19 ივლისი, პარასკევი, 2024

სკოლის ფილოსოფია

spot_img
ციცინო ტარუაშვილი
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლა

 

 

 

  1. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები

სკოლას შემუშავებული აქვს მისია და ხედვა, რომელიც შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მიერ, საჯაროა და ხელმისაწვდომი.

  1. სკოლის დაგეგმვა და განვითარება

სკოლა შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმას, რომელიც ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. სამოქმედო გეგმაში გაწერილია მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ვადები და ინდიკატორები, რომლებიც გაზომვადია; ასევე, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და პირები. სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმის შედეგები გამოიყენება შემდგომი განვითრებისთვის.

 სასკოლო კურიკულუმი
  1. კურიკულუმის შემუშავება

სასკოლო კურიკულუმი შედგენილია და აგებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომლის შემუშავებაში უშუალოდაა ჩართული სასკოლო საზოგადოება. კურიკულუმში, რომელიც წარმოადგენს მოსწავლეზე ორიენტირებულ პროცესის დაგეგმვისა და განვითარების გზას, ასახულია ამ საზოგადოების ინტერესები. კურიკულუმი აგებულია ესგ-ს მიზნებზე, გლობალურ ფუნქციურ უნარზე, სამიზნე ცნებებსა და შედეგებზე. კურიკულუმი, ასევე, ითვალისწინებს დიფერენცირებულ და ინკლუზიურ მიდგომას.

  1. კურიკულუმის განხორციელება

სასწავლო პროცესში მოსწავლეებს  აქტიური ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. ახალი ცოდნის აგება ხდება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. პროცესი ორიენტირებულია ცოდნის სამ კატეგორიაზე (დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული), სადაც შეფასების სისტემა გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანია. სასწავლო პროცესი ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე და ეფუძნება ზრუნვასა და მხარდაჭერას.

  1. კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება

კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება ემსახურება სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის გზას (მოსწავლეა ცოდნის კონსტრუქტორი, ხოლო მასწავლებელი – მისი მხარდამჭერი და ხელის შემშველებელი), რაც ჰოლისტურ ხასიათს ატარებს.

  1. კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია

წლის განმავლობაში, მუშაობის შედეგად, იქმნება გადამუშავებული ვერსია, რომელიც ეფუძნება წინა წლის სტატისტიკას, აკადემიური მოსწრების მხრივ, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის განმსაზღვრელი. ასევე, ეფუძნება წინარე გამოცდილებას კურიკულუმის დანერგვის პროცესში – რა გამოვიდა კარგად და ან რისი მოდიფიცირებაა საჭირო, რაც მონიტორინგისა და შეფასების შედეგებს ეფუძნება.

სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
  1. პერსონალის მართვა

სკოლის ლიდერი უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის მობილიზებას და მართვას დასახული საგანმანათლებლო მიზნების შესასრულებლად. აცხადებს კონკურსს და არჩევს კვალიფიციურ კადრს. სკოლაში სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული.

  1. პერსონალის განვითარება

სკოლის დირექტორს შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია პერსონალის განვითარებაზე. უზრუნველყოფს პერსონალის საჭიროებების გამოკვეთას და ხელს უწყობს მათ გადამზადებას როგორც ფასიანი, ასევე უფასო ტრენინგებისა და ვებინარების მეშვეობით. ხელს უწყობს მათ კარიერულ ზრდას.

  1. პროცესების მართვა

პროცესების მართვა ხორციელდება სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვაში ჩართულია სასკოლო საზოგადოება, სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს და, გამოკვეთილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შეიმუშავებენ გადაჭრის გზების მექანიზმს.

  1. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება

სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, მათ შორის, საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას; უზრუნველყოფს სასკოლო წესრიგს, სანიტარიულ-ჰიგიენურ დაცვასა და პერსონალური მონაცემების დაცვას.

  1. მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა

სკოლა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მათ შორის, ბიბლიოთეკით და, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მათ განახლებას/ჩანაცვლებას. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის ინკლუზიურ გარემოს.

  1. საინფორმაციო რესურსები

სკოლის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის წარმართვას. ინფორმაციული ტექნოლოგიები ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის და პერსონალისთვის. სკოლაში გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ელსისტემა. სკოლა თანამშრომლობს საგანმანათლებლო ზემდგომ უწყებებთან და აწვდის ანგარიშებს, უკუკავშირს. აქვს ვებგვერდი, რომლის საშუალებით, ფართო საზოგადოებას შეუძლია სკოლის პროგრამების, პროცედურების, სერვისების, გასაჩივრებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

  1. ფინანსური რესურსები

სკოლა ფინანსებს განკარგავს უმაღლესი  სტრუქტურული ერთეულის, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად; ასევე, მოიპოვებს გრანტებსა და შემოწირულობებს „ალუმნებისგან“.  ფინანსები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

მოსწავლეთა მხარდაჭერა

 მოსწავლეთა უფლებების დაცვა

 საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ მეორე თავში განსაზღვრულია მოსწავლის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც საფუძვლად  უდევს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის შიდა რეგულაციებს, რაც გამჭვირვალეა და გაზიარებულია საზოგადოებასთან. კერძოდ, მოსწავლეს შეუძლია თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებით. სკოლას კი, შეუძლია დაადგინოს მოსწავლის უფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებიდან აღსანიშნავია:

  • ზოგადი განათლების უფლება;
  • საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება;
  • სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება;
  • ნეიტრალურობის პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
  • გამოხატვის თავისუფლება;
  • შეკრების თავისუფლება;
  • გაერთიანების თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • რწმენის თავისუფლება;
  • ძალადობის აკრძალვა.
  1. მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები:
  • სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა/სოციალური პასუხიმგებლობა;
  • ბავშვის მთავარი ინტერესის გათვალისწინება;
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც სკოლაში, ასევე ოჯახებში;
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა;
  • სასკოლო აქტივობები;
  • სასწავლო რესურსებით აღჭურვა;
  • სკოლების დამეგობრება;
  • ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები