12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სკო­ლა­ში

spot_img

17 თე­ბერ­ვალს, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე –  „სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სკო­ლა­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა იყო. კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გერ­მა­ნუ­ლი ფონ­დის Bread for the World-ის (BfdW) ფი­ნან­სუ­რი თა­ნად­გო­მით.

საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო პა­ნე­ლუ­რი და ღია დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა სკო­ლის ბა­ზა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და მის ხელ­შემ­წყობ თუ ხელ­შემ­შ­ლელ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კონ­ფერე­ნ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და პროგ­რა­მე­ბი გა­აც­ნეს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, შე­სა­ბა­მის სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­მა; სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი წა­რად­გი­ნეს შემ­დეგ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და პროგ­რა­მებ­მა: კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მა, შა­ვი და ბალ­ტი­ის ზღვის ალი­ან­სი, USAID -ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, MAC GEORGIA და ილი­ას სა­მარ­თ­ლის ცენ­ტ­რი.

CTC-ის სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მე­რი ქა­და­გი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა-ლა­ბის მუ­შა­ო­ბას, პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გან­მარ­ტავს, რომ „კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მა 2021 წლი­დან ცდი­ლობს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­სა და პრაქ­ტი­კა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და, უფ­რო ფარ­თოდ, ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის სა­კითხე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას. აღ­ნიშ­ნულს დიდ­წი­ლად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ: ერ­თი –  უშუ­ა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლის გავ­რ­ცე­ლე­ბა და და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რა უნი­ვერ­სა­ლურ დო­ნე­ზე სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე და მე­ო­რე –  სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს.

2022 წლი­დან კი, სკო­ლა-ლაბ­მა აქ­ტი­უ­რად და­იწყო სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თ­ულე­ბით მუ­შა­ო­ბა – პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ვი­მუ­შა­ვეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რო­მელ­საც თან ერ­თ­ვის თვით­მარ­თუ­ლი კურ­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც უკ­ვე 300-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა. მო­დე­ლის უფ­რო ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით ხუთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან  სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში.

სა­ერ­თო ჯამ­ში, პროგ­რა­მა 15 სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, 160 მას­წავ­ლე­ბელ­თან, 977 მოს­წავ­ლეს­თან. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გზით, ასე­ვე ვთა­ნამ­შ­რომლობთ 32 სკო­ლას­თან, მას­წავ­ლე­ბელ­თა ონ­ლა­ინ კურ­სი და პი­რის­პირ გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, ჯამ­ში, 300-ზე მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა.

გა­მოც­დი­ლე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნელ­ოვა­ნია სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე თა­ნმიმ­დევ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი მუ­შა­ო­ბა. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვი­ნა­ი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის არა მ­ხო­ლოდ გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, არა­მედ მა­თი მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ვიწყეთ ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­ვა­ჯა­მეთ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მე­ბის და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო  თუ სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის სა­ერ­თო ხედ­ვე­ბი. ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, ეტა­პობ­რი­ვად, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ხდე­ბა პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რიგ­შიც, ჩვენც, ყო­ველ­თ­ვის ღია ვართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის სა­ჯა­რო უწყე­ბებ­თან თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან“.

🔎 რას გუ­ლის­ხ­მობს სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და რო­გორ უწყობს ხელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში პრო­ექ­ტის პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფსი­ქო­ლო­გი ლი­კა ქურ­ცი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ „მოს­წავ­ლე­ე­ბის ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა უფ­რო და უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა მსოფ­ლიო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აძ­ლი­ე­რებს რო­გორც მოქ­მედ, ასე­ვე მო­მა­ვალ პე­და­გო­გებს და მხარს უჭერს მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას“.

 

ლი­კა ქურ­ცი­კი­ძე

☑️ რას ნიშ­ნავს სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან ფარ­თო ტერ­მი­ნია და ბევ­რ­ნა­ი­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ სწავ­ლა­საც ეძა­ხი­ან, სწავ­ლე­ბა­საც, გან­ვი­თა­რე­ბა­საც, მხარ­და­ჭე­რა­საც და ა.შ., მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იდეა არის ის, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მამ, აკა­დე­მი­უ­რი ხელ­შეწყო­ბი­სა და საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის შე­ძე­ნას­თან ერ­თად, უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შ­ვებ­ში ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას­თან, ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლად თა­ნაცხოვ­რე­ბას­თან და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას­თან. ამი­ტომ, რო­ცა სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ ნე­ბის­მი­ერ გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა მ­ხო­ლოდ აკა­დე­მი­ურ მიზ­ნებ­ზე, არა­მედ მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც ბავშვებს ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დაბ­რ­კო­ლე­ბებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში სჭირ­დე­ბათ, რა­თა იოლად ადაპ­ტირ­დ­ნენ ცვა­ლე­ბად გა­რე­მოს­თან.

მო­დე­ლი, რო­მელ­საც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ, ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი არ არის. სკო­ლებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე ბა­ზი­სუ­რი, ანუ პირ­ვე­ლა­დი, უნი­ვერ­სა­ლუ­რი დო­ნეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ზო­გად პრაქ­ტი­კა­ში, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის (თუ რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვა არ არ­სე­ბობს მათ ცხოვ­რე­ბა­ში, ან რა­მე და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა, ან და­მა­ტე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი) ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი დო­ნე საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი ჰარ­მო­ნი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს.

☑️ რა არის სა­ბა­ზი­სო პრაქ­ტი­კა

ზო­გად პრაქ­ტი­კა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ: 1. მას­წავ­ლე­ბელს აქვს გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბავ­შ­ვებ­თან, პო­ზი­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებს; 2. ბავ­შ­ვებს უქ­მ­ნის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ და მკა­ფიო გა­რე­მოს, მათ იცი­ან, რა არის აქ მი­ღე­ბუ­ლი, რა მო­ლო­დი­ნე­ბი არ­სე­ბობს მათ მი­მართ, რის მე­რე რა მოხ­დე­ბა და არ ცხოვ­რო­ბენ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და 3. მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­ტერე­ს­დე­ბა, რას ფიქ­რო­ბენ  და გრძნო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი. ერ­თი მხრივ, ცდი­ლობს, ეს წა­მო­წი­ოს და და­აკ­ვირ­დეს კი­დეც და, მე­ო­რე მხრივ, შე­სა­ბა­მი­სად ირე­ა­გი­როს. ზო­გა­დად რომ შევ­ხე­დოთ, ით­ვ­ლე­ბა, რომ ასე­თი ტი­პის მას­წავ­ლე­ბე­ლი უკ­ვე თა­ვის­თა­ვა­დაც ხელს უწყობს  ბავ­შ­ვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ მა­ინც ვამ­ბობთ, რომ ეს არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აქე­დან უნ­და და­იწყოს. ზო­გი­ერთს თა­ვი­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­დან, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ექ­მ­ნე­ბა და ამი­ტომ მე­ტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლის გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლია. ეს უკ­ვე და­ნერ­გ­ვის სხვა დო­ნე­ე­ბია – მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი დო­ნე, რო­ცა შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შაო ბავ­შ­ვ­თან. ჯერ­ჯე­რო­ბით, რაც აქამ­დე გა­ვა­კე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი ეხე­ბა უნი­ვერ­სა­ლურ დო­ნეს. ეს უნ­და იყოს ყვე­ლა­ზე მყა­რი, რად­გან ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნობის ბავშვს ეხე­ბა. ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოწყ­ვ­ლა­დე­ბი არი­ან და სპე­ცი­ფი­კუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბათ, უფ­რო ცო­ტა­ნი არი­ან. ანუ, რაც უფ­რო ძლი­ე­რია ფუნ­და­მენ­ტუ­რი ჩა­რე­ვა, მით უფ­რო ნაკ­ლებ ბავშვს სჭირ­დე­ბა შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი მხარ­და­ჭე­რა.

☑️ რას ვა­კე­თებთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფარ­გ­ლებ­ში? 

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­ვა­კე­თეთ 25-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სი — სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სკო­ლა­ში. ეს კურ­სი არ არის შეზღუ­დუ­ლი და მი­სი გავ­ლა ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის თუ სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია. ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი, რაც კურსს აქვს, ის არ არის თე­ო­რი­უ­ლი. გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს არის თე­მა, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ჯერ სა­კუ­თარ თავ­ზე იფიქ­როს, თა­ვად რო­გორ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ანუ ჯერ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­ზე და­ფიქ­რ­დეს რო­გორ მარ­თ­ავს და ამის შემ­დეგ ას­წავ­ლოს ბავ­შ­ვებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჩა­რე­ვის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გიაა, მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს მო­დე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის და თუ რეფ­ლექ­სუ­რი არ იქ­ნე­ბა თა­ვის უნა­რებ­ზე, რთუ­ლია ბავ­შ­ვის­თ­ვის გახ­დეს მო­დე­ლი. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტრე­ნინ­გი მთლი­ა­ნად პრაქ­ტი­კულ სა­ვარ­ჯი­შო­ებ­ზე აეწყო, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვის თავ­ზე გა­მოს­ცა­დოს, რას ნიშ­ნავს ესა თუ ის კომ­პე­ტენ­ცია და რო­გორ ვლინ­დე­ბა ის. შემ­დეგ, რო­ცა პრაქ­ტი­კა­ში სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოც­დი­ან, გა­ცი­ლე­ბით ემ­პა­თი­უ­რე­ბი ხდე­ბი­ან. ეს და­დე­ბი­თი მხა­რეც აქვს ჩვენს ტრე­ნინგს – სურ­ვილს უჩენს მას­წავ­ლე­ბელს, ეს საქ­მე აკე­თოს, მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია ზრდას­რუ­ლის პრინ­ცი­პებ­ზე. აქ­ცენ­ტი არ კეთ­დე­ბა იმა­ზე, რომ დას­წ­რე­ბა­ში მი­ი­ღოს სერ­ტი­ფი­კა­ტი ან რა­ღაც ქუ­ლე­ბი, და­ვა­ლე­ბე­ბი აკე­თოს და ა.შ., მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტრე­ნინ­გე­ბის კურ­სი უკ­ვე გა­მოვ­ცა­დეთ. 90-მა ადა­მი­ან­მა გა­მო­აგ­ზავ­ნა გა­ნაცხა­დი, ვი­საც სურ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ­გან 20 მსმე­ნე­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ და ტრე­ნინ­გე­ბი პი­რის­პირ ჩა­ვუ­ტა­რეთ. პი­ლო­ტის შემ­დეგ, გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­ვი­ტა­ნეთ. სა­ბო­ლო­ოდ კუ­რსი უნი­ვერ­სი­ტეტს გა­და­ვე­ცით, რომ და­ამ­ტ­კი­ცოს. დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზაფხუ­ლი­დან შევ­ძ­ლებთ, ავა­მოქ­მე­დოთ რო­გორც სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო სატ­რე­ნინ­გო კურ­სი, მხო­ლოდ ეს უკ­ვე ფა­სი­ა­ნი გახ­დე­ბა მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ამის გარ­და, მე­ტი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის, კურ­სის უფ­რო ბი­უ­ჯე­ტუ­რი ონ­ლა­ინ ვერ­სი­აც გა­ვა­კე­თეთ. მე­ო­რე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც ასე­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­კეთ­და, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის­თ­ვის ერ­თ­სე­მეს­ტ­რი­ა­ნი, ერ­თ­კ­რე­დი­ტი­ა­ნი არ­ჩე­ვი­თი კურ­სია, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა. კურ­სის სა­ხე­ლია „სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა სკო­ლა­ში“, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა რო­გორც მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ისე მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თ­ვის, იმი­ტომ, რომ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პროგ­რა­მაც აქვს. რად­გან ორი­ვე რგო­ლი სკო­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კურ­სიც ისე მომ­ზად­და, რომ ორი­ვეს­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. კურ­სის შე­მუ­შა­ვე­ბის დროს, მომ­ზად­და ქარ­თულ ენა­ზე საკი­თხა­ვი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პა­ტა­რა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ფორ­მას მი­ი­ღებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მა­სა­ლა ამ კურ­სის­თ­ვის არის გა­მიზ­ნუ­ლი, თუმ­ცა, თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს.

🔎 რო­გორ ხდე­ბა სკო­ლებ­ში სო­­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტის და­ნერ­გ­ვა

პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რით, სო­­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტის არ­სე­ბულ სტან­დარ­ტ­ში ჩა­შე­ნე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­რგებ­ლის მომ­ტა­ნია რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რად­გან, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გარ­და, მის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­საც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს.

 

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩივ­თ­ქი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ანა ძი­ძი­გუ­რი გვიყ­ვე­ბა, რომ პრო­ექ­ტ­ში 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­ერ­თო, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა სკო­ლებ­ში რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, მით უფ­რო, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­თან, რად­გან მი­სი აზ­რით, ისი­ნი არ არი­ან ბო­ლომ­დე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მე­ტიც,  ვერ გრძნო­ბენ თავს სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. „რა თქმა უნ­და, ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არცოდ­ნაა. მარ­თა­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ სწო­რედ სო­ციოემო­ცი­უ­რი უნარე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბაა ის საყ­რ­დე­ნი, რა­ზეც უნ­და და­შენ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბა.

პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე: პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ვახ­დენთ ჩვენს საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტ­თან. კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც, ისე ვგეგ­მავთ გაკ­ვე­თილს, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ოთ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის სტან­დარ­ტ­ზე. მი­ნი­მუმ, ერთ აქ­ტი­ვო­ბას მა­ინც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მაგ­რამ ეს აქ­ტი­ვო­ბა არ არის რა­ღაც ცალ­კე მდგო­მი, არა­მედ სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მა­შია ჩა­შე­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ რო­მე­ლი­მე მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ებს გან­ვი­ხი­ლავთ, ხაზს ვუს­ვამთ პერ­სო­ნა­ჟის ემო­ცი­ებს, რას გრძნობ­და პერ­სო­ნა­ჟი, რო­დე­საც იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და იქ­ვე ვე­კითხე­ბი მოს­წავ­ლე­ებს: თქვენ რას იგ­რ­ძ­ნობ­დით მსგავს შემ­თხ­ვე­ვებ­ში? აქე­ცენ­ტებს ვა­კე­თებთ სო­ციოემო­ცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მი­სალ­მე­ბი­სა და დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის დროს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მოს­წავ­ლის ემო­ცი­უ­რი ეტა­პე­ბი – თავს რო­გორ გრძნობს, აქვს თუ არა გაკ­ვე­თი­ლის გან­წყო­ბა, თუ რა­მე აწუ­ხებს და­ვუთ­მოთ დრო ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბარს. ახა­ლი მე­თო­დის  ან აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებს ვე­კითხე­ბი რო­გორ გრძნობ­დნენ თავს ამ აქ­ტი­ვო­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, ხომ არ იყო მათთ­ვის ზედ­მე­ტად რთუ­ლი, რა ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ და ა.შ. მუდ­მი­ვად უნ­და ვი­ღებ­დეთ მათ­გან უკუ­კავ­შირს.

პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვამ სა­კუ­თარ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზეც და­მა­ფიქ­რა, ანუ რამ­დე­ნად ვფლობ ამ თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის, თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის და ურ­თი­ერ­თო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ებს, რა სა­ფე­ხურ­ზე ვარ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც მო­ვუ­მა­ტე. მა­გა­ლი­თად, ჩა­მო­იმ­ს­ხ­ვ­რა სტე­რეო­ტი­პი იმის შე­სა­ხებ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი კარ­თან უნდა და­ტო­ვოს და კლას­ში კარგ გან­წყო­ბა­ზე შე­ვი­დეს. იმი­ტომ, რომ ეს არ არის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზის გა­მო მოწყე­ნი­ლი ვარ, კლას­ში გა­ღი­მე­ბუ­ლი შევი­დე და თა­ვი მო­ვაჩ­ვე­ნო? პი­რი­ქით, მოს­წავ­ლე­ებს ვუ­ზი­ა­რებ ამ გან­წყო­ბას, გან­ც­დებს, რომ ესა და ეს შე­მემ­თხ­ვა და ამის გა­მო ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ – იმე­დი მაქვს, თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით გან­წყო­ბა ამი­მაღ­ლ­დე­ბა; თქვე­ნი აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან  გა­მა­ხა­ლი­სებს და ა.შ. მსგავ­სი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა და პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ებ­საც უბიძ­გებს, რომ თვი­თო­ნაც იყ­ვ­ნენ გახ­ს­ნი­ლე­ბი, გაგ­ვი­ზი­ა­რონ ემო­ცი­ე­ბი და თქვან რო­გორ გრძნო­ბენ თავს გაკ­ვეთ­ილის და­საწყის­ში, აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დე­გაც და გაკ­ვეთ­ილის ბო­ლო­საც.

რო­გორც გითხა­რით, ამ პრო­ექტს სკო­ლა­ში ოქ­ტომ­ბ­რის თვი­დან ვნერ­გავთ. მე ავირ­ჩიე მერ­ვე კლა­სი და თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი. ანუ, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლემ სწო­რად რომ შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და კავ­ში­რი ემო­ცი­ას, ფიქ­რ­სა და გრძნო­ბას შო­რის. მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ეს არის ჯაჭ­ვი – აზ­რი იწ­ვევს ქცე­ვას.

მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია. ბო­ლო ათ­წ­ლე­ულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ სო­­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა არა მ­ხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს, არა­მედ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, მო­მა­ვალ­ში კი ხელს შე­უწყობს მა­თი და­საქ­მე­ბის და სრულ­ფა­სო­ვან მოქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს.“

 

ჩვე­ნი მე­ო­რე რეს­პონ­დენ­ტი, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე, ბაღ­და­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რია. ლა­ლი აბ­ჟან­და­ძე, ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ „წიგ­ნი­ე­რის“ და სკო­ლა-ლა­ბის ერთ-ერ­თი დამ­ფუ­ძნებ­ლის და მი­სი­ვე კო­ლე­გის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის, ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით შე­იტყო, რო­მე­ლიც  თა­ვად იყო პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. სწო­რედ მან და­ნერ­გა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლის მას­წ­ავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ერ­თი­ან­და, მათ შო­რის, ბაღ­და­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან 5 პე­და­გო­გი. ლა­ლი აბ­ჟან­და­ძე იხ­სე­ნებს, რომ პრო­ექ­ტის ყვე­ლა ეტა­პი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა, დაწყე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინგ-კურ­სით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გაც­ნო­ბით, შემ­დეგ კი, უშუ­ა­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. „8-ეტა­პი­ა­ნი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გვქონ­და, ამის გარ­და, ორეტა­პი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და კო­ლე­გებ­თან და მშობ­ლებ­თან, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვიწყეთ  სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და­ნერ­გ­ვა. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნ­და — ერ­თი, რომ კო­ლე­გებს გვქონ­და ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მე­ო­რე მხრივ,  გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვა და ისე შე­ტა­ნა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. ალ­ბათ, ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა და სა­გაკ­ვეთ­ილო პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ხელს უწყობს მა­თი ფორ­მი­რე­ბის პრო­ცესს.

რო­გორც პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეს და რო­გორც სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მოგ­ვეწყო შეხ­ვედ­რე­ბი კო­ლე­გებ­თან გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. შემ­დეგ, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­უ­ლი კლა­სის სხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ვის­თ­ანაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ეს პრო­ექ­ტი. ასე­ვე გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი მშობ­ლებ­თან და ბევრ დე­ტალ­ზე შევ­თან­ხ­მ­დით. რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით, ეს მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მო­კითხ­ვით გა­ირ­კ­ვა, ანუ კითხ­ვა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვად­გი­ნეთ, რო­მე­ლი კომ­პო­ნენ­ტი იყო მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი –  თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა, თვით­რე­გუ­ლა­ცია თუ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

რო­გორ ვახ­დენთ პრაქ­ტი­კა­ში ამ უნა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას? მა­გა­ლი­თად, ვას­წავ­ლი ლექსს „ვეფხი­სა და მოყ­მი­ს“. თუ­კი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­მი კომ­პო­ნენ­ტი­დან, ჩემს კლას­ში, თვით­რე­გუ­ლა­ციაა ჩე­მი მი­ზა­ნი, ვმუ­შა­ობ იმა­ზე, რო­გორ ჩავ­შა­ლო ეს კომ­პო­ნენ­ტი სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მა­ში, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. აი, მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თილ­ზე ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ, რო­გო­რია პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხედ­ვის კუთხე, მა­თი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, შემ­დეგ ტექსტს ვუ­კავ­ში­რებ მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­წყო­ბას – შენ რა აზ­რის ხარ ავ­ტო­რის მთა­ვარ სათ­ქ­მელ­თან მი­მარ­თე­ბით? რო­გო­რია შე­ნი ემო­ცია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა… შენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი, რა ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი გაქვს ამ პრო­ცეს­თან და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დაგ­ვაქვს გაკ­ვე­თი­ლის ჭრილ­ში და ავ­სა­ხავთ კუ­რი­კუ­ლუმ­ში“.

🔎 სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მე­რი ქა­და­გი­ძე, აღ­ნიშ­ნავს, რომ CTC სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის იდე­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სას­კო­ლო კვე­ბის სა­კითხის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას, პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე, მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს. პროგ­რა­მის შე­დე­გე­ბის შე­ჯე­რე­ბამ კი­დევ ერ­თხელ და­ა­ნა­ხათ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის ბა­ზა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა მხარ­დამ­ჭე­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნი­ვერ­სა­ლურ დო­ნე­ზე შეძ­ლონ კლას­თან მუ­შა­ო­ბა და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა მოს­წავ­ლე­ებ­ში. „ამ თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად ავირ­ჩი­ეთ დამ­რი­გებ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა და სწო­რედ მათ­თ­ვის, გა­ზაფხულ­ზე, შევ­ძ­ლებთ ახა­ლი თვით­მარ­თუ­ლი კურ­სის შე­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ კლა­სის დო­ნე­ზე შეძ­ლონ მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა და კო­ლე­გე­ბის, მშობ­ლე­ბის სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა, მა­თი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის მხარ­დაჭ­ერა. სა­სურ­ვე­ლია, ერ­თი და იმა­ვე კლას­ში შემ­ს­ვ­ლელ პე­და­გო­გებს ჰქონ­დეთ ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბამ ისიც ცხად­ჰ­ყო, რომ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნელ­ვა­ნია სას­კო­ლო თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ინ­ფორ­მი­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცხა­დია, ვგუ­ლის­ხ­მობთ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, სკო­ლის ბა­ზა­ზე მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლო­გებს (თუ­კი ისი­ნი ჰყავს სკო­ლას), სოც­მუ­შა­კებს და მშობ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სას­კო­ლო თემს სხვა­დას­ხ­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ასე­ვე, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სას­კო­ლო თე­მის სხვა­დას­ხ­ვა წევ­რთან,  იქ­ნე­ბი­ან ეს მშობ­ლე­ბი, სკო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი თუ დამ­ხ­მა­რე პერ­სო­ნა­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ასე­თი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა უკ­ვე პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზეც მო­იყ­რის თავს და რე­ა­ლუ­რად მი­ვი­ღებთ უფ­რო მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ პო­ლი­ტი­კას მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც, ასე ვთქვათ, კარ­გი ჩარ­ჩო იქ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ და­ვი­ნა­ხოთ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ეს ას­პექ­ტი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ვე­ლო­დე­ბით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტის გა­და­ხედ­ვას და, შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ის პრო­ცესს, ვი­ნა­ი­დან ვთვლით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და აისა­ხოს ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში. ცხა­დია, მზად ვართ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები