3 დეკემბერი, შაბათი, 2022

სოფ­ლი­სა და სკო­ლის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა­ს ამა­ოდ ვითხოვთ…

spot_img

ახალ სას­წავ­ლო წელს ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ზე­მო­ხე­თის არას­რუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა ბევ­რი მოს­წავ­ლით ვე­რა, მაგ­რამ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლით კი შეხ­ვ­და: კა­პი­ტა­ლუ­რად, რკი­ნა-ბე­ტო­ნით იღო­ბე­ბა სკო­ლის სტა­დი­ო­ნი.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკ­ვე და­იწყო და უშუ­ა­ლოდ სტა­დი­ო­ნის ირ­გ­ვ­ლივ ღო­ბის­თ­ვის ჩა­ის­ხა ფუნ­და­მენ­ტი, და­მონ­ტაჟ­და 4-5 მეტ­რი სი­მაღ­ლის რკი­ნის ბო­ძე­ბი, გა­უ­კეთ­და და­მა­ტე­ბი­თი საყ­რ­დე­ნე­ბი და ეს-ესაა, ამ დღე­ებ­ში, მშე­ნებ­ლებ­მა ბო­ძებ­ზე რკი­ნის ცხა­უ­რე­ბის (ე.წ. ღო­ბე­ე­ბი) გაკ­ვ­რაც და­იწყეს.

ამავ­დ­რო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე მთლი­ა­ნად სოფ­ლის­თ­ვი­სა­ცაა, რად­გან ეს სოფ­ლის­ერ­თა­დერ­თი სტა­დი­ო­ნია და იქა­უ­რი ახალ­გაზ­რ­დო­ბის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი, სხვა მსგავ­სი რამ, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ფე­რია. ად­რე, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში, ასეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად სოფ­ლის კლუ­ბი რჩე­ბო­და, ბიბ­ლი­ო­თე­კი­თა და კი­ნო-დარ­ბა­ზით (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ნო­ფილ­მებს მხო­ლოდ ზაფხუ­ლო­ბით აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ, თუმ­ცა ბიბ­ლი­ო­თე­კა მთე­ლი წე­ლი­წა­დი მუ­შა­ობ­და), მაგ­რამ, ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ერ­თად, ის ის­ტო­რი­ის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა გახ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კაც გა­უქ­მ­და, შტა­ტე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზით, მე­ტი კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა კი სო­ფელ­ში არც არ­სე­ბობ­და.

ამი­ტომ, ბო­ლო 30 წე­ლი­წა­დია, ეს სტა­დი­ო­ნი აქა­უ­რი ახალ­გაზ­რ­დო­ბის ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლია. იქ­ნებ ეს თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის სტა­ტუსს კი­დეც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, თუმ­ცა, ამ სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სკო­ლი­სა და სოფ­ლი­სათ­ვის მო­ე­და­ნი ყო­ველ­თ­ვის სა­ზი­ა­რო იყო. მით უფ­რო, სოფ­ლის მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მო­საწყო­ბად (ამა­საც ვინ გა­ა­კე­თებს – აგერ, გზას იხ­ვე­წე­ბა სო­ფე­ლი, ათა­დან და ბა­ბა­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი…) ბევ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ნამ­დ­ვი­ლად არაა. თან, სას­წავ­ლო პე­რი­ოდ­ში, იქა­უ­რო­ბა ულა­პა­რა­კოდ სკო­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია – სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დო­ბა მას გა­სარ­თო­ბად, ძი­რი­თა­დად, ზაფ­ხ­უ­ლ­­ში იყე­ნებს, ან გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თუმ­ცა სო­ფელ­ში „სა­ფეხ­ბურ­თო სე­ზო­ნი“ მა­ინც ზაფხუ­ლია.

ბუ­ნებ­რი­ვია, სი­ახ­ლე კარ­გია და ამას მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით, თუმ­ცა საქ­მის უკე­თ და­გეგ­მ­ვით ბევ­რად მე­ტის ბევ­რად იაფად და მი­სა­ღე­ბად გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და… მთა­ვა­რი ხარ­ვე­ზე­ბი ისაა, რომ მშე­ნებ­ლო­ბის გა­მო რამ­დე­ნად­მე იზღუ­დე­ბა თა­ვად სტა­დი­ო­ნი, თან ერ­თი მხა­რე ღი­ად რჩე­ბა, რად­გან ბო­ლომ­დე შე­მო­სა­ღო­ბად თურ­მე თან­ხა არაა საკ­მა­რი­სი… არა­და, რო­გორც სოფ­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში გვითხ­რეს, ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი 46 ათა­სი ლა­რი ჯდე­ბა: თა­ვი­დან 30 ათასი ლა­რი ყო­ფი­ლა გა­მო­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ რა­კი საკ­მა­რი­სი არ იყო, ამ ისე­დაც პა­ტა­რა სტა­დი­ო­ნის მი­ნი-სტა­დი­ო­ნად გა­და­კე­თე­ბა გა­და­უწყ­ვე­ტი­ათ, სა­ბო­ლო­ოდ კი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან დი­დი ხვეწ­ნა-მუ­და­რისა და პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, კი­დევ და­უ­მა­ტე­ბი­ათ 16 ათა­სი ლა­რი, რა­თა სტა­დი­ო­ნი არ და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი­ყო.

არა­და, ვგო­ნებ, თან­ხე­ბის ეკო­ნო­მი­ით, არც და­მა­ტე­ბა და არც იმ მცი­რე­დით შეზღუდ­ვა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო. საქ­მე ისაა, რომ სკო­ლამ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მთე­ლი თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რია, ოთხი­ვე კუთხით (ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ში სტა­დი­ო­ნიც შე­დის) სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით კა­პი­ტა­ლუ­რად – რკი­ნა-ბე­ტო­ნის მე­სე­რით შე­მო­ღო­ბა და ერთ მხა­რეს, სამ­ხ­რე­თი­დან, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და იმ ძველ­ზე ახა­ლი ღო­ბის და­შე­ნე­ბა. რო­გორც აგ­ვიხ­ს­ნეს, ეს ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რ­დო­ბის მოთხოვ­ნა ყო­ფი­ლა და, ძი­რი­თა­დად, იმი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ თა­მა­ში­სას ბურ­თი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გა­და­ვარ­დეს, ამი­ტომ აკე­თე­ბენ მა­ღალ მე­სერს, ამ ფუნ­ქ­ცი­ას კი, სამ­ხ­რე­თი­დან, თა­ვი­სუფ­ლად შე­ას­რუ­ლებ­და იმ ძველ ღო­ბე­ზე ახა­ლი ბო­ძე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და მათ­ზე რკი­ნის ცხა­უ­რე­ბის გაკ­ვ­რა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც იმ სი­მაღ­ლე­ზე ას­ვ­ლა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო და სტა­დი­ო­ნის ზო­მე­ბიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბო­და… თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სტა­დი­ო­ნი არც ახ­ლა და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლა, იმა­ვე საზღ­ვ­რებ­ში რჩე­ბა, მაგ­რამ ახა­ლი ღო­ბე ზედ გვერ­დით ხა­ზებ­ზეა გა­ყო­ლე­ბუ­ლი, რის გა­მოც სა­მოქ­მე­დო სივ­რ­ცე იზღუ­დე­ბა, აუტი­სა თუ კუთხუ­რის ჩა­მო­წო­დე­ბი­სას – ად­გი­ლი­დან თუ ჩა­აწ­ვ­დი, ერ­თ­საც და მე­ო­რე­საც, ყო­ველ­გ­ვა­რი უკან და­ხე­ვის და გა­მოქ­ცე­ვის გა­რე­შე. ჩრდი­ლო­ე­თის მხა­რე­საც შე­იძ­ლე­ბო­და 2-3 მეტ­რით უკან გას­ვ­ლა, თუმ­ცა ეს ხარ­ჯებს გაზ­რ­დი­და…

ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ხარ­ჯ­ზეც შე­იძ­ლე­ბო­და – არც იმ სიმ­ს­ხო რკი­ნის ბო­ძე­ბი იყო სა­ჭი­რო და არც ერ­თი­ა­ნი ფუნ­და­მენ­ტის ჩას­ხ­მა, შე­იძ­ლე­ბო­და გა­ცი­ლე­ბით უფ­რო წვრი­ლი ბო­ძე­ბის ჩა­ბე­ტო­ნე­ბა ად­გილ­ზე, მხო­ლოდ ბო­ძის ირ­გ­ვ­ლივ ჩა­ის­ხ­მე­ბო­და ბე­ტო­ნი და არა მთელ სიგ­რ­ძე­ზე, შე­დე­გად კი არც ამ­დე­ნი ქვი­შა-ბე­ტო­ნი გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო. ალ­ბათ, ცო­ტა ნაკ­ლე­ბი სი­მაღ­ლეც ეყო­ფო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ­დე­ნად შე­ამ­ცი­რებ­და ხარჯს, იქ­ნებ, სტა­დი­ო­ნიც ბო­ლომ­დე შე­ღო­ბი­ლი­ყო. თუმ­ცა, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია: არ­სე­ბობს სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი, რომ­ლი­დან გა­დახ­ვე­ვის უფ­ლე­ბაც ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მშე­ნე­ბელ ფირ­მას არ აქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი არა­ვინ უნ­და და­არ­ღ­ვი­ოს; იმა­ვე ფირ­მა­საც მარ­თ­ლაც არ უნ­და ჰქონ­დეს თვით­ნე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფომ უფ­რო რე­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი რომ და­ა­წე­სოს?..

ანა­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას ჩვე­ნი სო­ფე­ლი 3 წლის წი­ნაც წა­აწყ­და, რო­ცა, სოფ­ლის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­საფ­ლა­ოს კა­პი­ტა­ლუ­რად შე­მო­ღობ­ვა მო­ვინ­დო­მეთ, სა­ა­მი­სოდ ში­და­სა­უბ­ნო გზე­ბის რე­მონ­ტ­სა და სხვა აუცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ვთქვით უარი და ამ საქ­მის­თ­ვის 5 000 ლა­რი გა­დავ­დეთ, მაგ­რამ მა­ში­ნაც ეს სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი „გვირ­ტყეს ცხვირ­ში“: თურ­მე, აუცი­ლებ­ლად, ტენ­დე­რი უნ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო და იქ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ფირ­მას უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა; თურ­მე, არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამას სრუ­ლი­ად უფა­სოდ ვა­კე­თებ­დით; თურ­მე, იქ ბო­ძე­ბი თუ იგი­ვე ერ­თი­ა­ნი, უწყ­ვე­ტი ბე­ტო­ნის ფუნ­და­მენ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნა ყო­ფი­ლა, რო­ცა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო იაფი­ან ბო­ძებ­სა და „წერ­ტი­ლო­ვან ფუნ­და­მენ­ტ­ზეც“ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით… სა­ბო­ლო­ოდ, 5 ათას ლარ­ში, ამ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ 60 მეტ­რი ღო­ბე შე­ღო­ბა (რო­გო­რი ხა­რის­ხით, ეს კი­დევ სა­კითხა­ვია, მა­შინ­ვე გა­მო­უჩ­ნ­და ხარ­ვე­ზე­ბი), სო­ფე­ლი კი ლა­მის ბო­ლომ­დე შე­მო­ღო­ბავ­და, დი­დი-დი­დი 60 მეტ­რი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის დარ­ჩე­ნი­ლიც უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბო­და. არ ვი­ცი, მე­ო­რე წელს რა მოხ­და – იმ ფირ­მამ სხვა, უფ­რო მსუ­ყე ტენ­დე­რი იშო­ვა და არ უღირ­და ჩვენ­თან ამოს­ვ­ლა თუ სხვა მი­ზე­ზის გა­მო, უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, ის ღო­ბე სო­ფელს გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ბო­ძე­ბიც მას შე­ერ­ჩია და უწყ­ვე­ტი, ერ­თი­ა­ნი ფუნ­და­მენ­ტის ნაც­ვ­ლად, კონ­კ­რე­ტულ ად­გილ­ზე ჩა­ე­ბე­ტო­ნე­ბი­ნა…

მაგ­რამ და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ სკო­ლის სტა­დი­ონს, სა­დაც შე­მო­უ­ღო­ბა­ვი რჩე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რე – მის ფარ­გ­ლებ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მეტ­რით შე­მო­დის სამ­ხ­რე­თის და ჩრდი­ლო­ე­თის მხა­რის ღო­ბე­ე­ბი. ისიც თუ შე­ი­ღო­ბე­ბა, მა­შინ მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ დარ­ჩე­ბა ის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც სა­ვარ­ჯი­შო „ტურ­ნი­კე­ბი“ დგას… ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში იქა­უ­რო­ბას სარ­ბენ ბი­ლი­კე­ბა­დაც ვი­ყე­ნებ­დით, ახ­ლა კი, ამ ახა­ლი ღო­ბის გა­მო, სარ­ბე­ნი არე­ა­ლიც იზღუ­დე­ბა. არა­და, ღო­ბის რამ­დე­ნი­მე მეტ­რის უკან და­წე­ვით, არც ეს პრობ­ლე­მა დად­გე­ბო­და. ამ სკო­ლის სპორ­ტუ­ლი ბა­ზა ჯერ კი­დევ 2006 წელს შე­იზღუ­და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, რო­ცა ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა გა­დაწყ­და და ის პირ­და­პირ კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის კომ­ბი­ნი­რე­ბულ მო­ე­დან­ზე ჩად­გეს… ახ­ლა ერ­თი­ცა და მე­ო­რეც სა­ფეხ­ბურ­თო სტა­დი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და იმა­საც ყოფ­ნა პი­რო­ბი­თად თუ ეთ­ქ­მის.

დამ­ცა­ვი ბა­დე (რკი­ნის ცხა­უ­რი იქ­ნე­ბო­და, უბ­რა­ლო ბა­დე თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის ჯე­ბი­რი) სკო­ლა­სა და სტა­დი­ონს შო­რის დარ­ჩე­ნილ მცი­რე სივ­რ­ცე­ში ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო იყო — მო­ედ­ნის და­სავ­ლე­თით, რა­თა ფან­ჯ­რე­ბიც და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ბურ­თიც და­ბალ ხი­მინ­ჯებ­ზე მდგა­რი შე­ნო­ბის ქვეშ არ შე­ვარ­დ­ნი­ლი­ყო. თუმ­ცა, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­მა­ში­სას, ფან­ჯ­რე­ბის ჩა­ტეხ­ვა­ზე არა­ფე­რი მსმე­ნია…

კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ მი­ვე­სალ­მე­ბით, თუ რა­მე გა­კეთ­დე­ბა, მაგ­რამ ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ცო­ტა ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბა გვგო­ნია და ამ თან­ხა­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და… თან, სო­ფელ­საც და სკო­ლა­საც ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა­საც ამა­ოდ ვითხოვთ… მა­გა­ლი­თად, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც თქვა, რომ არა აქვთ დამ­ხ­მა­რე ფარ­თი, სა­დაც  სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს ჩა­ა­ტა­რებ­დ­ნენ – შეხ­ვედ­რებს მშობ­ლებ­თან, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს; პრობ­ლე­მაა ინ­ვენ­ტა­რის, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის და­საწყო­ბე­ბის… სკო­ლას არ აქვს და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი და, ამ მიზ­ნით, ისე­დაც ვიწ­რო დე­რე­ფანს იყე­ნე­ბენ.

სო­ფე­ლია და, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვიხ­ვე­წე­ბით გზას, გაზს; მით უფ­რო, ორი­ვე მო­სუ­ლია ჩვენ­გან 3 კი­ლო­მეტ­რ­ში – სა­ჭა­მი­ა­სერ­ში (თუმ­ცა, იქ გა­ზი ჯერ მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ სო­ფელ­შია გაყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ გაშ­ვე­ბუ­ლი არაა, რად­გან 3 წლის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბულ მი­ლებ­ში გაზ­მა გა­ჟო­ნა და სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ჩუქ­რად გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირი 2 დღე­ში გა­თი­შეს); აგერ, 30 წე­ლი­წა­დია, სა­ჭა­მი­ა­სე­რი­დან ზე­მო­ხე­თამ­დე 3-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის გა­კე­თე­ბას გვე­ვაჭ­რე­ბა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მთავ­რო­ბა, რაც კი ყო­ფი­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მე­რე.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასეთ ელე­მენ­ტა­რულ­ზე გვი­წევს ხვეწ­ნა, რო­ცა სო­ფელს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს – ად­რე ყო­ფი­ლა კი­დეც სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა და დღე­საც შენ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, თუმ­ცა, ამის გარ­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ისეთ მარ­ტივ რა­მეს ვთხოვთ, რა­საც დი­დი ხარ­ჯი და მშე­ნებ­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა – სა­ნაგ­ვე ურ­ნის დად­გ­მას, რო­მელ­საც კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც (მეტს არ ვითხოვთ) დაც­ლი­ან, რომ ისე­დაც გვა­რი­ა­ნად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბა უფ­რო მე­ტად არ და­ვა­ნაგ­ვი­ა­ნოთ… რო­გორც ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში გვითხ­რეს, უარის მი­ზე­ზი თურ­მე ისაა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს ახა­ლი ტი­პის მან­ქა­ნე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მთის ვიწ­რო, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­ულ გზებ­ზე ვერ და­დი­ს… ასეა, რო­ცა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ხარ და პა­რი­ზის სტან­დარ­ტებს ეპო­ტი­ნე­ბი…

მა­ნამ კი, მეც და ჩე­მი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლიც მყა­რი სა­ხის სა­ო­ჯა­ხო (მი­ნის, რკი­ნი­სა თუ პლას­ტ­მა­სის ნივ­თე­ბი) თუ სხვა, ბუ­ნე­ბა­ში ძნე­ლად ხსნად, ნარ­ჩენს პარ­კებ­ში ვაგ­რო­ვებთ და ქა­ლაქ­ში მიგ­ვაქვს სა­ნაგ­ვე ურ­ნებ­ში ჩა­საყ­რე­ლად…

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები