27 ივლისი, შაბათი, 2024

სოფიო გორგოძე ეროვნული გამოცდების პირველ კვირას აჯამებს

spot_img

დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ, ორ სესიად. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესს თბილისის №103 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა. გამოცდების პირველ კვირას თუ შევაჯამებთ, როგორც ცენტრის დირექტორი ამბობს, საგამოცდო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არის 95%-იანი გამოცხადება. სამწუხაროდ, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც იყო დაგვიანების შემთხვევები, „ამ დრომდე, გვაქვს 19 დაგვიანება. ასევე, გვქონდა შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევები რომ აღარ განმეორდეს“.

სოფიო გორგოძემ ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა: ერთი – ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე – დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ 1-2 შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი, მისი ოჯახის წევრის ნაცვლად, ცდილობდა ტესტის შესრულებას. „მინდა, კიდევ ერთხელ, გავაფრთხილო აბიტურიენტები, რომ მსგავსი შემთხვევები იდენტიფიცირების გარეშე არ რჩება, გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებენ თავს უხერხულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა აღკვეთილია და ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან.“

ცენტრის დირექტორმა კოვიდ დადასტურებულ აბიტურიენტებთან დაკავშირებითაც გააკეთა მცირე განმარტება: „მოგეხსენებათ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას დამატებით სესიაზე მოვიწვევთ. ამ დროისთვის უკვე რამდენიმე ათეული განცხადებაა შემოსული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ჯერ განსაზღვრული არ არის და მოგვიანებით გახდება ცნობილი.“

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან მათემატიკა 13 800-ზე მეტმა აირჩია. საგამოცდო ტესტის ფორმატს წელს ცვლილება არ შეხებია, ზღვარიც კვლავ მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (11 ქულა) დარჩა, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლოთ მისი გაზრდა. მათემატიკა იმ სასწავლო პროგრამებზე ბარდება, რომლებზეც კარგი მათემატიკური ცოდნისა და უნარების ფლობის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია: საინჟინრო, ეკონომიკური, საფინანსო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა, საბუნებისმეტყველო და მათემატიკის პროგრამები.

ხვალიდან, აბიტურიენტებს მცირე შესვენება აქვთ, 11-დან 13-მდე კი საგამოცდო სესიები უცხოური ენის გამოცდით განახლდება.

„ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის 22 ივლისს დასრულდება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებსაც მათემატიკა აქვთ არჩეული დამატებით საგნად და შემდეგი კვირის დასაწყისსი ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს. ეს, რა თქმა უნდა, აბიტურიენტების ნაწილს ეხება,“ – ამბობს სოფიო გორგოძე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები