19 მაისი, კვირა, 2024

სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა

spot_img

17 ოქ­ტომ­ბერს სი­ღა­რი­ბის აღ­მოფხ­ვ­რის დღე აღი­ნიშ­ნა. ჩვე­ნი გა­მო­ცე­მა კი­დევ ერ­თხელ და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? მკითხ­ველს კი­დევ ერ­თხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის კუთხით და რო­გორ უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ამ გა­მოწ­ვე­ვას. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ, მიმ­დი­ნა­რე წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი „ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის“ თა­ნახ­მად, გა­მოწ­ვე­ვა მარ­თ­ლაც დი­დია და სი­ღა­რი­ბეც თვალ­ნა­თე­ლი, რად­გან 16 წლამ­დე ასა­კის 229 280 ბავ­შ­ვი 200-ლა­რი­ა­ნი შემ­წე­ო­ბით უპი­რის­პირ­დე­ბა უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კეს, რაც ამ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 28%-ზე მე­ტია. ისევ ციფ­რე­ბით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 16 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი­დან, ყო­ვე­ლი მე­ოთხე შემ­წე­ო­ბას იღებს. თუმ­ცა, აქ კი­დევ უფ­რო მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია 200 ლა­რი ოჯა­ხე­ბის სი­ღა­რი­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნი­საზღ­ვ­რა ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რი­ა­ნი სა­ზო­მი – ბავ­შ­ვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის ინ­დექ­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­ქო­ნას, რაც არ აძ­ლევს მას ბავ­შ­ვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რად აუცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის (საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, გარ­თო­ბა, მე­გობ­რებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა თუ სხვა) შე­საძ­ლებ­ლო­ბას. 16 სა­ჭი­რო­ე­ბი­დან, სულ მცი­რე, სა­მის და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის წი­ლი გან­საზღ­ვ­რავს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის ინ­დექსს. რე­ა­ლუ­რად, კვლე­ვა ყვე­ლა კითხ­ვას პა­სუ­ხობს, რაც ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მი­მართ ჩნდე­ბა და პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მძი­მეა – მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი ბავ­შ­ვე­ბის 37.8%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა.

რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის აღ­მოფხ­ვ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა ბერ­კე­ტე­ბი არ­სე­ბობს იმის­თ­ვის, რომ და­ვიც­ვათ ისი­ნი უკი­დუ­რე­სი სი­ღა­ტა­კის­გან? ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ იურის­ტი სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

 

2023 წე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო იმით, რომ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, მო­ამ­ზა­და ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვა, რო­მელ­შიც არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო მო­ნა­ცე­მე­ბია – 245 ათა­სამ­დე ბავ­შ­ვი იღებს სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ელია. სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის მი­ღე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი, ანუ ის 245 ათა­სამ­დე ბავ­შ­ვი, რე­ა­ლუ­რად, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სი­ღა­რი­ბის ინ­დექ­სის გა­სა­ზო­მად, 16 ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან, მი­ნი­მა­ლურ სამ სა­ჭი­რო­ე­ბა­საც კი.

ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, შე­სუ­ლი ბავ­შ­ვის და­ნაკ­ლი­სის ინ­დექ­სის და­ან­გა­რი­შე­ბა­ში:

რამ­დე­ნი­მე ახა­ლი (არა მე­ო­რა­დი) ტან­საც­მე­ლი;

ორი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად ერ­გე­ბა;

ნედ­ლი ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად ;

ხორ­ცი, ქა­თა­მი, თევ­ზი ან მა­თი ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად;

ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი წიგ­ნე­ბი სახ­ლ­ში (სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის გა­მოკ­ლე­ბით);

გა­სარ­თო­ბი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი ღია ცის ქვეშ;

ოთა­ხის თა­მა­შე­ბი, ბავ­შ­ვის გარ­თო­ბა/დას­ვე­ნე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნა;

დრო­დად­რო მე­გობ­რე­ბის და­პა­ტი­ჟე­ბა სა­თა­მა­შოდ ან სა­დი­ლად;

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო ექ­ს­კურ­სი­ებ­სა და სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რაც გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა ჯდე­ბა;

არ­და­დე­გე­ბი სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით;

და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი (ქი­რა, იპო­თე­კა, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი და სხვ.);

ადეკ­ვა­ტუ­რად თბი­ლი სახ­ლი;

კერ­ძო მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის ავ­ტო­მო­ბი­ლის ან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტაქ­სის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა.

ნამ­დ­ვი­ლად ასეა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბე და ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ამ მო­საზ­რე­ბა­ში. თა­ვის­თა­ვად, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცია და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი (რო­მე­ლიც 2007 წელს მი­ვი­ღეთ) – ორი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი, ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვებს აქვთ უფ­ლე­ბა ცხოვ­რობ­დ­ნენ შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­ში, სა­დაც მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ოთხე ბავ­შ­ვი არის სი­ღა­რი­ბის ქვეშ. შე­სა­ბა­მი­სად, აქ ისიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ორა­სი ლა­რი, რო­მელ­საც შემ­წე­ო­ბის სა­ხით იღე­ბენ, რე­ა­ლუ­რად, საკ­მა­რი­სი არ არის და ლო­გი­კუ­რად, ბავ­შ­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ანუ მხო­ლოდ ეს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა არ არის ის ქმე­დე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას რე­ა­ლუ­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. იუნი­სეფ­მა, ამა­ვე კვლე­ვით, თქვა, რომ აუცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს პო­ლი­ტი­კა, კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­წე­რი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა, რო­გორ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ბავ­შ­ვე­ბი და ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, 200-ლა­რი­ა­ნი შემ­წე­ო­ბა მარ­თ­ლაც შემ­წე­ო­ბაა და არა დახ­მა­რე­ბა, რად­გან 200 ლა­რად ბავ­შ­ვებს, ყო­ველ­თ­ვე, ვერ ვუ­ყი­დით სა­თა­მა­შოს, წიგ­ნებს, ტან­საც­მელს, საკ­ვებს და ა.შ., ანუ ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ კრი­ტე­რი­უმს. სწო­რედ ამი­ტომ, კი­დევ ერ­თხელ, ხაზ­გას­მით ვიტყ­ვი, რომ სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად მხო­ლოდ 200-ლა­რი­ა­ნი შემ­წე­ო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის და სა­ჭი­როა, არ­სე­ბობ­დეს სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა და პო­ლი­ტი­კა ბავ­შ­ვე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

მე­ო­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, რა­ზეც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, მათ შო­რის, შშმ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, ანა­ლო­გი­უ­რად, 200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ (თუ ბავ­შ­ვი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა და თან სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მაა). ლო­გი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ერ­თ­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ჰქონ­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მ­წი­ფო ასე აფა­სებს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­კითხიც ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია. შშმ ბავ­შ­ვებს და მათ ოჯა­ხებს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ბა­რი­ე­რე­ბი აქვთ, ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბათ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, იმ ბავ­შ­ვებ­თან შე­და­რე­ბით, ვი­საც ეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ აქვთ. აქ თუ მხო­ლოდ სი­ღა­რი­ბეა პრობ­ლე­მა, შშმ პი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­ღა­რი­ბეს­თან ერ­თად, და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტი შე­მო­დის, რაც ასე­ვე გა­მოწ­ვე­უ­ლია იმ სერ­ვი­სე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით, რა­საც შშმ ბავ­შ­ვე­ბი უნ­და იღებ­დ­ნენ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან. ეს სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რია რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან დე­და­ქა­ლაქ­სა და დიდ ქალა­ქებ­ში, მეტ-ნაკ­ლე­ბად, არ­სე­ბობს მათ­თ­ვის სერ­ვი­სე­ბი, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეს სა­კითხი უფ­რო მწვა­ვედ დგას.

სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა, დღეს, ვერ პა­სუ­ხობს ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის გა­მოწ­ვე­ვას, თა­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა ვერ პა­სუ­ხობს რე­ა­ლო­ბას. იმა­ვე კვლე­ვა­ში ძა­ლი­ან კარ­გად იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რომ ეს მიდ­გო­მა ხან­ძ­რის ჩაქ­რო­ბას ჰგავს, მა­გა­ლი­თად, ბავშვს თუ შა­ქა­რი ან პუ­რი არ აქვს, მხო­ლოდ ამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მ­წი­ფოს 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, თო­რემ გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში არ არ­სე­ბობს ხედ­ვა, რომ­ლი­თაც სი­ღა­რი­ბეს დაძ­ლევს და აღ­მოფხ­ვ­რის ოჯა­ხებ­ში, იქ­ნე­ბა ეს და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა თუ სკო­ლებ­ში ბავ­შ­ვე­ბის კვე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ ნუტ­რი­ცი­უ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ოჯახ­ში, საკ­ვებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში რომ იღებ­დ­ნენ. ესეც კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც გა­მო­ყო იუნი­სეფ­მა და კი­დევ ბევ­რი სხვა პროგ­რა­მა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლი­თაც ბავ­შ­ვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე, ასე­თია სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა.

მე­სა­მე თე­მა­ზეც მინ­და ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა – ეს არის სი­ღა­რი­ბის გა­მო ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხი­დან გან­ცალ­კე­ვე­ბის სა­კითხი. ეს პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან მწვა­ვედ იდ­გა და დღე­საც დგას – ოჯა­ხე­ბი­დან, რომ­ლებ­საც არ აქვთ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბი გაჰ­ყავთ. ისი­ნი შორ­დე­ბი­ან მშობ­ლებს, ოჯა­ხის წევ­რებს, მშობ­ლი­ურ გა­რე­მოს და, კარგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­დი­ან მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში, და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში – სა­ო­ჯა­ხო ტი­პის საცხოვ­რი­სებ­ში. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი ამა­ზე გა­სულ წელ­საც წერ­და, იმის წი­ნა წელ­საც და უთი­თებ­და, რომ ბავ­შ­ვის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნის მი­ზე­ზად ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა კონ­ვენ­ცი­ი­სა და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის პრინ­ცი­პებს.

კა­ნონ­ში წე­რია, ბავ­შ­ვის სი­ღა­რი­ბის სა­ფუძ­ვ­ლით ოჯა­ხის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ასეთ დროს, აუცი­ლე­ბე­ლია, ოჯა­ხე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­აძ­ლი­ე­როს, ხე­ლი შე­უწყოს ბავ­შ­ვის ოჯახ­ში დარ­ჩე­ნის პრო­ცესს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­ფუძ­ვ­ლით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით გა­დი­ოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი ოჯა­ხე­ბი­დან. თუმ­ცა, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო აღარ უთი­თებს სი­ღა­რი­ბეს, რო­გორც სა­ფუძ­ველს და ახ­ლა მარ­ტი­ვად („ჭკუა იხ­მა­რეს“) წე­რენ, რომ მშობ­ლის მხრი­დან ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფაა ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხი­დან გას­ვ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი. რას ნიშ­ნავს უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა? მშო­ბე­ლი იაზ­რებს ამას და იცის, რომ მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მო­დან გაყ­ვა­ნა ბავშვს აზი­ა­ნებს, მაგ­რამ გან­ზ­რახ აკე­თებს. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ახ­ლა ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უჭირთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა, შვილს ჩა­ის და პუ­რის მე­ტი ვე­რა­ფე­რი აჭა­მონ, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს უგულე­ბელ­ყო­ფა კი არ არის, მას ფი­ნან­სუ­რად არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მე­ტი გა­უ­კე­თოს შვილს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რო­მელ­შიც მათ უწევთ ცხოვ­რე­ბა და არა ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­ზ­რახ უგულ­ე­ბელ­ყო­ფა, მშობ­ლის მხრი­დან.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ოჯა­ხებს და­ვა­ვა­ლოთ, ნუტ­რი­ცი­უ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი მის­ცენ შვი­ლებს, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო არ და­ეხ­მა­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ა­ლუ­რად, სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი არ შემ­ცირ­და, სა­ხელ­მ­წი­ფომ, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კრი­ტი­კის შემ­დეგ, შეც­ვა­ლა მიდ­გო­მა და გა­დაწყ­ვი­ტა, რომ სი­ღა­რი­ბე კი აღარ ჩა­წე­როს ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნის მი­ზე­ზად, არა­მედ მშობ­ლის მხრი­დან ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა.

უფა­სო სას­კო­ლო კვე­ბა

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, უფა­სო სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვა. იუნი­სე­ფის კვლე­ვა­ში წე­რია, რომ სკო­ლის სა­ა­თებ­ში საკ­ვე­ბის არ მი­ღე­ბა ბევ­რად უფ­რო ხში­რია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში (44.9%), ვიდ­რე ამ და­ნაკ­ლი­სის არ­მ­ქო­ნე პი­რებ­თან. ეს ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სი, არა­სო­დეს იკ­ვე­ბე­ბი­ან სკო­ლის სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის 44,9% თუ საკ­ვებს უფა­სოდ მი­ი­ღებს. სკო­ლა­ში რომც იყოს კვე­ბის სივ­რ­ცე (ბუ­ფე­ტი, კა­ფე…), ისი­ნი მა­ინც ვერ შეძ­ლებ­დ­ნენ საკ­ვე­ბის ყიდ­ვას, ამის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. 200-ლა­რი­ა­ნი შემ­წე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლი ბავ­შ­ვი შეძ­ლებს, ყო­ველ­დღი­უ­რად, საკ­ვე­ბის ყიდ­ვას სკო­ლა­ში? აუცი­ლებ­ლად მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმა­საც, რომ სას­კო­ლო კვე­ბა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც შია და არ აქვს საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი სახ­ლ­ში, სრულ­ყო­ფილ გა­ნათ­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს. არა მხო­ლოდ იუნი­სე­ფის, სხვა კვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ბო­ლო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მში­ერ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უჭირთ კონ­ცენ­ტ­რა­ცია და ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ მუ­ცე­ლი სტკი­ვათ ან თა­ვი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მო­კითხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა – 83% ამ­ბობს, რომ სკო­ლა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს ბავ­შ­ვის კვე­ბას, მათ შო­რის არი­ან მშობ­ლე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. აქე­დან 74% ამ­ბობს, რომ მზა­დაა გა­და­ი­ხა­დოს საკ­ვე­ბის ფუ­ლი, თუ, რა თქმა უნ­და, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, თან­ხის გა­დახ­დის სურ­ვი­ლი ვერ ექ­ნე­ბათ იმ ოჯა­ხებს, სა­დაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

სი­ღა­რი­ბე ყვე­ლა სფე­როს მი­ე­მარ­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად – ყვე­ლა უფ­ლე­ბას. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რო­ბენ, ვერც სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ვერც ჯან­დაც­ვა, გარ­თო­ბა, თა­მა­ში და ნე­ბის­მი­ე­რი ის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­ვენ­ცი­ი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი – გან­ვი­თა­რე­ბა, მა­თი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მათ შო­რის, უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუთხი­თაც, ანუ ეს და­ნარ­ჩენ უფ­ლე­ბებ­თა­ნაა კავ­შირ­ში და ბმა­ში.

რო­გორ ვა­ი­ძუ­ლოთ სა­ხელ­მ­წი­ფო, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად?

ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფოს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნა­კის­რი აქვს მას შემ­დეგ, რაც მო­ახ­დი­ნა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ამ სტან­დარ­ტით, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, სა­ხელ­მ­წი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და არა უფ­ლე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი და­იც­ვას სი­ღა­რი­ბის­გან. თუმ­ცა, იძუ­ლე­ბის მექა­ნიზ­მ­ზე რა გითხ­რათ… არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მუდ­მი­ვად უნ­და აც­ნო­ბონ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამ კუთხით, ჩვენს ქვე­­ყა­ნა­ში. მათ შო­რის, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, ამ კვლე­ვით, ძა­ლი­ან კარ­გად იცის რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი ბერ­კე­ტია ამ სა­კითხ­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით, რომ გვქონ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­ვა ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს­თან, რო­მელ­მაც, სი­ღა­რი­ბის გა­მო, სა­მი წლით, ორი ბავ­შ­ვი და­ა­შო­რა დე­დას. ბავ­შ­ვე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ფეხ­საც­მე­ლი არ ჰქონ­დათ, სკო­ლა­ში რომ ევ­ლოთ, „მრცხვე­ნო­და სკო­ლა­ში წას­ვ­ლის იმი­ტომ, რომ იქ ბავ­შ­ვე­ბი და­მა­ბუ­ლინ­გებ­დ­ნენ, და­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მ­ლის გა­მო“. სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს ბავ­შ­ვე­ბი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში გა­იყ­ვა­ნა. რაც მთა­ვა­რია, ოჯა­ხი­დან ბავ­შ­ვე­ბი სი­ღა­რი­ბის გა­მო გა­იყ­ვა­ნა და, მა­თი გაყ­ვა­ნის მო­მენ­ტი­დან­ვე, დე­დას და ერთ ჩვილ ბავშვს, რომ­ლე­ბიც ოჯახ­ში დარ­ჩ­ნენ, შე­უწყ­ვი­ტა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. რო­ცა ვე­კითხე­ბო­დით, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თეს, პა­სუ­ხი არ ჰქონ­დათ. სა­სა­მარ­თ­ლომ და­ად­გი­ნა დარ­ღ­ვე­ვა – ბავ­შ­ვე­ბი უკა­ნო­ნოდ იყ­ვ­ნენ გაყ­ვა­ნი­ლი და ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბაც და­ა­კის­რა სა­ხელ­მ­წი­ფოს, 35 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. რა თქმა უნ­და, ნამ­დ­ვი­ლად კა­ნო­ნის დარ­ღ­ვე­ვა იყო, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნათ ოჯა­ხი, შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბი. სი­ღა­რი­ბის სა­ფუძ­ვ­ლით ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნა უკი­დუ­რე­სი ზო­მაა. თუ შენ არ და­ეხ­მა­რე, არ გა­აძ­ლი­ე­რე და უბ­რა­ლოდ ხე­ლი მო­კი­დე და გა­იყ­ვა­ნე ოჯა­ხი­დან, მო­ა­შო­რე მშო­ბელს, რა თქმა უნ­და, ამით უხე­შად არ­ღ­ვევ მის უფ­ლე­ბებს. ასე ვიბ­რ­ძ­ვით, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი კუთხით. თუ რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა და­ირ­ღ­ვე­ვა, გვწამს და გვჯე­რა, რომ სა­სა­მარ­თ­ლოა ის უწყე­ბა და ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს აიძუ­ლებს, და­ი­ნა­ხოს მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და აიძუ­ლებს აღას­რუ­ლოს კა­ნო­ნი. ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ და­ვეხ­მა­რეთ ბავ­შ­ვებს, და­ვაბ­რუ­ნეთ ოჯახ­ში. მათ ძა­ლი­ან დი­დი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, ეცხოვ­რათ დე­დას­თან ერ­თად, თუნ­დაც იმ სი­ღა­რი­ბე­ში. რო­დე­საც ეს საქ­მე მო­ვი­გეთ, უკ­ვე და­იძ­რა სა­კითხი, რომ სი­ღა­რი­ბე აღარ ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი. ამ პრე­ცე­დენ­ტ­მა სის­ტე­მურ დო­ნე­ზეც გარ­კ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია და ახ­ლა უკ­ვე აქ­ტი­უ­რად მი­დის მსჯე­ლო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ბავ­შ­ვი ოჯახს და­უბ­რუნ­და, რა მოხ­და მე­რე, სა­ხელ­მ­წი­ფომ იზ­რუ­ნა მის სო­ცი­ა­ლურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე?

ბავ­შ­ვე­ბი ახ­ლაც ანა­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, დღე­საც უჭირთ, აქვთ პრობ­ლე­მე­ბი და ისევ მხო­ლოდ 200-ლა­რი­ან შემ­წე­ო­ბას იღე­ბენ. უბ­რა­ლოდ, ხმა ამო­ი­ღეს, და­იწყეს ბრძო­ლა და და­უბ­რუნ­დ­ნენ ოჯახს. ეს საქ­მე გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ზემ­დ­გომ ინ­ს­ტან­ცი­ებ­ში, თუმ­ცა, ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ბავ­შ­ვებ­მა აქამ­დე გა­მო­ი­ა­რეს, მათ­თ­ვის გა­დარ­ჩე­ნის ტოლ­ფა­სი იყო – და­უბ­რუნ­დ­ნენ დე­დას. იცით კი­დევ რა არის სა­ინ­ტე­რე­სო ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვე­ბი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში გა­და­ვიდ­ნენ, სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მა­ინც ჰქონ­დათ, სა­ხელ­მ­წი­ფომ ვერც მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში უზ­რუნ­ველ­ყო, დახ­მა­რე­ბო­და მათ, მი­ე­ღოთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და აღარ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი. ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია, ამი­ტომ კომ­პ­ლექ­სუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და სის­ტე­მუ­რი გეგ­მის არ­სე­ბო­ბა სჭირ­დე­ბა მის მოგ­ვა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რი­შებს თუ ნა­ხავთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­ღა­რი­ბის სა­ფუძ­ვ­ლით, ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხე­ბი­დან გაყ­ვა­ნის ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვაა.

მახ­სენ­დე­ბა ერ­თი ბავ­შ­ვი აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბი­დან, რომ­ლის სახ­ლიც და­ან­გ­რი­ეს, უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბის გა­მო. მშო­ბელს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ამი­ტომ ვე­კითხე­ბო­დით რა სჭირ­დე­ბო­და, ხომ არ უნ­დო­და, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ (ეს სიტყ­ვე­ბი არც ერთ ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს არ ამოგ­ვ­დის ყუ­რე­ბი­დან), ბავშვს ყვე­ლი არ ჰქონ­და გა­სინ­ჯუ­ლი, ანუ არ იცო­და რა იყო ყვე­ლი, ხორ­ცი… მი­სი ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი იყო ჩაი და პუ­რი. ძა­ლი­ან მძი­მე იყო ამის მოს­მე­ნაც და ისიც, რომ ასეთ ბავ­შ­ვებს და მათ ოჯახს, ყო­ველ­გ­ვა­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, და­უნ­გ­რი­ეს სახ­ლი. სხვა­თა შო­რის, სა­სა­მარ­თ­ლო­მაც უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნია ეს ქმე­დე­ბა და და­წე­რა – ეს სახ­ლი რომ არ დან­გ­რე­უ­ლი­ყო, პრო­ცე­სე­ბი აუცი­ლებ­ლად გა­ჩერ­დე­ბო­და, ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის გა­მო.

და რო­ცა ამ­დე­ნი ბავ­შ­ვი შიმ­ში­ლობს, გა­მო­სა­ვა­ლი რა არის?

კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ვიდ­რე სა­ხელ­მ­წი­ფო არ შე­ი­მუ­შა­ვებს გეგ­მას, არ ექ­ნე­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სა და ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა, სი­ღა­რი­ბი­დან ოჯა­ხე­ბის გა­მოყ­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი და სერ­ვი­სე­ბი, ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უფ­რო და უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა, მხო­ლოდ ფუ­ლა­დი სა­ხით გა­მო­ხა­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბით, ისიც არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით, რა თქმა უნ­და, სი­ღა­რი­ბეს ვერ დავ­ძ­ლევთ.

ესუბრა ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები