3 დეკემბერი, შაბათი, 2022

სტატუსშეჩერებული სტუდენტები

spot_img

⇑⇓ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს?

 

მიხეილ ჩხენკელი: პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ ინფორმაცია სტუდენტთა სტატუსის შესახებ უმაღლესი განათლების მართვის სისტემაში აღირიცხება და თავად უნივერსიტეტების მიერ ხდება ეს პროცესი, ხოლო ინფორმაციის დამუშავება – პირველი ნოემბრისა და პირველი აპრილის მდგომარეობით. შესაბამისად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სტუდენტთა შესახებ მონაცემები განახლებულია 2022 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით. თქვენ შესაძლებლობა გქონდათ, გაცნობოდით, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის პასუხად, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ, განახლებულ ცხრილს, რომელშიც, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 2022 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მონაცემებია ასახული.

მოგახსენებთ, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად, უცხო ქვეყანაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ან სტუდენტის პირადი განცხადება, მიზეზის მითითების გარეშე, ან ფინასური დავალიანება, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. 2018-22 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და მერყეობს 1-2%-ის ფარგლებში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს „ინოვაცია, ინკლუზიურობა, ხარისხი – საქართველო“. ეს პროექტი მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ, უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად წარმოდგენილი და გაანალიზებულია უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტთა რეკომენდაციები, სხვადასხვა საკითხის შესახებ, მათ შორის, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები