4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს

spot_img

საქართველოში სტუდენტების დიდ ინტერესს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები იწვევს. მრავალი მათგანის სურვილია, სწავლა უცხოეთში არსებულ რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში განაგრძოს ან მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, რომლებსაც მათ ადგილობრივი უნივერსიტეტები სთავაზობენ.

აირჩიე სპორტის უნივერსიტეტი (186) – ჩემპიონები სწავლობენ აქ!

გაცვლითი  პროგრამების მიზანი უცხოური ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა, გამოცდილების მიღება და უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესებაა, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის კარიერულ განვითარებასა და დასაქმების ბაზარზე რელევანტურ პოზიციაზე მოხვედრაზე.

საქართველოში საერთაშორისო მიმართულებებით გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია. 2015 წლიდან უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვას ერთობლივ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში.

პარტნიორი უნივერსიტეტებიდან აღსანიშნავია ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტი, იოზეფ პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი ვარშავაში, ბუდაპეშტის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი, ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტი, ბულგარეთის ეროვნული სპორტის აკადემია „ვასილ ლევსკი“ და სხვ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის წევრია და აქტიურად მონაწილეობს მისი ეგიდით ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებში.

2015 წლიდან სპორტის უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამას ERASMUS + საერთაშორისო კრედიტ მობილობას (International Credit Mobility – ICM) – მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროგრამის მიზანია, განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ტრენინგების გამართვა და ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობა. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და გამოცდილება.

უცხოეთის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური პერსონალისთვისაც, რადგან სხვადასხვა სასწავლო თუ სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობა აფართოებს მკვლევრების სამეცნიერო პოტენციალს. უცხოეთის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა, სტუდენტებს  საშუალებას აძლევს, დაესწრონ სხვადასხვა სემინარსა თუ ვებინარს, გაიარონ პრაქტიკა და სტაჟირება; ლექტორთა მობილობის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მოისმინონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორთა საჯარო ლექციები.

მობილობები ხორციელდება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურებზე. მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (ამა თუ იმ ქვეყანაში პროგრამის ღირებულების მიხედვით). კრედიტმობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები