27 ივლისი, შაბათი, 2024

სკოლის დირექტორი კარგი მენეჯერიც უნდა იყოს

spot_img

♦ შახ­ვა­ლათ ნა­ბი­ე­ვი – სსიპ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტნუ­სის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არის ძლი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, შექ­მ­ნას უსაფ­რ­თხო და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო, უზ­რუნ­ველ­ყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თ­ვა სკო­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და გუნ­დის პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სათ­ვის. დი­რექ­ტო­რი წამ­ყ­ვან როლს ას­რუ­ლებს პო­ზი­ტი­უ­რი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა­ში, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

დი­რექ­ტორს უნ­და ჰქონ­დეს ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა, რო­მე­ლიც უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­თა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და მი­საღ­წევ შე­დე­გებს. ის ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს, მო­საზ­რე­ბებს, ამავ­დ­რო­უ­ლად, ახა­ლი­სებს ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს მარ­თ­ვა­სა და სწავ­ლე­ბა­ში.

საგანმანათლებლო ლიდერი

დი­რექ­ტო­რი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სკო­ლა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და უნ­და ზრუ­ნავ­დეს მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რაც გუ­ლის­ხ­მობს უსაფ­რ­თხო, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და გენ­დე­რუ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნას. დი­რექ­ტო­რი, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, წამ­ყ­ვან როლს უნ­და ას­რუ­ლებ­დეს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ხედ­ვი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

წარმატებული სკოლა

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი მხო­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. მათ კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა, მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა, მა­თი შემ­დ­გო­მი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ბევ­რი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.

დი­რექ­ტო­რე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტის ახალი ტენ­დენ­ცი­ები

ახა­ლი სტან­დარ­ტის სტრუქ­ტუ­რა 4 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე, თა­ნამ­შ­რო­მელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ბო­ლოს, თემ­თან, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­თან და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ახალ სტან­დარ­ტ­ში დი­რექ­ტო­რის რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის, ასე­ვე რო­გორც მე­ნე­ჯე­რის რო­ლი და ფუნ­ქ­ცია უფ­რო მკა­ფი­ოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

პროფესიული განვითარება

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ყო­ველ­თ­ვის ხელს უნ­და უწყობ­დეს თა­ნამ­შ­რო­მელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დეს კო­ლე­გებ­თან, ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მათ აზრს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რად გეგ­მა­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა არ არის მხო­ლოდ ერთ მას­წავ­ლე­ბელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ცე­სი და ის მრა­ვა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ხში­რად რთუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი გზე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის მარ­თე­ბუ­ლად და­სახ­ვა. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სე­ბის არ­ჩე­ვა­ნი დი­დია და მას­წავ­ლე­ბელს უჭირს ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი რე­სურ­სის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რა­შიც მი­სი დახ­მა­რე­ბა სხვა მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ. კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბის შე­დე­გად პე­და­გო­გებ­მა უკეთ იცი­ან, რა უნა­რე­ბის თუ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ მათ კო­ლე­გებს.

რა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს

სკო­ლის მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სა და მშობ­ლებ­თან ეფექ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შექ­მ­ნის მიზ­ნით, სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა.

რო­გორ უნ­და შე­არ­ჩი­ოს სკო­ლამ დი­რექ­ტო­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის შერ­ჩე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი კონ­კურ­სის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ჩე­მი აზ­რით, ეს არის არ­ჩე­ვა­ნის ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მა.

რამ­დე­ნი­მე შტრი­ხი დი­რექ­ტო­რის პორ­ტ­რე­ტის­თ­ვის

⇒ გარ­და იმი­სა, რომ დი­რექ­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბის ლი­დე­რია, იგი კარ­გი მე­ნე­ჯე­რიც უნ­და იყოს.

⇒  დი­დია სკო­ლის დი­რექ­ტო­რის რო­ლი სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ზან­მი­მარ­თულ მარ­თ­ვა­ში.

⇒ ასე­ვე სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, დი­რექ­ტო­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები