14 დეკემბერი, შაბათი, 2024

სოციალური ურთიერთობის დროს ინტერაქციის სწავლება ინგლისურ ენაში

spot_img

ირმა დარჩიძე

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა

 

 

ინგლისური ენის სწავლების დროს მნიშვნელოვანია სამეტყველო ქმედებებზე აქცენტირება. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის არა მარტო აკადემიური, არამედ სოციალური უნარების განვითარებისთვის საჭიროა ინტერაქციის ნიუანსების შესწავლა.

მისალმება-დამშვიდობება, სადღესასწაულო და დაბადების დღის მილოცვა, მადლობის გადახდა ინტერაქციისთვის საჭიროა. როცა მოსწავლე ორგანულად იყენებს იმ ლექსიკურ ერთეულებსა და გრამატიკულ კანონზომიერებებს, რომელიც ასაკის გათვალისწინებით უნდა ვასწავლოთ, მიგვიყვანს იმ გრძელვადიან მიზნებამდე, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის საფეხურის შედეგი და ცნება (ცნებები).

სამეტყველო ქმედებათა შესწავლას მივყავართ შედეგზე: (I) 3, 4, 5, 6) და ქმნის მკვიდრ წარმოდგენებს:

  1. სამეტყველო ქმედებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი (მაგ., საკუთარი თავის წარდგენა, რჩევის მიცემა, აღწერა-დახასიათება, თავს გადამხდარი ამბის მოყოლა);
  2. წარმატებული კომუნიკაციისთვის საჭიროა მიზნის შესაბამისი გამონათქვამებისა და გრამატიკული ფორმების გამოყენება.

ზემოთ ხსენებული საკითხი (სოციალური ურთიერთობის დროს ინტერაქცია) ეფექტიანად შეიძლება ვასწავლოთ დიალოგის გამოყენებით. წარმოგიდგენთ დიალოგს, რომელიც მარტივი გრამატიკული კონსტრუქციებითა და ლექსიკური ერთეულებით შეიძლება შეიქმნას.

– Hello.

– Hello.

– Is it your birthday today?

– Yes.

– happy!

– thank you, very much.

აღნიშნული აქტივობა რომ გახდეს სახალისო და ეფექტიანი, ამისთვის როლურ გათამაშებას ვიყენებთ, ან ვქმნით კომიქსს, ან სულაც ფოტოდიალოგს.

თუ ორ მოსწავლეს ჩავრთავთ დიალოგში, ამ შემთხვევაში, როლური ინსცენირება სწრაფად სრულდება და ბავშვებს დიდად არ ხიბლავთ ფინალის სწრაფად დადგომა. რაც შეეხება კომიქსის შექმნას ან ფოტოდიალოგს, მაშინ მოსწავლე ბევრად მეტს ფიქრობს და ქმნის პროდუქტს, რომელიც უნდა გავასიტყვებინოთ. პირადი გამოცდილებით, რეკომენდაციას ვუწევ შემდეგ ფორმატებს:

  1. კომიქსი (ციფრული ან მატერიალური სახით);
  2. ფოტოდიალოგი (ციფრული ფორმატი);
  3. თოჯინების „ამეტყველება“ (მინი-სპექტაკლი).

სამივე ვერსიას აქვს თავისი დადებითი მხარე. რადგან სამივე ფორმატი მცირე დროს მოითხოვს გასიტყვების დროს, მოსწავლეებს თუ სამივეს შესრულებას შევთავაზებთ, კლასში პროცესი დინამიკური ხდება. აქვე დავძენ, ეს ქმედება უფრო გამართლებულია მაშინ, თუ კლასი მცირეკონტინგენტიანია. დიდი კონტინგენტის შემთხვევაში, დიალოგი და ინტერაქცია მოსაწყენი რომ არ გახდეს, საჭიროა, წარდგენის შემდეგ, სასურველი თვითრეფლექსიის მომენტის გააქტიურება (როგორ შესრულდა დავალება, რა იყო მარტივი, რთული და ა.შ.).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები