24 ივნისი, ორშაბათი, 2024

სპორტის მენეჯმენტის კურსების მე-3 სემინარი

spot_img

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის კურსების (ASMC) მესამე სემინარი.

კურსების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

სემინარზე მონაწილეებმა მოისმინეს და განიხილეს პროგრამით განსაზღვრული 6 თემიდან ბოლო 2 საკითხი, კერძოდ სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მართვა და მარკეტინგის მენეჯმენტი.

შემდეგ ეტაპზე სპორტის მენეჯმენტის კურსების მონაწილეები განვლილ თემებზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ პრეზენტაციებს.

სპორტის მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის” („Managing Olympic Sport Organizations- MOSO”) სახელმძღვანელოში მოცემული მასალის გამოყენებით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.

წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატებით.

სპორტის მენეჯმენტის კურსებს ხელმძღვანელობს აღნიშნული პროგრამის სერტიფიცირებული დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები