პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რიცხვი ათეულობით ათასს აღწევს.სამინისტროს აქვს კვლევა, რომლის მიხედვითაც, სტატუსის შეჩერების სხვადასხვა მიზეზი ფიქსირდება, თუმცა, ყველაზე მძიმე, ფინანსური კომპონენტია.
„ კვლევაში, რომელიც ეხება თუ რამ გამოიწვია ეს პირობები – სტატუსის შეჩერების მიზეზები გაშლილია 10 პარამეტრში. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომპონენტი არის ფინანსური კომპონენტი. თუმცა, იქ არის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს ქვეყნიდან გამგზავრებას, ოჯახურ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ თუ არ მეშლება, დაახლოებით, 25%-ის სტატუსის შეჩერების მიზეზად ფინანსური პრობლემა სახელდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
პრობლემების გადასაჭრელად მინისტრი უნივერსიტეტებთან კონსულტაციებსა და ამ საკითხისადმი კომპლექსურ მიდგომას ასახელებს.