21 დეკემბერი, შაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

თე­ლავ­ში ევ­რო­პა შე­იკ­რი­ბა

აპ­რი­ლის ბო­ლოს თე­ლავ­მა ჭა­ბუკ ძი­უ­დო­ის­ტ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს – ევ­რო­პის ჭა­ბუკ­თა თასს უმას­პინ­ძ­ლა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია ქარ­თულ ტურ­ნი­რებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ან ევ­რო­პუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის კა­ლენ­დარ­ში რო­მაა შე­ტა­ნი­ლი – აქამ­დე ასე­თი მხო­ლოდ თბი­ლი­სის „დი­დი მუ­ზა­რა­დი“ იყო, ახ­ლა კი მას ეს შე­ჯიბ­რე­ბაც და­ე­მა­ტა.

ამ ტურ­ნირს სა­ქარ­თ­ვე­ლომ მე­ო­რედ უმას­პინ­ძ­ლა – პირ­ვე­ლი შარ­შან გა­ი­მარ­თა, გორ­ში, ამ­ჯე­რად კი ჩვენ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ არ­ჩე­ვა­ნი თე­ლავ­ზე შე­ა­ჩე­რა.

წლე­ვან­დელ ტურ­ნირ­ში 14 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ცხა­დია, უმე­ტე­სო­ბა ევ­რო­პე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა 2 სტუ­მა­რი აზი­ი­და­ნაც გვყავ­და – ინ­დო­ე­თი და ყირ­გი­ზე­თი. ტა­ჯი­კე­ბი­სას ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ ინ­დო­ე­ლე­ბის ჩა­მოს­ვ­ლა­ში დი­დი რო­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ­მა ქარ­თ­ველ­მა მწვრთნელ­მა ლა­შა ყი­ზი­ლაშ­ვი­ლ­მა ითა­მა­შა. ის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი არაა – ერთ-ერთ კლუბ­ში მუ­შა­ობს, თუმ­ცა უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წევ­რი ჰყავს ნაკ­რებ­ში და მის­მა პი­რად­მა მოს­წავ­ლემ ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­და­ლიც კი მო­ი­პო­ვა. ამი­ტომ იქ სიტყ­ვაც ეთ­ქ­მის და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მოჰ­ყავს შე­გირ­დე­ბი სა­ვარ­ჯი­შოდ.

სა­ში­ნაო ტურ­ნი­რი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ზარ­დე­ბის გა­მო­საც­დე­ლად – აქ­ვე ტარ­დე­ბა, სხვა ქვე­ყა­ნა­ში მგზავ­რო­ბა და ამის­თ­ვის გვა­რი­ა­ნი ხარ­ჯის გა­წე­ვა არ გი­წევს, ფი­ნან­სუ­რად სხვა მხრი­ვაც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ვა­რი­ან­ტია და ამი­ტომ შან­სი ბევრს მის­ცეს. გან­სა­კუთ­რე­ბით – გო­გო­ნებ­ში. ჩვე­ნი გუნ­დი 109 მო­ნა­წი­ლით გა­მო­ვი­და, მათ შო­რის 59 ბი­ჭი იყო და 50 – გო­გო­ნა.

ამ მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა გუნ­დ­მა შე­დე­გიც სა­თა­ნა­დო მო­იმ­კო – 37 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა: 7-7 ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი და 23 ბრინ­ჯაო. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სა­ხა­რია, რომ ბი­ჭებს არც გო­გო­ნებ­მა და­უ­დეს ტო­ლი – ორი­ვე გუნ­დ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა გუნ­დურ ჩათ­ვ­ლებ­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­შიც (აქ ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის და­ჯა­მე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ჯამ­დე­ბა) მათ ვე­რა­ვინ გა­უ­წია მე­ტო­ქე­ო­ბა.

ამ 37 მედ­ლი­დან 22 ბი­ჭებ­მა მო­ი­პო­ვეს: 5 ოქ­რო, 4 ვერ­ცხ­ლი და 13 ბრინ­ჯაო; გო­გო­ნებ­მა 15 მე­და­ლი და­ი­სა­კუთ­რეს: 2 ოქ­რო, 3 ვერ­ცხ­ლი და 10 ბრინ­ჯაო. ბი­ჭე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად გა­მო­ვიდ­ნენ 81 კი­ლოგ­რამ­ში, სა­დაც 4-ივე მე­და­ლი ჩვე­ნებ­მა მო­ი­პო­ვეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ვე წო­ნა­ში, ქარ­თუ­ლი ფი­ნა­ლიც გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს 73-შიც. კარ­გად გა­მო­ვიდ­ნენ 73-სა და +90-შიც, სა­დაც 4-დან 3-3 ჯილ­დო მო­ი­პო­ვეს თა­ვის ოქ­რო­თი. 4-დან 3-3 მე­და­ლი 60-სა და 90-შიც გვქონ­და, თუმ­ცა ამ წო­ნებ­ში ოქ­რო სტუმ­რებს დარ­ჩათ. გო­გო­ნებ­ში ასე­თი გა­მო­სარ­ჩე­ვი წო­ნა 57 კი­ლოგ­რა­მია, სა­დაც 3 მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს ოქ­როს ჩათ­ვ­ლით.

გა­გაც­ნობთ ტურ­ნი­რის ყვე­ლა მე­და­ლო­სანს:

I ად­გი­ლი

ლუ­კა ქა­ლი­აშ­ვი­ლი (55 კგ), მე­რაბ სა­მა­დაშ­ვი­ლი (66), ცოტ­ნე ბახ­ტა­ძე (73), სა­ბა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი (81), ნო­დარ კო­ბა­ლა­ძე (+90), ელე­ნე კურ­დღე­ლია (57), ბარ­ბა­რე გე­ლაშ­ვი­ლი (+70)

II ად­გი­ლი

ლუ­კა და­თაშ­ვი­ლი (60), ლა­დო დუ­ლა­რი­ძე (73), სა­ბა ჯახ­ვე­ლა­ძე (81), მალ­ხაზ შა­ტა­კიშ­ვი­ლი (90), ნი­ნი ფან­ცხა­ვა (44), ნი­ნო ხა­რა­იშ­ვი­ლი (52), მა­რი­ამ ნა­თე­ლა­უ­რი (63)

III ად­გი­ლი

ლა­შა აბუ­ლა­ძე, ნი­კო­ლოზ გი­ვიშ­ვი­ლი (ორი­ვე – 50), ლუ­კა და­რის­პა­ნაშ­ვი­ლი (55), ვახ­ტანგ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, გი­გი კეკ­ვი­აშ­ვი­ლი (ორი­ვე – 60), თენ­გიზ ხუ­დო­ი­ა­ნი (66), გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე (73), და­ვით პა­პუ­კიშ­ვი­ლი, ლე­ვან გე­ლაშ­ვი­ლი (ორი­ვე – 81), გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, ლუ­კა დე­მუ­რა­ძე (90), გი­ორ­გი ქარ­ჩა­ი­ძე, იოანე აბა­ლა­კი (+90), ნი­ნო სა­ფა­რაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლი იაშ­ვი­ლი (44), მა­რი­ამ ზა­ქა­რაია, მა­რი­ამ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი (48), მა­რი­ამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, სო­ფიო თათ­რიშ­ვი­ლი (52), მაია ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი, დი­ა­ნა გო­გა­ლა­ძე (57), ქე­თი რო­ბა­ქი­ძე (70), ნო­ნა კვა­რაცხე­ლია (+70).

 

ტრი­უმ­ფი რუ­მი­ნეთ­ში

ქარ­თ­ვე­ლი 15-წლამ­დე­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ვიდ­ნენ რუ­მი­ნულ კლუჟ­ში, იოან მუ­რე­შა­ნი­სა და ვა­ლე­რიუ ბუ­ლარ­კას სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში – ორი­ვე ნაკ­რებ­მა, ჯამ­ში, 28 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ჩვენ­მა თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში მო­ჭი­და­ვე­ებ­მაც და ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­მაც, გუნ­დუ­რ ჩათ­ვ­ლაში, პირველი ადგილი დაიკავეს.

რუ­მი­ნეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ თავი­სუფ­ლად მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იოან მუ­რე­შა­ნის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნირ­ში ჭი­და­ობ­დ­ნენ: 17 მო­ჭი­და­ვი­დან ყვე­ლამ მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და 10 წო­ნი­დან 9-ში ჩვე­ნებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს! თან, ორ წო­ნა­ში ქარ­თუ­ლი ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა – 41 და 48 კი­ლოგ­რა­მებ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­თი მო­ნა­გა­რია 9 ოქ­რო, 3 ვერ­ცხ­ლი და 5 ბრინ­ჯაო. ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ: ზუ­რაბ დო­თი­აშ­ვი­ლი (38), სა­ბა მინ­დი­აშ­ვი­ლი (41), და­ვით მძე­ვაშ­ვი­ლი (44), გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა (48), იოანე სხი­ლა­ძე (52), ვა­ლე­რი შუ­ბი­თი­ძე (57), რო­მან ჯი­ბუ­ხაია (62), რა­ტი რე­ვა­ზაშ­ვი­ლი (68) და და­ვით გორ­გა­ძე (74). ვერ­ცხ­ლი ლუ­კა პა­პი­აშ­ვილ­მა (41), თე­მურ თუ­თა­რაშ­ვილ­მა (48) და ლუ­კა შა­რი­ქა­ძემ (85) მო­ი­პო­ვეს, მე­სა­მე­ზე კი გი­ორ­გი ქა­რე­ლი (38), და­ჩი ბარ­ბა­ქა­ძე (44), და­ჩი ფი­ლიშ­ვი­ლი (57), ზუ­რაბ გი­გუ­აშ­ვი­ლი (75) და სა­ბა პა­პაშ­ვი­ლი (85) გა­ვიდ­ნენ.

ბერ­ძენ-რო­მა­ელ­თა მო­ნა­გა­რი 11 მე­და­ლია: 3 ოქ­რო, 2 ვერ­ცხ­ლი და 6 ბრინ­ჯაო. ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ნი­კო­ლოზ ბელ­ქა­ნი­ამ (38), ნი­კო­ლოზ კუ­ტუ­ბი­ძემ (44) და შო­თა ტა­ბა­ტა­ძემ (85) მო­ი­პო­ვეს. ვერ­ცხ­ლი და­ვით ლობ­ჟა­ნი­ძეს (41) და ლუ­კა მი­ქა­უ­ტი­ძეს (68) დარ­ჩათ, ხო­ლო ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნე­ბი ვეფხ­ვია მგე­ლა­ძე (41), გი­ორ­გი ჩა­ჩუა, გი­ორ­გი აზ­ნა­უ­რიშ­ვი­ლი (ორი­ვე – 44), და­ვით შა­ვა­ძე (52), ლა­ზა­რე გო­გო­ტიშ­ვი­ლი (57) და და­ვით მხე­ი­ძე (62) გახ­დ­ნენ.

 

ნიჩ­ბო­სან­თა მედ­ლე­ბი მინ­გე­ჩა­უ­რი­დან

ამ დღე­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მინ­გე­ჩა­ურ­მა დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს – „პრე­ზი­დენ­ტის თა­სი-2024“ უმას­პინ­ძ­ლა ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის, რო­მელ­შიც 20 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ე­სა და ნიჩ­ბოს­ნო­ბის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბიც იყო, რო­მე­ლიც დი­დი წარ­მა­ტე­ბი­თაც გა­მო­ვი­და – 12 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა: 5-5 ოქ­რო-ბრინ­ჯაო და 2 ვერ­ცხ­ლი.

ტურ­ნი­რის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ: ნი­კო­ლოზ იორ­და­ნიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე აკა­დე­მი­ურ ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში, 2-ად­გი­ლი­ა­ნით 1000-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე სრბო­ლა­ში; სან­დ­რო თე­ზე­ლაშ­ვი­ლი 1-ად­გი­ლი­ა­ნი კა­ი­ა­კით 200 მეტ­რ­ზე ცურ­ვა­ში; გი­ორ­გი ეკა­ლა­ძე 1-ად­გი­ლი­ა­ნი კა­ნო­ე­თი ასე­ვე 200-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე; ვახ­ტანგ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ წიკ­ლა­უ­რი 2-ად­გი­ლი­ა­ნი კა­ი­ა­კით 500 და 200-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ებ­ზე.

ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გი­ორ­გი ეკა­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც ისი­ნი ერ­თად­გი­ლი­ა­ნი კა­ნო­ე­თი მო­ი­პო­ვა 500 და 1000-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ებ­ზე.

ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნე­ბი გახ­დ­ნენ: იგი­ვე გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე აკა­დე­მი­ურ ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში 1500 მეტ­რ­ზე; ასე­ვე თე­ზე­ლაშ­ვი­ლი, ამ­ჯე­რად უკ­ვე ერ­თად­გი­ლი­ა­ნი კა­ი­ა­კით 500 მეტ­რ­ზე, შემ­დეგ კი ნი­კო­ლოზ ჭე­იშ­ვილ­თან ერ­თა­დაც ავი­და კვარ­ცხ­ლ­ბე­კის მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე უკ­ვე ორად­გი­ლი­ა­ნი კა­ი­ა­კით 500-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე; ჭე­იშ­ვილ­მა ბრინ­ჯაო 1-იანი კა­ი­ა­კით 1000 მეტ­რ­ზე გა­ცურ­ვა­შიც მო­ი­პო­ვა, კი­დევ ერ­თი ბრინ­ჯაო კი იოანე ნე­ბი­ე­რი­ძის ან­გა­რიშ­ზეა, რომელმაც ეს ჯილ­დო ერ­თად­გი­ლი­ა­ნი კა­ნო­ე­თი 1000 მეტ­რ­ზე გა­ცურ­ვა­ში და­იმ­სა­ხუ­რა.

მოამზადა ირაკ­ლი თა­ვა­ძემ

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები