13 ოქტომბერი, კვირა, 2024

სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რეფ­ლექ­სია

spot_img

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია და ის პე­და­გო­გის პრაქ­ტი­კის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ეს არის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი ფორ­მა, რომ­ლის დრო­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი აკე­თებს თვით­რეფ­ლექ­სი­ას – სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის კრი­ტი­კულ ანა­ლიზს.

პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტი­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რო­მელ­საც შე­უძ­ლია პრო­ცეს­ში და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და გან­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უწყობს ხელს.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის წარ­მო­ე­ბა, მი­სი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა არც თუ ისე მარ­ტი­ვია, პი­რი­ქით, სპე­ცი­ა­ლის­ტის­თ­ვის რო­გორც სუ­ბი­ექ­ტის­თ­ვის, რთუ­ლია სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და თვით­კ­რი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ისე­თი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ფლო­ბა, რო­გო­რი­ცაა: მიმ­ღებ­ლო­ბა/სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბის მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა, მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბის უნა­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის და კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბისა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და სხვ.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო, რო­მე­ლიც სპე­ცი­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იქ­მ­ნა, მო­ი­ცავს სამ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს, რო­მე­ლიც, თავის მხრივ, რა­მ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბად იყო­ფა. თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბია:

თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, რო­გორც წე­სი, ძი­რი­თა­დად, ორ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა: პირ­ვე­ლი – და­ეხ­მა­როს სპე­ცი­ა­ლუ­რ მას­წავ­ლებ­ელს სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბისა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში თვით­რეფ­ლექ­სი­ის გზით და მე­ო­რე – აღ­ნიშ­ნ­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, ხე­ლი შე­უწყოს მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას.

უტ­რე­ხის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-ემე­რი­ტუს­მა, მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს მკვლე­ვარ­მა, ფრედ კორ­ტა­გენ­მა (Korthagen, F. 2004) შე­ი­მუ­შა­ვა მას­წავ­ლებ­ლის რეფ­ლექ­სი­ის ანა­ლი­ზის მო­დე­ლი, რო­მელ­შიც იგი ეხე­ბა რო­გორც ში­და, ისე გა­რე ზე­გავ­ლე­ნის ფაქ­ტო­რებს. მას­წავ­ლებ­ლის რეფ­ლექ­სი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის ავ­ტო­რი გა­მო­ყოფს შემ­დეგ ში­და ფაქ­ტო­რებს: მი­სია/ხედ­ვა, პრო­ფე­სი­უ­ლი იდენ­ტო­ბა, რო­მე­ლიც ასა­ხავს სა­კუ­თა­რი რო­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს; რწმე­ნებს, რო­მე­ლიც ასა­ხავს მას­წავ­ლებ­ლის მო­ლო­დი­ნებს და მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ აღ­ქ­მებს, კომ­პე­ტენ­ცი­ებსა და ქმე­დე­ბებს. ეს ის ფაქ­ტო­რე­ბია, რო­მელ­თა შეს­წავ­ლი­თაც ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს აანა­ლი­ზე­ბენ და აფა­სე­ბენ. თუმ­ცა, ავ­ტო­რი რეფ­ლექ­სი­ის ანა­ლი­ზის მო­დელ­ში, ასე­ვე, ხაზს უს­ვამს სას­წავ­ლო გა­რე­მოს, რო­გორც სას­წავ­ლო შე­დე­გებ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნის მქო­ნე ფაქ­ტორს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შე­სა­ბა­მის გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის; ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის, ინ­ვენ­ტა­რის, თუ სას­წავ­ლო გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი  მა­სა­ლის გა­რე­შე, ეფექ­ტი­ა­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (Korthagen, F. 2004).

ხში­რად მის­ვა­მენ ხოლ­მე კითხ­ვას, რის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და შე­ავ­სოს სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი – არ­სე­ბულ სფე­რო­ში მი­ღე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თუ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­საც ის ამ­ჟა­მად ას­წავ­ლის სკო­ლა­ში. პა­სუ­ხია ორი­ვე – რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის, ისე ამ­ჟა­მინ­დე­ლი მიღ­წე­ვე­ბის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლი­სწი­ნე­ბით.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა გუნ­დი, ე.წ. ქე­ის მე­ნე­ჯე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის და სსსმ მოს­წავ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას და მი­სი თვით­რეფ­ლექ­სი­ის უნა­რებს. კორ­ტა­გე­ნი გა­მო­ყოფს თვით­რეფ­ლექ­სი­ის ხუთ სა­ფე­ხურს, ესე­ნია: გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის ანა­ლი­ზი, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა, სა­მო­მავ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა  (Korthagen, F. 2004). ამიტომ სპეციალური განათლების მასწავლებლების კონსულტირების პროცესში მნიშვნელოვანია თვითშეფასების კითხვარის სხვა კომპონენტებთან მიმართებაში განხილვა და შეფასება, რაც უფრო მეტად დაანახებს სპეციალისტებს აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობას.

იმი­სათ­ვის, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის სა­ფუძ­ველ­ზე მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს, აიმაღ­ლოს კომ­პე­ტენ­ცია და კვა­ლი­ფი­კა­ცია, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ქმნის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რო­მე­ლიც უნ­და ავალ­დე­ბუ­ლებ­დეს დი­რექ­ცი­ას, მო­ი­ძი­ოს და ჩარ­თოს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ისეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში (ტრე­ნინ­გე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი და ა.შ.), რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მისი თვი­თე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის გან­ც­დის გაზ­რ­დას.

 

ნა­თია ნი­ა­უ­რი – ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თვითშეფასების კითხვარის ავტორი, სპეციალური განათლების მასწავლებლის პორტფოლიოს მკვლევარი

 

წყარო:

Korthagen , F.A.J. (2004) In search of the essence of a good teacher: towards a more holistic approach in teacher education, Teaching and Teacher Education, 20, pp. 77–97.

Tigelaar, D.  Dolmans, D.   Grave, W. D.  Wolfhagen, M. (2006) Portfolio as a tool to stimulate teachers’ reflection,  Medical Teacher, Vol. 28, No. 3, 2006, pp. 277–282

https://www.toolshero.com/personal-development/korthagen-reflection-model/

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება, სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0

პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი, 2016

თვითშეფასების კითხვარი 

სამოქმედო გეგმა

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები