2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის №106/ნ ბრძანების – „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლები 100 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას იანვრიდან მიიღებენ.
ცვლილების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით;
ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის
ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 470 ლარი;
ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 520 ლარი;
გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 570 ლარი;
დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 620 ლარი;
ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 670 ლარი.
სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის
ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 650 ლარი;
ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 750 ლარი;
გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 850 ლარი;
დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 950 ლარი;
ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 1050 ლარი.