონენტით. სტანდარტების დაკმაყოფილება შესაძლებელია სხვადასხვაგვარი დოკუმენტით. დოკუმენტაცია სრულიად უნდა ეყრდნობოდეს სკოლის პრაქტიკულ საქმიანობას ან უნდა დაიგეგმოს მისი ეფექტიანი გამოყენება.
პირველ ეტაპზე, რეკომენდებულია, სკოლის ხელმძღვანელმა დაამტკიცოს სკოლის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია.
🟥✔️სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის ნიმუში იხილეთ ⇒ ბმულზე
მეთოდოლოგიის ნიმუში ჩამოტვირთეთ და ყურადღება მიაქციეთ ყვითელ ფონზე მოქცეულ ინფორმაციას, რომელიც სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეიცვალოს.
გაითვალისწინეთ, რომ:
♦ აღნიშნული მეთოდოლოგია მტკიცდება სკოლის დირექტორის სტანდარტული ბრძანებით;
♦ ზოგიერთ სკოლას არ ჰყავს მოადგილე, ამიტომ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად, შესაძლოა, დაინიშნოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი;
♦ სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არჩევითია და შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე წლით ან უვადოდ (საჭიროებისამებრ, ჯგუფის შემადგენლობა განახლდება);
♦ მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის სკოლის ფილოსოფიური (მისია, ხედვა, ღირებულებები, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები) დოკუმენტაციის გაცნობა შეიძლება პირისპირ შეხვედრითაც. სასკოლო საზოგადოებისგან მიღებული უკუკავშირები ფიქსირდება ოქმით/ოქმებით (ოქმი ფორმდება სტანდარტულად).
სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები არ მტკიცდება (ის სასკოლო საზოგადოების მიერაა მიღებული);
♦ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები მტკიცდება დირექტორის მიერ, სასკოლო საზოგადოებასთან (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მშობელთა სათათბირო – ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეთა თვითმმართველობა) შეთანხმებით. ეს შეთანხმება ისედაც ფიქსირდება სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტაციის პროექტის/პროექტების გაცნობის დროს, შეთანხმების დადასტურება დეკლარირდება ოქმის ნომრითა და თარიღით;
♦ არსებობს მოსაზრება, რომ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები მტკიცდება სამეურვეო საბჭოს მიერ. ეს მოსაზრდება ქარწყლდება იმით, რომ კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში არ უთითებს გეგმების დამტკიცებას (აღნიშნული კანონის მუხლი 38).