27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სოფ­ლის სკო­ლა მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე რომ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო

spot_img

ნა­რი­მან მე­ლი­ქი­ძე

სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახ­კერ­პის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ხში­რად უს­ვა­მენ შე­კითხ­ვას: რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია? რამ გა­ნა­პი­რო­ბა? რას ნიშ­ნავს ის თქვენ­თ­ვის? და ა.შ.

1978 წელს, რო­დე­საც ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ ბა­ლან­თა­ში (ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნია, მაგ­რამ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ჯა­ვა­ხე­თია) მე­სა­მე კლა­სი და­ვამ­თავ­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, სკო­ლა და­ი­კე­ტა. მშობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ახალ­ცი­ხე­ში, სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში, თუმ­ცა იქ ცხოვ­რე­ბა დიდ­ხანს არ მო­მი­წია, მა­მას მა­მი­დაშ­ვილ­მა გა­და­მიყ­ვა­ნა თა­ვი­ან­თ­თან. ბი­ცო­ლა­ჩე­მი დო­დო ზედ­გი­ნი­ძე ფი­ლო­ლო­გია და სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. მან კი არ გამ­ზარ­და მხო­ლოდ, აღ­მ­ზარ­და და შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ენა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ბავ­შ­ვო­ბი­დან ვე­ზი­ა­რე მას­თან. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ბავ­შ­ვურ წარ­მო­სახ­ვა­ში მი­ზა­ნი გა­ა­ჩი­ნა – მეც გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი, დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დი მშობ­ლი­ურ სო­ფელს და არ და­მეშ­ვა, რომ შვი­დი, რვა, თუნ­დაც ათი და თორ­მე­ტი წლის ბავ­შ­ვე­ბი ოჯა­ხებს მოს­წყ­ვე­ტოდ­ნენ, და­შო­რე­ბოდ­ნენ მშობ­ლებს, და-ძმებს, ახ­ლობ­ლებს, ეტან­ჯათ და ფან­ჯ­რის კუთხი­დან ეც­ქი­რათ გზის­კენ, იქ­ნებ მო­მა­ვა­ლი დე­და და­ე­ნა­ხათ.

ოც­ნე­ბა ახ­და. სო­ფელ­ში რძლად მო­სულ­მა ცი­უ­რი ად­ვა­ძემ, რო­მელ­მაც 1985 წელს და­ამ­თავ­რა პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი კლა­სი მი­ი­ღო. მე ამ წელს და­ვამ­თავ­რე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 1989წელს, რა­ი­ო­ნის მე­თო­დის­ტე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით (მა­შინ მე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მქონ­და და ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იყო), მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტა­ბაწყუ­რის სომ­ხუ­რე­ნო­ვან სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. დამ­ხ­ვ­და ძა­ლი­ან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი პედ­კო­ლექ­ტი­ვი, რა­მაც უფ­რო შე­მაყ­ვა­რა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია. ახალ­გაზ­რ­და, გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი და სწო­რედ ჩე­მი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ტი­ვი ზრუ­ნავ­და იმა­ზე, რომ და­ვუფ­ლე­ბო­დი პე­და­გო­გი­კის ხე­ლოვ­ნე­ბას, დი­ახ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაა!

1989 წელს და­ვუბ­რუნ­დი ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ ბა­ლან­თას. ორე­ნო­ვან (ქარ­თულ-სომ­ხურ) სკო­ლა­ში უკ­ვე ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­თა­ნაც მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა გაკ­ვე­თი­ლი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ში ხე­ლი არ შე­უშ­ლია. ამას მოჰ­ყ­ვა, პა­რა­ლე­ლუ­რად, სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა. ჩვენს სო­ფელს ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი ესაზღ­ვ­რე­ბა. კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოთხ­მოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ტო­ვა სკო­ლე­ბი… მაგ­რამ ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სხვა მი­ზანს, გარ­და ერ­თი­სა – ჩე­მი სოფ­ლის სკო­ლა არ უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე. შემ­დ­გომ უკ­ვე, რო­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წო­რე­ბის­კენ წა­ვი­და, გა­მოჩ­ნ­დ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ამ­თავ­რეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და და­უბ­რუნ­დ­ნენ მშობ­ლი­ურ სო­ფელს. გა­დავ­წყ­ვი­ტე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“, რად­გან მი­ვიჩ­ნიე, რომ ოც­და­ექ­ვ­სი წლის მან­ძილ­ზე გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სკო­ლა, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ი­მე­დო ხელ­ში დავ­ტო­ვე, ვი­ფიქ­რე, წა­ვალ იქ, სა­დაც უფ­რო სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბო­დი და სხვა სკო­ლებს და სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­ტად გა­მო­ვად­გე­ბო­დი. დი­ახ, ეს პროგ­რა­მა სა­ხელ­მ­წი­ფო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. ამ პროგ­რა­მა­ში უკ­ვე მუ­შა­ობ­დ­ნენ ჩე­მი ჯგუ­ფე­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლე­ბი და ჩე­მი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სწო­რედ მათ­გან ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცო­დი პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ.

2016 წლი­დან სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. მე­ხუ­თე წე­ლია, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახ­კერ­პის სომ­ხუ­რე­ნო­ვან სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის“ პროგ­რა­მით. არც თუ ისე ად­ვი­ლია უცხო რე­გი­ონ­ში, უცხო სო­ფელ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბა, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბია: მი­უ­ვა­ლი გზე­ბი, რაც ვფიქ­რობ, რომ უმ­თავ­რე­სია, არ არის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი, არ არის მა­ღა­ზია, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ აფ­თი­აქ­ზე – ერ­თი აბი გა­მა­ყუ­ჩებ­ლის სა­ყიდ­ლად ოც­და­ხუ­თი კი­ლო­მეტ­რი უნ­და გა­ი­ა­რო; არ არის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტი ხარ­ვე­ზით მოგ­ვე­წო­დე­ბა, მეტ­წი­ლად არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც სკო­ლა­ში გხვდე­ბი­ან თვალ­ჟუ­ჟუ­ნა, ცელ­ქი, მაგ­რამ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი და იმე­დის თვა­ლით შე­მოგ­ყუ­რე­ბენ, ზურგს ვერ აქ­ცევ – ისი­ნი ხომ აქ და­ი­ბად­ნენ, აქ იზ­რ­დე­ბი­ან, აქ უნ­და იცხოვ­რონ ისე, რო­გორც მათ­მა წი­ნაპ­რებ­მა. მე­რე ვე­უბ­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს: შენ, შენ რა­ღა მოგ­დის?! ვე­რა?!.. რა­ტომ ვი­თომ?! ამის შემ­დეგ მინ­დე­ბა მე­ტის და მე­ტის კე­თე­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს შთა­ა­გო­ნებ, რომ აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­აგ­რ­ძე­ლონ სწავ­ლა. ასეც ხდე­ბა, ირიცხე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში. წელს თხუთ­მეტ­მა მოს­წავ­ლემ და­ამ­თავ­რა ჩვე­ნი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლა და ექ­ვ­სი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა. გარ­და ამი­სა, იგებ, რომ თემ­საც სჭირ­დე­ბი, გთხო­ვენ დახ­მა­რე­ბას, ენის ბა­რი­ე­რის თუ სხვა სა­ხის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

რო­გორც კი და­ვას­რუ­ლებ ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს და ვა­ფა­სებ შე­დეგს, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს შე­დე­გი ღირ­და გა­წე­ულ შრო­მად. ასეა ყვე­ლა ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბით ჩვე­ნი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბას, ვქმნით სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­სა და რე­სურსს, რომ­ლე­ბიც სცდე­ბა სკო­ლის საზღ­ვ­რებს და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სხვა სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც. პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის, ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, სკო­ლებ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლელ კურსს. ამ აქ­ტი­ვო­ბის და ჩვე­ნი შრო­მის შე­დე­გად, სკო­ლის პე­და­გო­გებს შე­ეც­ვა­ლათ სტა­ტუ­სი.

მე, რო­გორც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვცდი­ლობ შევ­ქ­მ­ნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სი და დავ­გეგ­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა­თა მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცე სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, ვცდი­ლობ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­მო­ვი­ტა­ნო და და­ვამ­კ­ვიდ­რო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, 2021-22 და 2022-23 სას­წავ­ლო წლებ­ში, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის, „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა“, ქვეპ­როგ­რა­მის­თ­ვის დავ­წე­რე ორი პრო­ექ­ტი, ორი­ვე და­მი­ფი­ნან­ს­და. პირ­ვე­ლი იყო „სპორ­ტი – ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი“. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ჭად­რა­კო კლუ­ბის გახ­ს­ნას. შე­ვი­ძი­ნეთ სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და მოწ­ვე­უ­ლი ტრე­ნე­რი ატა­რებ­და ჭად­რა­კის გაკ­ვე­თი­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კლუბ­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თე თე­მის მო­ხა­ლი­სე ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ტრე­ნინ­გებს კუ­რი­რებ­და ჩვე­ნი სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სერ­გო პეტ­რო­სი­ა­ნი.

მე­ო­რე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჯერ არ დაგ­ვის­რუ­ლე­ბია და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, არის სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი „მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ“. აქაც მოწ­ვე­უ­ლი ტრე­ნე­რი გვეხ­მა­რე­ბა ონ­ლა­ინ და მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლით მე­დი­ა­უ­საფ­რ­თხო­ე­ბას, მე­დი­ა­ბუ­ლინგს, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბას და ა.შ. არც აქ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე ერ­თი სკო­ლით და ჩავ­რ­თე მე­გო­ბა­რი სკო­ლე­ბი: ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­ლი­კა­მის, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტა­ბაწყუ­რის და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის – ხო­ჯორ­ნი­სა და ალ­გე­თის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი.

ამას წინ უძღო­და უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს და­ვა­სა­ხე­ლებ: შეხ­ვედ­რა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­თან; კა­ლიგ­რა­ფი­ი­სა და ხატ­ვის კონ­კურ­სი; წიგ­ნის კითხ­ვის მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა მწე­რალ და­თო გორ­გი­ლა­ძეს­თან. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ხო­ჯორ­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.

 

 

 

 

მარ­ნე­უ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ერ­თად, ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი „და­წე­რე სა­შო­ბაო მოთხ­რო­ბა/ზღა­პა­რი“. ჩე­მი მოს­წავ­ლის, ჯუ­ლი­ე­ტა აკო­ფო­ვას ნაშ­რომ­მა ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მას ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი და სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა; ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე, ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი წიგ­ნის კითხ­ვა­ში. მოს­წავ­ლეს, ქარ­თულ ან ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, უნ­და წა­ე­კითხა მხატ­ვ­რუ­ლი ან სხვა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა, არა­ნაკ­ლებ ხუ­თა­სი გვერ­დი­სა. ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, ნო­დარ დუმ­ბა­ძის და ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გის მოთხ­რო­ბე­ბის ქარ­თულ ენა­ზე წა­კითხ­ვის­თ­ვის, ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს; ჩა­ვა­ტა­რეთ, ასე­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­კურ­სი ის­ტო­რი­ა­ში „დიდ­გო­რე­ლი“ და ა.შ.

მსგავს აქ­ტი­ვო­ბებს მო­მა­ვალ­შიც ვგეგმავთ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის, მა­თი მშობ­ლე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, რად­გან არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გა­მიზ­ნუ­ლია არა მხო­ლოდ სკო­ლის, არა­მედ მთლი­ა­ნად თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­დუქ­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი იყო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ გუნ­დ­თან ერ­თად, გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბა. კრე­ბუ­ლის შექ­მ­ნა კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა გახ­და ჩვე­ნი პროგ­რა­მის­თ­ვის. წიგ­ნ­ზე თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბი­თაც შე­ნიშ­ნავ­დით, რომ გუნ­დ­მა დი­დი შრო­მა გას­წია, რომ შე­ექ­მ­ნა მრა­ვალ­გ­ვერ­დი­ა­ნი სო­ლი­დუ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სი. ვი­ცით, რომ ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა, თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც შე­ვე­ცა­დეთ, მოგ­ვე­ძებ­ნა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი, შეგ­ვედ­გი­ნა სხვა­დას­ხ­ვა კუთხით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­რე­ბოდა ჩვენს კო­ლე­გებს გრა­მა­ტი­კის ეფექ­ტი­ა­ნად სწავ­ლე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის გრა­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში.

მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ მოს­წავ­ლე­თა ერ­თი ნა­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ავ­ლენს ხოლ­მე გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­კითხე­ბის მი­მართ. ასე­თი უხ­ვი ენობ­რი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბი არა მხო­ლოდ მათ გა­უ­ად­ვი­ლებს სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, და­ვა­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ა­ზე მორ­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძ­ლე­ვა.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მას უნი­კა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მად­ლო­ბე­ლი ვარ პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რის, რად­გან მათ გა­რე­შე ამ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები