21 ივლისი, კვირა, 2024

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღბოდ

spot_img

დამტკიცდა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი და პირობები სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის.

🔎 იხილეთ ბრძანება

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

🔎 ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

🔎 უსინათლო გამოსაცდელებისთვის საბაზო პროფესიული უნარების ტესტისთვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

🔎 ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

🔎 ტესტი – საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე და რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ „მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალს, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად“.

🔎 საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები