27 თებერვალი, სამშაბათი, 2024

სკოლის დირექტორის როლი და ფუნქცია – ლიდერობის 5 კომპონენტი

spot_img

ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

სკოლის დირექტორის როლი და ფუნქცია, ასევე, ლიდერობის კომპონენტები, განსაზღვრულია ,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტით“, რომლის დღეს მოქმედი დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ხელმოწერილია 2022 წლის 22 სექტემბერს (ბრძანება N109/ნ).

სტანდარტით გათვალისწინებული პრინციპებითა და მიდგომებით, სკოლის დირექტორის როლი და ფუნქციაა:

  • სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართებოდეს ისე ეფექტიანად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეთა როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარება;
  • მოსწავლეებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლება;
  • ხელშეწყობილი იყოს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირება, განვითარება და შენარჩუნება;
  • განათლება ჩამოყალიბებული იყოს სასკოლო საზოგადოების შესაძლებლობების რეალიზების მხარდაჭერის მექანიზმად.

სკოლის მართვისას დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს:

  • მართვის თანამედროვე მიდგომებს;
  • მასწავლებლების უწყვეტი განვითარების საჭიროებებს;
  • ადგილობრივ კონტექსტს;
  • არსებულ გამოწვევებს;
  • სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს;
  • მოქმედ რეგულაციებს;
  • განათლების პოლიტიკის პრინციპებს.

სტანდარტი ადგენს სკოლის დირექტორის ლიდერობის 5 კომპონენტს:

  • დირექტორი, როგორც სასკოლო საზოგადოებისათვის მისაბაძი მაგალითი;
  • დირექტორი, როგორც სასკოლო კულტურის შემქმნელი;
  • დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი;
  • დირექტორი, როგორც ადამიანური რესურსების მმართველი;
  • დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  1. დირექტორი, როგორც სასკოლო საზოგადოებისათვის მისაბაძი მაგალითი:
  • საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით უნდა წარმოადგენდეს მოდელს სასკოლო საზოგადოებისთვის;
  • უნდა უზრუნველყოფდეს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;
  • უნდა აყალიბებდეს გაზიარებულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასკოლო კულტურას;
  • ქმნიდეს და აზიარებდეს ცოდნას.
  1. დირექტორი, როგორც სასკოლო კულტურის შემქმნელი;
  • უნდა ავითარებდეს სკოლას გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;
  • ქმნიდეს სკოლის უნიკალურ კულტურას;
  • აყალიბებდეს თანამშრომლობის, პარტნიორობისა და კავშირების მდგრად სისტემას.
  1. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი;
  • ხელს უნდა უწყობდეს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას;
  • ფოკუსირებული უნდა იყოს მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე;
  • კვლევისა და რეფლექსიის საშუალებით, უნდა ქმნიდეს სივრცეს სასწავლო პროცესის კრიტიკული გააზრებისათვის, ინოვაციური მოდგომების დანერგვისთვის.
  1. დირექტორი, როგორც ადამიანური რესურსების მმართველი;
  • უნდა ნერგავდეს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;
  • უნდა იყოს მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის მხარდამჭერი;
  • უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის შიგნით როგორც ინდივიდების, აგრეთვე მთლიანად სასკოლო საზოგადოების განვითარებას;
  • უნდა იყოს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდმჭერი.
  1. დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი.
  • უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;
  • უნდა უზრუნველყოფდეს რესურსების მობილიზებას სასურველი შედეგების მისაღწევად;
  • უნდა აწესებდეს ანგარიშვალდებულების სისტემას;
  • სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, უნდა ქმნიდეს თანამშრომლობით გარემოს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის;
  • უნდა ქმნიდეს განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;
  • უნდა აყალიბებდეს პროფესიული ორიენტაციის და კარიერული განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;
  • უნდა უზრუნველყოფდეს რესურსების მიზნობრივად მობილიზებას და მართვას სასურველი შედეგების მისაღწევად.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები