24 ივნისი, ორშაბათი, 2024

სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლა და „ღვიძ­ლი სიტყ­ვა“!

spot_img

ორი კვი­რის წინ, პირ­ველ დე­კემ­ბერს, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი სა­ჯა­რო ლექ­ცია გავ­მარ­თეთ. ჩვენ დროს, ასეთ ლექ­ცი­ებს კლას­გა­რე­შე გა­ნათ­ლე­ბას ვე­ძახ­დით…

ღო­ნის­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ამა­ვე სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე, პე­და­გო­გი მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი (ის­ტო­რი­კო­სი) იყო, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, მო­წა­ფე­ე­ბის­თ­ვის მა­სა­ლის ძი­ე­ბი­სას, ნა­ხა ჩე­მი გვერ­დი და და­მი­კავ­შირ­და (სან­თ­ლით სა­ძე­ბა­რია ასე­თი პე­და­გო­გე­ბი, მე ასე მგო­ნია). ჩე­მი მიწ­ვე­ვის სურ­ვი­ლი, შემდეგ სკო­ლის დი­რექ­ტორს, თა­მარ ქე­თე­ლა­ურს გა­ან­დო. დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ თა­მარს, რად­გან მი­სი მზა­ო­ბის გა­რე­შე, ჩე­მი და ჩე­მი კო­ლე­გე­ბის შეხ­ვედ­რა იქა­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ვერ შედ­გე­ბო­და… გა­ვი­ცა­ნით ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას მო­წა­ფე­ე­ბიც, იმე­დის მომ­ცე­მი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ასე­ვე, დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც, ნამ­დ­ვი­ლი ბიბ­ლი­ო­ფი­ლე­ბი.

მარ­თა­ლია, თა­ვი­დან მხო­ლოდ ჩე­მი ჩას­ვ­ლა იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი რა ჩე­მი კო­ლე­გის, ქე­თე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლის შრო­მე­ბის შე­სა­ხებ ონო­მას­ტი­კა­ში, მინ­დო­და კა­ხეთს, დე­დოფ­ლის­წყა­როს დი­დი ხნის მოწყ­ვე­ტი­ლი მეც­ნი­ე­რი, ხე­ლახ­ლა გა­ეც­ნო. ის მარ­თ­ლაც ჩი­ნე­ბუ­ლი ონო­მას­ტი­კო­სია, მკაც­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­ნა­წე­სით. შე­ხვედ­რას სა­მი ენათ­მეც­ნი­ე­რი ვეს­წ­რე­ბო­დით: ჩე­მი ძვირ­ფა­სი კო­ლე­გე­ბი – ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ენათ­მეც­ნი­ერი/ონო­მას­ტი­კო­სი ქე­თე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი და ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თურ­ქო­ლო­გი მა­რი­კა ჯი­ქია. ასე­ვე, გვახ­ლ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი – ნი­კა ჩლა­ი­ძე, რო­მელ­მაც ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის ფო­ტო/ვი­დეომა­სა­ლას მო­უ­ყა­რა თა­ვი.

უც­ნა­უ­რი დღე იყო, მზი­ა­ნი, მაგ­რამ თან გან­საც­დე­ლი­ა­ნი… ძა­ლი­ან კოხ­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და დე­დოფ­ლის­წყა­რო, გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი დი­დი და ლა­მა­ზი ლამ­პი­ო­ნე­ბით, გამ­წ­ვა­ნე­ბით… პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თ­ვის და­ნიშ­ნუ­ლი ლექ­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბით, 4-ზე და­იწყო.

ჩე­მი ლექ­ცი­ის თე­მა იყო „გრა­მა­ტი­კის პო­ე­ტი­კა და პო­ე­ზია ყვე­ლას­თ­ვის, მარ­ტი­ვად“. რად­გან, სულ ორი­ო­დე კვი­რის წინ, გა­ლაკ­ტი­ო­ნის და­ბა­დე­ბის დღე იყო და რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის წინ წა­მო­წე­ვა იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, მა­რი­კა პო­პი­აშ­ვილ­თან ერ­თად, შე­ვარ­ჩიე ჩვე­ნი დი­დი პო­ე­ტის უმარ­ტი­ვე­სი ლექ­სი – „რა­რიგ კარ­გია, სამ­შობ­ლოვ“, ანუ „სიმ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა“ (ქე­თე­ვან ჯერ­ვა­ლი­ძე, ნი­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლი). ლექ­ცი­ის კითხ­ვა და­ვიწყე თუ არა, ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ მთხო­ვა, რომ მო­წა­ფეს, ლა­ლა ჩო­ფი­კაშ­ვილს სურ­და ლექ­სის ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვა. ცხა­დია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

ვფიქ­რობ, ლექ­ცია მო­ე­წო­ნა ჩემს მსმე­ნელს, კითხ­ვე­ბიც და­მის­ვეს და გვერ­დის მი­სა­მარ­თიც მთხო­ვეს, სა­დაც ჩე­მი მა­სა­ლაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მემ ისიც კი აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნის ეს ლექ­სი ასე წა­კითხუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი მათ არ ჰქონ­დათ.

უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რის, ქე­თე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლის სიტყ­ვა ონო­მას­ტი­კის შე­სა­ხებ, მის პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, მეც­ნი­ე­რის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე. მან ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლუ­რი ნაშ­რო­მი „შვი­დი საზღ­ვ­რის­პი­რა რე­გი­ო­ნის ტო­პო­ნი­მე­ბის ლექ­სი­კო­ნი“ და ცალ­კე – „დე­დოფ­ლის­წყა­როს ტო­პო­ნი­მე­ბი“. შემ­დეგ ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლე­ბიც და­უ­რი­გა, ავ­ტოგ­რა­ფით, მო­წა­ფე­ებ­სა და შეხ­ვედ­რა­ზე მო­სუ­ლებს. ქალბატონმა ქე­­თევანმა რამ­დე­ნი­მე სა­კუ­თა­რი ლექ­სიც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, მათ შო­რის მე­ფე ერეკ­ლე­სა და ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე, ხო­ლო სი­ურ­პ­რი­ზად – „დე­დოფ­ლის­წყა­რო“ და „ხორ­ნა­ბუ­ჯი“ („მზის სად­გო­მი, მზის ბურ­ჯი“), ასე­ვე გვაც­ნო­ბა, რომ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, 2024 წე­ლი ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის წლად გა­მოცხად­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე.

თურ­ქო­ლოგ­მა მა­რი­კა ჯი­ქი­ამ, „თურ­ქულ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის“ და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მის ავ­ტორ­მა, დარ­ბა­ზის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისა­უბ­რა თურ­ქიზ­მებ­ზე ქარ­თულ გვა­რებ­ში. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ბო­ლოს ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­კამ სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­ა­ჯა­მა ჩვე­ნი შეკ­რე­ბა.

უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს – მა­რი­კა პო­პი­აშ­ვილს, თა­მარ ქე­თე­ლა­ურს, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას (დი­რექ­ტორს – მა­ნა­ნა მა­ჭა­რაშ­ვილს) და ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებს. დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში სტუმ­რო­ბამ კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, თუ რამ­დე­ნად მყა­რად უდ­გათ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებთ ფე­ხი მი­წა­ზე და რო­გორ ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ხალ­ხის­თ­ვის სა­პო­ხად სიტყ­ვა, „ღვიძ­ლი სიტყ­ვა“ (ილია).

ქე­თე­ვან ჯერ­ვა­ლი­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები