27 ივლისი, შაბათი, 2024

სომხეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, ესტუმრნენ სომხეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები და პროგრამის ამბასადორები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სომეხ კოლეგებთან. ჩატარდა სხვადასხვა თემატიკის ვორქშოპები და სესიები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეზიარებინათ დაგროვილი გამოცდილება და დაეგეგმათ სამომავლო, ერთობლივი აქტივობები.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის მხარდაჭერით, eTwinning-ის პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამაში ჩართულია ევროპის 44 ქვეყანა, საქართველოდან პროგრამაში რეგისტრირებულია 2 300 მასწავლებელი 1 300 სკოლიდან. ქართველმა მასწავლებლებმა 5000-მდე პროექტში მიიღეს მონაწილეობა. eTwinning-ის პროგრამის ახალი პლატფორმა პროგრამის მონაწილეთა მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც ქართულ ენაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ითარგმნა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები