27 ივლისი, შაბათი, 2024

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­გორც მიზ­ნის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა

spot_img

თეონა მენაფირე
სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. წითელხევის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

 

 

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ის გუ­ლის­ხ­მობს სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ისე­თი უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა, ინი­ცი­რე­ბა და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის აღი­ა­რე­ბა და სხვა.

სკო­ლას, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს ბავ­შ­ვის ფა­სე­უ­ლო­ბა­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ უნარ-ჩვე­ვა­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის ფუნ­ქ­ციაა, იზ­რუ­ნოს არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბა­ზე, არა­მედ გა­ნა­ვი­თა­როს მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბი. ამი­ტომ, ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც თემ­შია/სო­ფელ­შია პირ­და­პირ კავ­შირ­შია მოს­წავ­ლეს­თან, მის სას­წავ­ლო გა­რე­მოს­თან და, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლას­თან. მო­ქა­ლა­ქე­თა ის ერ­თო­ბა, რო­მელ­საც ვუ­წო­დებთ თემს, სო­ფელს, სა­მე­ზობ­ლოს თუ კი­დევ რა­ი­მე სხვას, მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკო­ლას­თან, რად­გან ყვე­ლა ის სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც აქვს თემს, აქვს სკო­ლა­საც და მე­ტიც, ფუნ­ქ­ცი­უ­რად, სკო­ლას შე­უძ­ლია გა­დად­გას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი ამა თუ იმ პრობ­ლე­მის სა­პა­სუ­ხოდ.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სას ვეყ­რ­დ­ნო­ბი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ და ჰო­ლის­ტურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მოს­წავ­ლე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სუ­ბი­ექ­ტი და სა­კუ­თა­რი სწავ­ლის პრო­ცეს­ზე პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ პრო­ცე­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი არი­ან. მას­წავ­ლე­ბე­ლი მკა­ფი­ოდ უნ­და ხე­დავ­დეს, თუ რა წვლი­ლი შე­აქვს ამა თუ იმ საგ­ნობ­რივ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბას მოს­წავ­ლის ჰო­ლის­ტურ (ფი­ზი­კურ, კოგ­ნი­ტურ, სო­ცი­ო­ე­მო­ცი­ურ) გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მას ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს და და­ეხ­მა­რე­ბა ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ზრუნ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვა, რაც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ წინ­ს­ვ­ლა­სა და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას.

პრო­ექ­ტის იდეა წა­მო­ვი­და სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის და­გეგ­მ­ვი­სას, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და და­უ­კავ­შირ­და სოფ­ლის/თე­მის ინ­ტე­რესს. მო­მი­ვი­და იდეა, რომ მატ­რი­ცა­ში, სას­წავ­ლო თე­მის მი­ხედ­ვით, ჩა­მე­შე­ნე­ბი­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და სას­წავ­ლო თე­მას – ძვე­ლი სა­ბერ­ძ­ნე­თი და მო­ქა­ლა­ქის რო­ლი პო­ლი­სებ­ში და გა­მევ­ლო პა­რა­ლე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან, დაგ­ვე­ნა­ხა, რა დარ­ჩა ძვე­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­გე­ბი­დან დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ათე­ნუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­და­რე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ. სწო­რედ ამი­ტომ, ჯგუ­ფუ­რად და მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად, უნ­და მო­ეხ­დი­ნათ პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა, რაც წარ­მო­ა­ჩენ­და მათ, რო­გორც აქ­ტი­ურ და ჩარ­თულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მა­თი თე­მის/სოფ­ლის/ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ში. ეს იმ მხრი­ვა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ბავ­შ­ვე­ბი ახ­დე­ნენ თე­ო­რი­უ­ლი, გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას/და­კავ­ში­რე­ბას დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბას­თან, რაც უფ­რო გა­სა­გებს ხდის მათ­თ­ვის სა­კითხის შეს­წავ­ლას. ესაა ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი გაკ­ვე­თი­ლი­დან რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და შე­ე­სა­ბა­მე­ბა „კე­თე­ბით სწავ­ლის“, ანუ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პრინ­ციპს, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტავს ჩი­ნუ­რი ან­და­ზა: „მითხა­რი და და­მა­ვიწყ­და, მაჩ­ვე­ნე და და­ვი­მახ­სოვ­რე, გა­მა­კე­თე­ბი­ნე და გა­ვი­გე“. სა­ერ­თო პრო­ექ­ტი ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ებს შო­რის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გან­ც­დის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. სას­წავ­ლო გეგ­მა, შე­სა­ბა­მი­სად მატ­რი­ცა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაც, ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ მო­ვარ­გო კონ­კ­რე­ტუ­ლად მოს­წავ­ლე­ე­ბის, სკო­ლის და თე­მის ინ­ტე­რე­სებს/სა­ჭი­რო­ე­ბებს: მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ აქ­ტი­ურ, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, შე­მოქ­მე­დე­ბით, ინი­ცი­ა­ტორ, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად; ჰქონ­დეთ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­და­პი­რი ორი­ენ­ტი­რი ავი­ღეთ ისეთ სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივს აწუ­ხებ­და. ეს იყო გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­თელ­ხევ­ში და მო­ი­ცავ­და უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლებს, სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბას, და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბულ მდი­ნა­რე კო­რის­წყალს, მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნეს და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ეს კი საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ადა­მი­ა­ნის ჯანმ­რ­თე­ლო­ბას, ანად­გუ­რებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ჩვენს სო­ფელ­ში, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ამა­ხინ­ჯებს სოფ­ლის ხე­დებს, რაც დაბ­ლა სწევს ჩვე­ნი სოფ­ლის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს და ამ­ცი­რებს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ფასს.

იმის გა­მო, რომ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლა ვართ და მე-7 კლას­ში სულ 4 მოს­წავ­ლეა, ვერ ეყო­ფო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას, რომ­ლის გა­დაჭ­რაც მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ. ამი­ტომ, სკო­ლის ბა­ზა­ზე, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ეკოკ­ლუ­ბი, ასე­ვე, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, დავ­გეგ­მეთ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით „წი­თელ­ხე­ვი – მწვა­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რო­მე­ლიც მთე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მო­ი­ცავ­და მრა­ვალ­მ­ხ­რივ აქ­ტი­ვო­ბებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით: კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, მდი­ნა­რე კო­რის­წყ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა, პე­ტი­ცი­ის შექ­მ­ნა ონ­ლა­ინ manifest.ge-ზე ნაგ­ვის ურ­ნე­ბის დად­გ­მის­თ­ვის ხელ­მო­წე­რე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლის მომ­ზა­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მი­მარ­თ­ვა/მო­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სად­მი; ფი­ზი­კუ­რად სო­ფელ­ში ჩა­მოს­ვ­ლა და ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა პე­ტი­ცი­ის­თ­ვის; სა­ხალ­ხო და­ფი­ნან­სე­ბის ე.წ. crowdfunding-ის კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა, უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შე­საძ­ლო პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან.

პირ­ველ რიგ­ში, მთე­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­და იმ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც გვინ­დო­და მოგ­ვეხ­დი­ნა სო­ფელ­ში. ჩვენ შევ­ძე­ლით უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა, და­იდ­გა სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ვავ­რ­ცე­ლეთ უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია გა­რე­მოს დაც­ვით სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბით, შე­ვაგ­რო­ვეთ ხელ­მო­წე­რე­ბი პე­ტი­ცი­ის­თ­ვის. ჩავ­რ­თეთ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლებ­მაც ქრა­უდ­ფან­დინ­გის კამ­პა­ნი­ა­ზე ფუ­ლი შე­მოგ­ვ­წი­რეს, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რად ან სხვა რე­სურ­სე­ბით დაგ­ვიდ­გ­ნენ გვერ­დით. ჩა­ვერ­თეთ ნი­კო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის კონ­კურ­ს­ში, დავ­სა­ხელ­დით მარ­ტის თვის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ სკო­ლად და სა­ჩუქ­რად მი­ვი­ღეთ მწვა­ნე ჩან­თა და რე­სურ­სე­ბი, გავ­ხ­დით ნი­კო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის ფი­ნა­ლის­ტი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს 25 სა­უ­კე­თე­სო სკო­ლას შო­რის დავსახელ­დით.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი „წი­თელ­ხე­ვი – მწვა­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ვერ იქ­ნე­ბო­და ესო­დენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ არა  ყვე­ლა სა­ჭი­რო და ძი­რი­თა­დი აქ­ტო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ესე­ნი იყ­ვ­ნენ: მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, ეკ­ლე­სია, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ყვე­ლა, ვი­საც რა­ი­მე სა­ხით გავ­ლე­ნა აქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცე­სებ­ზე. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შევ­ხ­ვ­დით ბაღ­და­თის მერს, სხვა­დას­ხ­ვა სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ დაგ­ვი­ფი­ნან­სეს სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­ი­სუ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, თე­მა­ტუ­რი ექ­ს­კურ­სია პლას­ტ­მა­სის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ში. ქრა­უდ­ფან­დინ­გის კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა მე­წარ­მემ გვა­ჩუ­ქა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი canon 650 d, ასე­ვე, ონ­ლა­ინ კამ­პა­ნი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის­თ­ვის შე­ვაგ­რო­ვეთ 440 ლარი.

ძი­რი­თად სარ­გე­ბელ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტ­მა გა­ზარ­და ჩვე­ნი სკო­ლის ცნო­ბა­დო­ბა და პრეს­ტი­ჟი მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით. დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ ერ­თად დგო­მით და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­დე­გის მიღ­წე­ვა. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნი­ვი­თა­რეს პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი კვლე­ვის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მის, ინი­ცი­რე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის… პრო­ცე­სი პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან, საგ­ნობ­რივ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­თან, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მიზ­ნებ­თან და ევ­რო­საბ­ჭოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

⇒ https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

⇒ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა 2018-2024

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები