5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

„სო­ფე­ლო, ჩე­მო სო­ფე­ლო…“

spot_img

ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს: ლი­ზი და ნი­კო­ლოზ გოგ­სა­ძე­ებს აღ­ნიშ­ვ­ნის გა­რე­შე არც ერ­თი სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბი­ათ. 28 მა­ისს, სკო­ლა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კის კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია „სო­ფე­ლო, ჩე­მო სო­ფე­ლო…“ გა­მარ­თეს. სა­ღა­მოს უძღ­ვე­ბო­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი და ამა­ვე სკო­ლის ღვაწ­ლ­მო­სი­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის უფ­რო­სი თა­მაზ და­უშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი­სა და გა­ზეთ „ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მო­ამ­ბის“ რე­დაქ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რე­დაქ­ტო­რი და­ლი და­რახ­ვე­ლი­ძე, ვე­ლე­ვის თე­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და­ვით გოგ­სა­ძე, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თე­მის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ლი­ზიმ და ნი­კო­ლოზ­მა ლექ­სე­ბი წა­ი­კითხეს და თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბიც წარ­მო­ად­გი­ნეს.

„დრო ყვე­ლა­ფერს ცვლის და თა­ვის დაღს ას­ვამს. მი­წაც ბერ­დე­ბა. ცვა­ლე­ბა­დო­ბას გა­ნიც­დის ენაც. იც­ვ­ლე­ბა ლექ­სი­კუ­რი ფონ­დი. ძვე­ლი სიტყ­ვე­ბი – არ­ქა­იზ­მე­ბი, გა­მო­დის ხმა­რე­ბი­დან, შე­მო­დის ახა­ლი სიტყ­ვე­ბი – ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბი, მაგ­რამ ზო­გი სიტყ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იც­ვ­ლის. სიტყ­ვა „სო­ფე­ლი“ ძვე­ლად ქვე­ყა­ნას, დე­და­მი­წის ზურგს, მსოფ­ლი­ოს ნიშ­ნავ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და­ვიწ­როვ­და და მი­წათ­მოქ­მე­დი მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ერ­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პუნ­ქ­ტის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ტერ­მი­ნი გახ­და. ჩვე­ნი თე­მი, მი­წათ­მოქ­მე­დი მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბულ 4 სო­ფელს აერ­თი­ა­ნებს: კვი­რი­კეწ­მინ­დას, ვე­ლევს, ბეთ­ლევ­სა და შხი­ვა­ნას. 1912 წლის კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, ვე­ლევ­ში, 518 მცხოვ­რე­ბი იყო, ბეთ­ლევ­ში – 269, შხი­ვა­ნა­ში – 448; კვი­რი­კეწ­მინ­და­ში, მეს­ხე­ბის უბან­ში თურ­მე 80 უღე­ლი ხა­რი იბ­მე­ბო­და, 72 მო­ზამ­თ­რე ოჯა­ხი იყო. დღეს კი ვე­ლევ­ში 27 ოჯა­ხია მო­ზამ­თ­რე, კვი­რი­კეწ­მინ­და­ში – 13, ბეთ­ლევ­ში – 19, შხი­ვა­ნა­ში – 5. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სოფ­ლის სიძ­ლი­ე­რის კვა­ლი ჩვენ სკო­ლას დღე­საც ეტყო­ბა,“ ლი­ზი და ნი­კო­ლო­ზი ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბი­ან სოფ­ლის ის­ტო­რი­ა­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარ­ში.

ვე­ლე­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ, 1974 წლის 1 აპ­რილს, ზუს­ტად 50 წლის წინ მი­ვი­და. მა­შინ აქ 64 მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და. დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი წუხს იმის გა­მო, რომ სო­ფე­ლი დღი­თი დღე იც­ლე­ბა. „რო­ცა სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მო­ვე­დი, ხან­დაზ­მუ­ლი პე­და­გო­გე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან ცო­ტააო და სკო­ლის არ­სე­ბო­ბის საფ­რ­თხე­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ. მა­შინ ვე­ლე­ვის თემ­ში სა­მი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და: ვე­ლე­ვის არას­რუ­ლი, კორ­ტი­სა და შხი­ვა­ნის დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბი. მა­ლე, კორ­ტი­სა და შხი­ვა­ნის დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა, რად­გან 60-იანი წლე­ბის ბო­ლოს, კლა­სე­ბი, რო­მელ­შიც 5 მოს­წავ­ლე­ზე ნაკ­ლე­ბი სწავ­ლობ­და, გა­უქ­მ­და, რა­საც სოფ­ლე­ბის მა­სი­უ­რი დაც­ლა მოჰ­ყ­ვა. სკო­ლის და­ხურ­ვა რომ არას­წო­რი იყო, გვი­ან მიხ­ვ­დ­ნენ, მაგ­რამ საქ­მის დაძ­ვ­რაა ძნე­ლი, თო­რემ დაძ­რუ­ლის შე­ჩე­რე­ბა – შე­უძ­ლე­ბე­ლი. სოფ­ლებ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხი იყო, მი­სალ­მე­ბას ვერ ავუ­დი­ო­დი, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და ვე­ლევ­ში – ცაცხ­ვის ძი­რას, ე.წ. „სკა­მე­ინ­კას­თან“ და წკა­დის­ში – წყა­როს­თან ჩავ­ლა. ახ­ლა კი ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვაა სა­ნატ­რე­ლი. ხან­დაზ­მუ­ლი, კე­რას მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი ვალ­მოხ­დილ­ნი მი­დი­ან. შთა­მო­მავ­ლო­ბამ, უკე­თე­სი სა­არ­სე­ბო გა­რე­მოს ძებ­ნა­ში, და­ტო­ვა მა­მა­მა­პი­სე­უ­ლი სახლ-კა­რი და სო­ფელ­ში აღა­რა­ვინ ბრუნ­დე­ბა. სა­ნამ კე­რა თბი­ლი და კვამ­ლი­ა­ნი იყო, მშობ­ლე­ბი­სად­მი მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბა და ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი ეზი­დე­ბო­დათ სოფ­ლი­სა­კენ, მაგ­რამ გა­მო­კე­ტი­ლი კა­რი და წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი გულს მძი­მე ლო­დად აწ­ვე­ბა, ახ­ლა მხო­ლოდ აღ­დ­გო­მას თუ მოვ­ლენ გარ­დაც­ვ­ლილ­თა მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად. მომ­რავ­ლ­და და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბი და ბოქ­ლომ­და­დე­ბუ­ლი ჭიშ­კ­რე­ბი. ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი შთა­მო­მავ­ლო­ბის­თ­ვის სო­ფე­ლი მხო­ლოდ სა­ნა­ხა­ო­ბა და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია. არა­და სო­ფელ­სა და ეზო-კარს მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. შექ­მ­ნაა ძნე­ლი, გა­ვე­ლუ­რე­ბა­სა და გა­პარ­ტა­ხე­ბას ერ­თი ქა­ლამ­ნის ცვე­თის პე­რი­ო­დიც ყოფ­ნის.

ყო­ველ დი­ლით მი­ვუყ­ვე­ბი გზა სკო­ლი­სა­კენ და თვალს ვა­რი­დებ გა­დაქ­ცე­ულ ღო­ბე­ებ­სა და შე­მომ­პალ მე­სე­რებს, გუ­ლი მტკი­ვა. მომ­ხ­მა­რებ­ლად ვი­ქე­ცით, დას­ვე­ნე­ბა გვინ­და, ნე­ბივ­რო­ბა, შექ­მ­ნა და პატ­რო­ნო­ბა – არა. გა­ზაფხულს ვნატ­რობ­დი, გა­ფოთ­ლი­ლი ხე­ე­ბი­დან რომ აღარ და­მე­ნა­ხა კვი­ტაშ­ვი­ლის ჩან­გ­რე­უ­ლი სახ­ლი, მიყ­რუ­ე­ბუ­ლი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი მა­ცა­ბე­რი­ძე­ე­ბის უბ­ნის გა­დაღ­მა კუთხე. იქ ხომ ოდეს­ღაც სი­ცოცხ­ლე დუღ­და… 13 ბავ­შ­ვი გა­მო­დი­ო­და ამ კუთხი­დან, დღეს კი… აქ არა­ვი­ნაა. ვინ იცის რა იქ­ნე­ბა ხვალ?!

ბო­ლო წლებ­ში სო­ფელ­ში ბევ­რი სა­სი­კე­თო საქ­მე გა­კეთ­და: ყვე­ლა ოჯა­ხი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სას­მე­ლი წყლით, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ით, 1972-1973 წლებ­ში გაყ­ვა­ნილ იქ­ნა სა­მან­ქა­ნო გზა, გა­სულ წელს კი და­ი­გო თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის ბე­ტო­ნის გზა, შენ­დე­ბა ეკ­ლე­სია… მაგ­რამ სო­ფე­ლი მა­ინც იც­ლე­ბა.

გავ­ყუ­რებ სკო­ლის ფან­ჯ­რი­დან მი­ჩუ­მე­ბულ სო­ფელს და დარ­დი ღრუ­ბე­ლი­ვით მეხ­ვე­ვა. სოფ­ლის სი­ლა­მა­ზე­ზე რომ წე­რენ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით და იმის იქით არ იხე­დე­ბი­ან, სა­ჭირ­ვა­რა­მოს ვერ ხე­და­ვენ,“ – სი­ნა­ნუ­ლით ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნი­კამ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლის, თე­ო­ნა მა­ცა­ბე­რი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, სო­ფელ ვე­ლე­ვის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თა. წა­ი­კითხა ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბის ლექ­სე­ბი, სტუმ­რებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბუკ­ლე­ტე­ბი გა­დას­ცა. „გვიყ­ვარს ჩვე­ნი სო­ფე­ლი და ვერ ვე­ლე­ვით. ვსწავ­ლობთ მის წარ­სულს, ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს: კვი­რი­კეწ­მინ­და­ში ხში­რად ვნა­ხუ­ლობთ ტა­ძარ­სა და კვი­ტაშ­ვი­ლის კოშკს, სათ­ვალ­თ­ვა­ლო კოშ­კი ყო­ფი­ლა ვე­ლევ­შიც, გოგ­სა­ძე­ე­ბის უბან­ში, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე – გი­ორ­გო­ბას, სა­მე­ბო­ბას, ღვთის­მ­შობ­ლო­ბას, ვსტუმ­რობთ სა­ლო­ცავ ად­გი­ლებს და ვფიქ­რობთ ძეგ­ლე­ბის წარ­სულ­ზე“.

ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვაგ­რო­ვებთ ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ნი­მუ­შებს, გვინ­და მი­ვუს­წ­როთ, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და შე­მო­ვუ­ნა­ხოთ შთა­მო­მავ­ლო­ბას. რომ გვგო­ნია, მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვი­წე­რეთ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ახა­ლი. სის­ტე­მა­ტუ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახალ­გაზ­რ­და ფოლ­კ­ლო­რის­ტ­თა შეკ­რე­ბა­ში, ჩვე­ნი ნაშ­რო­მე­ბი იბეჭ­დე­ბა სა­სახ­ლის კრე­ბუ­ლებ­ში. ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა ლი­ზი გოგ­სა­ძემ. მან რუ­სი­კო გორ­გი­აშ­ვი­ლის­გან ჩა­წე­რილ მა­სა­ლა­ში, კორ­კო­ტო­ბის რი­ტუ­ა­ლის სრუ­ლი­ად ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ნი­უ­ან­სი გაგ­ვაც­ნო. მად­ლო­ბა მას ამის­თ­ვის“.

ლი­ზი ამ­ბობს, რომ ის და ნი­კო­ლო­ზი, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, არც ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­რიღს არ ტო­ვე­ბენ აღუ­ნიშ­ნა­ვად. ახ­ლა­ხან აღ­ნიშ­ნეს დე­და­მი­წის დღე და ქარ­თუ­ლი ენის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც ჩა­ა­ტა­რეს.

„ვა­მა­ყობ, რომ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ თოთხ­მეტ დამ­წერ­ლო­ბას შო­რის ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა­ცაა, „ქარ­თუ­ლი ენით ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ით­ქ­მე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ით­ქ­ვას რა­გინდ რა ენით. ქარ­თუ­ლი ისე მდი­და­რია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ში­ნა­გა­ნი თვი­სე­ბით იგი მსოფ­ლიო ენაა – წერს ნი­კო მა­რი. მას გაფ­რ­თხი­ლე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. ენე­ბი კი უნ­და ვის­წავ­ლოთ, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მშობ­ლი­ურ ენა­ზე უნ­და მი­ვი­ღოთ, რად­გან ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის სრუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ მშობ­ლი­ურ ენა­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი,“ – ამ­ბობს ლი­ზი და სტუმ­რებს ირაკ­ლი აბა­ში­ძის ლექსს უკითხავს.

„ჩვენ კაც­თ­მოყ­ვა­რე, ტო­ლე­რან­ტი ერი ვართ – აგ­რ­ძე­ლებს ნი­კო­ლო­ზი, – სტუ­მა­რიც გვიყ­ვარს და სტუმ­რის მოს­ვ­ლას ღვთის წყა­ლო­ბად მი­ვიჩ­ნევთ, ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს სტუმ­რის­თ­ვის ვი­ნა­ხავთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს საზღ­ვა­რი აქვს, თავ­ხე­დო­ბას არა­ვის ვა­პა­ტი­ებთ – სწო­რედ ამას გვას­წავ­ლის „შე­მო­მე­ყა­რა ყივ­ჩა­ღი“, არც ის ხალ­ხი ვართ, მტრო­ბა გულ­ში ჩა­ვი­დოთ, ჩვენ უკი­დე­გა­ნო სიყ­ვა­რუ­ლიც შეგ­ვიძ­ლია, რა­საც გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „ყივ­ჩა­ღის პა­ე­მა­ნი“ გვას­წავ­ლის. ახ­ლა­ხან გა­ვიხ­სე­ნეთ და პა­ტი­ვი მი­ვა­გეთ II მსოფ­ლიო ომი­დან თე­მის 152 შინ­მო­უს­ვ­ლელს, იმ ქა­რიშ­ხ­ლი­ა­ნი დღე­ე­ბის მო­გო­ნე­ბად მხო­ლოდ სამ­კუთხა ბა­რა­თე­ბი­ღა შე­მოგ­ვ­რ­ჩა, ომის მო­ნა­წი­ლე­თა­გან აღა­რა­ვინ არის ჩვენს თემ­ში ცოცხა­ლი,“ – ამ­ბობს ნი­კო­ლო­ზი და ლი­ზი კითხუ­ლობს მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის ლექსს „ნუ მწერ“.

და­ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ელ­ვის ნა­თე­ბას ჰგავს სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო­ბა­ში, აქა­უ­რო­ბის მა­რა­დი­ულ მფლო­ბე­ლა­დაც კი მიგ­ვაჩ­ნია თა­ვი. ბევ­რი იმის ცდა­შია, რა ირ­გოს სოფ­ლი­დან, არ ფიქ­რობს იმა­ზე, რას ქმნის სოფ­ლის­თ­ვის. ვე­ცა­დოთ ვალ­მოხ­დილ­ნი შე­ვუ­ერ­თ­დეთ მა­რა­დი­სო­ბას, თუ ამას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, აღორ­ძინ­დე­ბა სო­ფე­ლი.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები